EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბერეზოვსკის მაგია ანუ როგორ ვიშოვოთ დიდი ფული (დასასრული) »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 13:31:01
მაშ ასე, მოემზადეთ „ნებალპინიზმის“ სტილით პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის. დასაწყისისათვის უნდა შეისწავლოთ თქვენი უნარები „ბუნებრივ მდგომარეობაში“ - რამდენს გამოიმუშავებთ, რაზეა „გათვლილი“ თქვენი ინდივიდუალური სამყარო.
უპირველესად, გაანალიზეთ თქვენი ნაცნობობის წრე და მოიკვეთეთ სკეპტიკოსები, პესიმისტები და წუწუნა ადამიანები - ისინი „ნებალპინისტის“ ფეხებზე მიბმულ სიმძიმეებს წარმოადგენენ. შეეცადეთ თანამოაზრეები იპოვოთ - ოპტიმისტები, ვისაც წარმატების თქვენსავით სჯერა. მწვერვალისკენ ჯგუფურად სვლა უფრო იოლია - ჯგუფის წევრები ერთმანეთს „ზევით ექაჩებიან“, რადგან სხვაგვარად მწვერვალზე ვერ ავლენ. ამას „ჯგუფური ნებალპინიზმი“ ეწოდება. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ეტაპია „ძველი სამყაროს“ ანუ, იმ რეალობის უგულებელყოფა, რომელიც სტიქიურად შეიქმნა მშობლების, თქვენი მეგობრების, ბავშვური შთაბეჭდილებების გავლენით. ის, რაც ახლა ობიექტური რეალობა გგონიათ, სინამდვილეში სამყაროს შეასახებ სხვადასხვა წყარსგან მიღებული ფანტაზიის ნაკრები გახლავთ.
დაფიქრდით, როგორი გსურთ, რომ იყოს „ახალი სამყარო“? იქნებ, ყველაფერი გაკმაყოფილებთ „ძველ სამყაროში“? მაშინ მოსალოცად გქონიათ საქმე! ანდა იქნებ ფული კი არა, სულ სხვა რამ გჭირდებათ? თუმცა, ჩვენ ახლა მხოლოდ ფულზე ვლაფარაკობთ, თუ სავსებით დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც გარკვეული თანხა გჭირდებათ, მოემზადეთ ახალი მწვერვალების დასაბყრობად.
თუ ღარი მასწავლებელი ბრძანდებით და უცებ სურვილად მილიონ დოლარს ჩაუთქვამთ, თავს მოვიჭრი, რომ მარცხი გელით! ეს იგივეა, არანავარჯიშებმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონობა რომ მოისურვოს. უნდა იცოდეთ, რომ მართალია, სამყაროსთვის შეუძლებელი არაფერია (ხომ ხდება, რომ ღატაკებიც იგებენ მილიონებს ლატარიაში და როგორც ხვდებით, ეს შემთხვევით არ ხდება)! მაგრამ ჯერჯერობით ბევრი რამ თქვენთვის შეუძლებელია.
რეალისტი იყავით. შემოსავლის ზრდა მომავალი წლისთვის დაგეგმეთ, რათა მანევრირებისთვის სივრცე მოიპოვოთ და 20 პროცენტზე მეტით ნუ დაიწყებთ. ერთხელ ჩავუთქვი რომ ჩემს შემოსავალს გავაორმაგებდი და სასტიკი მარცხი ვიწვნიე, იმიტომ კი არა, რომ მეთოდიკა არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ თავადვე ვერ ვირწმუნე ასეთი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. რისკი ასეთია: მიზნად ძალიან მაღალი მწვერვალის მიღწევას ნუ დაისახავთ, მარცხი გელით, რითაც საკუთარ ეჭვებს კიდევ უფრო გაამძაფრებთ - ყოველი მარცხის შემდეგ წარმატების ტრაექტორიაზე დაბრუნება უფრო ძნელია, თუმცა, გამოუვალი მდგომარეობები, რაღა თქმა უნდა, არ არსებობს.
მთავარი საბრთხე სწორედ ესაა - ერთი შეხედვით, თითქოსდა რა, ჩაუთქვი სურვილი და აჰა, ინებე მზამზარეული, პირდაპირ სამყაროს კატალოგიდან! სინამდვილეში კი სამყარო ყველა სურვილს როდი აკმაყოფილებს და აი რატომ. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ფსიქოტექნიკები გვასწავლიან, რომ სურვილის ემოციური მხარე, ანუ წადილი უთუოდ უნდა დაიძლიოს, თუ ამ სურვილის ასრულება გნებავთ.
მაგალითისთვის შეადარეთ თქვენი შეგრძნებები ორ შემთხვევაში: როცა საკვების მიღება გნებავთ, შედიხართ სამზარეულოში და აღებთ მაცივარს. თქვენს შინაგან სამყაროში სურვილი კი არსებობს, მაგრამ წადილი - არა! მშვიდად ხართ, ემოციები არ გაწუხებთ. არ გებადებათ კითხვა, საიდან და როგორ მოხვდა თქვენს მაცივარში კეფირი და ძეხვი. ისინი უბრალოდ აქაა, გაიწვდით ხელს და აიღებთ. ჩვენს გრძნობებს ვერ გაიზიარებენ აზიისა და აფრიკის ხალხები, სადაც მასობრივად იხოცებიან შიმშილით. მათ შემთხვევაში ჭამის სურვილს ეზავება დამფრთხალი წადილი, შიში იმისა, რომ საკვები შესაძლოა ვერ იშოვოს. რამდენადაც უფრო ძლიერია ეს შიში და ეჭვი (ტყუილუბრალოდ კი არ არსებობს საზარელი გამოთქმა „ეჭვის ჭია“), მით ნაკლებია სურვილის მიღების შანსი. მე არ ვიცნობ არც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ფული უყვარს. ბიზნესმენები იყენებენ ფულს ცინიკურად და გონივრულად, ფულის სიყვარული კი მათ დაღუპავდა. მოგების მისაღებად თავიდან დიდი თანხა უნდა დააბანდო, ანუ გამოემშვიდობო ფულს და რაც უფრო ულმობელი იქნება ეს განშორება, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.
ფული კი როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ღარიბებს უყვართ, დაჰკანკალებენ, ხელით სინჯავენ, ჯიბეში იკუჭავენ და ინახავენ. ამიტომაც ფული არასდროს აქვთ. სწორედ აქედან მომდინარეობს ბიზნესის დევიზი, რომელიც ალბად არაერთხელ გსმენიათ: „ნამდვილად დიდი თანხის შეგროვება შეუძლებელია, შესაძლებელი მხოლოდ მისი გამომუშავება გახლავთ“. სად მარხია აქ ძაღლის თავი? სამყარო ჩვენს შეკვეთასთან ერთად, რომელსაც ბობოქარი ემოცია - წადილი ახლავს, დამატებით განაცხადს იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველი თურმე ძნელად მისაღწევია. თუკი გწადიათ (და არა უბრალოდ და მშვიდად გსურთ), მაშინ თქვენს განაცხადს საზარელი დამღა აჩნია: „სურს, ეს ყველაფერი დიდი სიძნელეების გზით მიიღოს“! და კვლავ ვერავის დაადანაშაულებთ, აკი თვითონვე შეუკვეთეთ პირობები, ჰოდა, ინებეთ! მაშ ასე, სურვილი გაქვთ. თვითკონტროლისათვის უმჯობესია ჩაიწეროთ იგი ან კარგად დაიმახსოვროთ. ეს სურვილი - ცივ გონივრული (ყოველგვარი წადილის გარეშე), რეალისტური უნდა იყოს (უფრო სწორედ, თქვენ უდა გეჩვენებოდეთ ასეთად) და ძალზე მკვეთრად არ უნდა ცვლიდეს თქვენს ცხოვრებას. დავუშვათ, მოკრძალებულ მუშაკს თვეშ 8 ათასი დოლარი ხელფასი აქვს. ერთხელ აიღო ხელში „ნებალპინისტური“ ფურცელი (პლაცებოს სახეობა) და წააწერა: „მომავალი წლიდან თვეში 10 000 დოლარს ანუ, წელიწადში 120 000 დოლარს მივიღებ“.
ახლა დაუფიქრდით, რა სახის პლაცებოს გამოყენება შეიძლება მიზნის მისაღწევად? რა მოქმედებები დაგარწმუნებთ, რომ მეტის გამომუშავება შეგიძლიათ? რა ფსონს უნდა ჩამოხვიდეთ იღბლის იმედით? ეს სამყაროს კი არა, რომლისთვისაც თქვენი თხოვნა წვრილმანია, არამედ თქვენ გჭირდებათ თვითრწმენისათვის. უნდა იცოდეთ, სამყარო სასურველს თქვენი მხრიდან რაიმე მოქმედებების გარეშეც გიბოძებთ, თუკი წადილი ვერაგულ განაცხადს არ მიაწვდის იმის შესახებ, რომ ამის მიღება ძნელია.რაც უფრო რთულად გეჩვენებათ რაიმე შედეგის მიღება, მით უფრო რთული მისაღები იქნება ის რეალობაშიც. არ აჰყვეთ წადილს! არ უთხრათ საკუთარ თავს: „კარგი იქნებოდა, რომ...“ იცოდეთ, რომ აქა და აქ ესა და ეს გელით და შეეცადეთ, რომ ეს ცოდნა დიდი სიმშვიდით აღჭურვოთ. თქვენ ხომ არ ღელავთ კარადაში გადანახულ მარაგზე, რადგანაც ზუსტად იცით, სადაა და რამდენია. ასეთივე ცოდნა მომავლის შესახებ, ვნებებისა და შფოთის გარეშე - „ნებალპინიზმის“ მწვერვალია. მომავალი ისე უნდა ჩაუთქვათ, თითქოს წარსულს იხსენებდეთ, სქემით: „ჰო, მართლა, მომავალ კვირას მე ხომ გაუთვალისწინებელი 1000 დოლარი გამომიჩნდება! ჰოდა რაში დავხარჯო? ბანკში შევიტანო თუ საყვარელ ადამიანს საჩუქარი ვუყიდო? წადილისაგან, თხოვნის არ შესრულების ავადმყოფური შიშისაგან გასათავისუფლებლად, ჩემს საკუთარ მეთოდს გთავაზობთ - „პრიორიტეტების ჩანაცვლებას“. მაგალითად იმისათვის, რომ ადამიანმა არ იფიქროს ფულზე, თავგამოდებით იწყებს ბაღში ფუსფუსს და ფიქრობს, სად იშოვოს მცენარის თესლი, რით გაამდიდროს ნიადაგი, როგორ გაახაროს სუპერგოგრა და სადღაც, ცნობიერების კუნჭულში, პერიფერიაზე, ღვივის ამდაგვარი აზრი: „ჰო, ის 300 000 მომავალ თვეში... ისე უცბად გამომიჩნდება... სად დავაბანდო?.. ოჰ, თუმცა, ამისთვის სად მცალია, მცენარეები მიჭკნება“! თუ მართლა დარდობთ ბაღზე, სპორტულ გუნდსა თუ მეცნიერულ კათედრაზე, იცოდეთ, რომ იქ საქმეები უხეიროდ წავა, რადგან პრინციპი - „ნერვიულობა ამის გამო“ ითვალისწინებს „გართულებას ამაში“. დაე ბაღი გადახმეს, სამაგიეროდ 300 000-ს მიიღებთ საჭირო დროს. რასაკვირველია შეიძლება პირიქითაც მოხდეს - ფული ვერ მიიღოთ, მაგრამ წალკოტი ახაროთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი შიშის გადართვა ბაღზე ვერ მოახერხეთ, რადგან სიღარიბის შიში უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
თუ თქვენთვის ნაცნობ მდიდარს ხალხს დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ სულელური „გატაცებები“ აქვთ. თითქოსდა რაში ენაღვლება ფეხბურთი, როცა მისი ფირმის კაპიტალბრუნვა წელიწადში მილიარდს შეადგენს? არადა, სწორედ ფეხბურთი ეხმარება ეჭვის ჭიის „დაპურებაში“ და საშუალებას არ აძლევს, საქმე გააფუჭოს.
ჩვენი სამყარო, თუკი მატერიალურ ილუზიას განზე გადავდებთ, ბევრი ნებისა და აღმსარებლობის გზაჟვარედინს წარმოადგენს - ბიზნესში თქვენი ნებელობა კონკურენტისა და მყიდველის ნებელობაზე ძლიერი უნდა იყოს. საქონლის დასახელება და ხარისხი მეორადი პლაცებოა, ლატარიის ბილეთი, თქვენი ნებელობისდა შესაბამისად რომ მოგაგებინებთ ან წაგაგებინებთ. ნებისმიერი, ვინც ბიზნესით დაკავებულა, ხალისით დაგიდასტურებთ, რომ ვაჭრობა საქონელზე კი არა, გამყიდველზეა დამოკიდებული. ერთ გამყიდველს ძველმანების გაყიდვაც კი შეუძლია, მაშინ როცა მეორე ოქროზე ზის და ნახევარ ფასშიც ვერ გაუსაღებია. რაშია საქმე?
საქმე კი ფსიქოლოგიაშია, იმაშია, რომ ერთი მარჯვე, მეორე კი შებოჭილი და დათრგუნულია. ყურადღებით დააკვირდით - რატომ ხდება ასე? განა პასუხი ნათელი არ არის? პირველს ძლიერი ნებელობა აქვს, მეორე კი „თვითმოდულირებული უიღბლოა“.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალა თქვენს რწმენაშია. თილისმა და ამულეტი კი არ დაგიცავთ და ბედნიერებას მოგანიჭებთ, არამედ მასთან დაკავშირებული ძლიერების მენტალური ხატება. ნივთი ყოველთვის პლაცებოა, და სხვის ხელში ის უმაქნის საგნად იქცევა.
„ნებალპინიზმს“ თუ მიჰყვებით, საკუთარ თავს ზრდის მიჯნები უნდა დაუდგინოთ. გამდიდრების პროცესში მიჯნიდან მიჯნისკენ, სულ უფრო მაღლა და მაღლა გაემართებით. თუ სადმე შეფერხდით, ესე იგი საწყის მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეთ, რადგან მიჯნა მეტისმეტად მაღლა დაგიდგენიათ... მიჯნა ყოველთვის თქვენს ცხოვრებაში უნდა არსებობდეს და ამავდროულად წინა პლანზე არ უნდა გადმოიწიოს. უმჯობესია თუ მას ქვეცნობიერებაში შეადგენთ რათა კი არ იფიქროთ მასზე, არამედ ბუნდოვნად იგრძნოთ.
ჩემს მეთოდს გაგიზიარებთ: ვწერდი რომელიმე ციფრს (ჩემს მიჯნას) სხვადასხვა ფურცელზე, ორგანაიზერში, ტელეფონის ყურმილზე და ა.შ. მხოლოდ ციფრს, კომენტარების გარეშე, საკუთარ თავს ვაჩვევდი ამ აზრს, რომ ეს ციფრი თვალსაჩინოა მომავალში, რომ ეს ჩემია, მე მეკუთვნის უნდა მივეჩვიო და არ უნდა გამიკვირდეს, როცა ის ჩემი ჩეკების წიგნაკში აღმოჩნდება.
ეს პრაქტიკულად ყოველთვის მუშაობდა, თანაც, ციფრის წერისას არასდროს ვინტერესდებოდი, საიდან მოვიდოდა ეს თანხა, ანუ არ ვებღაუჭებოდი პლაცებოს, უბრალოდ ვიცოდი, რომ გარემოებები იმგვარად აეწყობოდა, რომ ზუსტად ამ თანხას უეჭველად მომიტანდა.ისღა დამრჩენოდა, ეს ფული მიმეღო. შეგიძლიათ ჩემს გაკვალულ გზაზე იაროთ, შეგიძლიათ საკუთარი მნემონიკური მეთოდი შეიმუშავოთ, მაგრამ გახსოვდეთ! მოქმედებენ არა ფურცლები და ციფრები, არამედ გონება, აზრი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი პლაცებოა. თუკი შეეცდებით, უბრალოდ სახალისოდ გამოიყენოთ ჩემი მეთოდი და სიცილით აღმოაჩენთ, რომ ის არ მუშაობს, მაშინ თქვენ თავად დააპროგრამებთ საკუთარ თავს მარცხისთვის, რადგან სამყარო, როგორც უკვე გაგაბრთხილეთ, თქვენი მსოფლმხედველობის დასადასტურებლად ნებისმიერი რაოდენობის ფაქტებს წარმოგიდგენთ.
ეს მეთოდი ამუშავდება მხოლოდ მაშინ, როცა მას წარმატების რწმენით გამოიყენებთ, როცა საყიდლებს ჯერ კიდევ არმიღებული ფულით დაგეგმავთ, როცა წინასწარ ააშენებთ ფერმას ჯერ კიდევ არნაშობი შინაური პირუტყვისათვის. ფულს კი სამყაროსგან მიიღებთ. თავდაპირველად იყო სიტყვა. ჯერ დაგეგმილი სიმდიდრე - ლოგოსი, აზრი და მხოლოდ შემდეგ, ოპტიმიზმისა და უკეთესი მოლოდინის გაბედულ ტალღაზე, მოვა სიმდიდრეც.