EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ შევადგინოთ თანმხლები/სამოტივაციო წერილი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-24 13:34:32
მაგარი, უდრეკი ხელის ჩამორთმევა თუ დიდი სველი კოცნა ჩქმეტის თანხლებით? არცერთი ინფორმაცია არ დაამახსოვრდებათ სათაო ოფისში, თუმცა მხოლოდ ერთია კარგი. ასევეა თანმხლები წერილიც. იხილეთ, თუ როგორ უნდა ვთქვათ “ამირჩიე მე” მაქსიმალურად კორექტულად.
1. პირველი შთაბეჭდილება ბევრს აკეთებს. “ავტობიოგრაფიის წაკითხვამდე თანმხლებ წერილს კითხულობენ, ასე, რომ დარწმუნდით, რომ ის მიიქცევს მკითხველის ყურადღებას,” გვირჩევს პოლ ლორი, დასაქმების საკონსულტაციო ფირმის “მენპოუერ UK”-ს ოპერატიული მენეჯერი. გაურკვეველი მართლწერა და პუნქტუაცია, კონკურენტი ფირმებისთვის ინტერნეტ მისამართის მიწერა, თქვენი საკონტაქტო ინფორმაციისა და სამუშაო რეკომენდატორის არ მითითება სულელული შეცდომა იქნება სახელად “გავარდი-პირველივე-ჯერზე”.
2. ეს არ არის ზედმეტი. “იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გთხოვენ მხოლოდ ავტობიოგრაფიას, აუცილებლად გააგზავნეთ თანმხლები/სამოტივაციო წერილიც”, ამბობს სკოტ ფულეი, მანჩესტერის უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმების მენეჯერი. “თანმხლები წერილი დაასაბუთებს რატომ აგზავნით ავტობიოგრაფიას და რისი პრეტენზია გაქვთ. იგი ქმნის თქვენი ავტობიოგრაფიის სურათს”.
3. ძვირფასო ვიღაც? იმ შემთხვევაში, თუ განცხადებაში არ იქნება მითითებული საკონტაქტო პირი, დაუკავშირდით ადამიანუი რესურსების განყოფილებას იმის გასარკვევად თუ ვინ განიხილავს თქვენს ავტობიოგრაფიის ფორმას. “ეს უფრო მეტად პირადულია, და თუ შემდგომში მოგესურვება თქვენი ავტობიოგრაფიის შესწავლის შესახებ ინფორმაციის მიღება, უკვე გეცოდინებათ, ვის მიმართოთ,” გვირჩევს ფულეი.
4. იყავით ლაკონური. “წერილი უნდა იყოს ლაკონური,” ამბობს ლორი. სამი ან ოთხი პუნქტი უნდა აყალიბებდეს თქვენს მოტივაციას, გამოცდილებასა და ინდივიდუალურობას. თანმხლებმა წერილმა არ უნდა ჩაანაცვლოს ავტობიოგრაფია, თუმცა დამქირავებელს უნდა შეექმნას აზრი იმის შესახებ, რომ თქვენ შეესაბამებით სამუშაო მოთხოვნებს.
5. იყავით გულახდილი, ნუ იქნებით ქედმაღალი. ნუ გადაკვეთთ ზღვარს ექსპერტსა და უვარგის თანამშრომელს შორის. “ადგილი აქვს თქვენს გაყიდვას და იმის შესწავლას, თუ რა გაგიკეთებიათ,” ამბობს ლორი. უარი თქვით ისეთ მტკიცებულებებზე, როგორიც არის, მაგალითად “მე ვარ იდეალური კანდიდატი” იმის ნაცვლად, რომ თქვათ “მჯერა, რომ მაქვს იმის უნარი და გამოცდილება, რომ ძლიერი კანდიდატი გავხდე”.
6. იყავით ინფორმირებული. “მიეცით მათ მოწერის მიზეზი,” ამბობს დასაქმების კონსულტანტი ლინ ვილიამსი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ავტობიოგრაფია სპეკულაციურია. შესაძლოა თქვენ სულ ახლახანს წაიკითხეთ რაღაც სავაჭრო პრესაში ან შეხვდით ფირმის რომელიმე წარმომადგენელს? “ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ კომპანიას,” ამბობს ვილიამსი. თუ თქვენ შეგაქვთ განაცხადი სპეციფიურ თანამდებობაზე, აღნიშნეთ ეს წერილის დასაწყისში იმისათვის, რომ მათ არ გადადონ თქვენი ავტობიოგრაფია გვერდზე.
7. ლამაზად შეადგინეთ თქვენი წერილი. კადრების შერჩევის აგენტები იხიბლებიან იმით, რომ კანდიდატი იცნობს მათი კომანიის მიზნებს, მეთოდებსა და მიღწევებს, ამბობს ლორი. თუ კომპანია აწარმოებს სერვისს, აღნიშნეთ, რომ თქვენს მიერ თქვენ საუკეთესო მომსახურება გაგიწიათ, ოღონთ ძალიან ნუღარ გააზვიადებთ. სულიერი ნათესაობის შეგრძნებისათვის ერთი ასეთი მცირედი ინფორმაციაც საკმარისია.
8. ისარგებლეთ ელექტრონული ფოსტით. კარგი ელექტრონული წერილის შედგენაც ისეთივე მოთმინებას მოითხოვს, როგორც ხელითნაწერი წერილი. “დარწმუნდით, რომ მნიშვნელოვანი საკითხები თვალში საცემია,” ამბობს ვილიამსი. “შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაზგასმა იმისათვის, რომ გამოყოთ მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად ‘ლიცენზირებული ინჟინერი’ ”.
9. არავითარი “თუ” და “თორემ”. ნუ გამოამჟღავნებთ სისუსტეებს და შემდეგ ნუღარ შეეცდებით მის დაფარვას. ვილიამსის თქმით: “თქვენ მათ აძლევთ მიზეზს იმისათვის რომ გასაუბრებაზე დაგიბარონ და არა იმისათვის რომ მომავლისთვის გადაგინახონ”.
10. დაასრულეთ დამარწმუნებელი ტონით. იყავით ოპტიმისტური და ითხოვეთ გასაუბრება, ამბობს ფოლი. “მე დაველოდები თქვენს ზარს” უაღრესად სანდომიანად ჟღერს, მაგრამ აქვე მიუთითეთ, რომ თქვენ გსურთ შეხვედრა ვალდებულებების განსახილველად.
ფაქტები
წერილში ახსენეთ ის ფაქტები, გამოცდილება და პირადი მიღწევები, რაც შეესაბამება სამუშაო მოთხოვნებს. იფიქრეთ “როგორ შეიძლება დავეხმარე ინტერვიუს ჩამტარებელს ჩემს შერჩევაში?”, და არა “როგორ გავყიდო ჩემი თავი?”. არასდროს დაიწყოთ თქვენი წერილი სიტყვებით: “ძვირფასო ბატონო/ქალბატონო”. გაარკვიეთ ვინ წაიკითხავს თქვენს ავტობიოგრაფიას თუ ეს არ იქნება მითითებული განცხადებაში ვაკანსიის შესახებ. უარი თქვით გრძელ წინადადებებზე, ისინი შესაძლოა მოსაბეზრებელი იყოს მკითხველისთვის. სთხოვეთ მეგობარს წაიკითხოს თქვენი თანმხლები წერილი იმის გასარკვევად, რომ შინაარსი გამართული და ტონი პროფესიონალურია.