EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩინური ბოქსი (კუნგ ფუ kung fu) »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი:
თარიღი: 2013-05-24 20:15:36
ჩინური ბოქსი კუნგ ფუ kung fu (ვუ შუ ანუ კუო შუ)
ა) იარაღის გამოუყენებლად (კუნგ-ფუ)
შიდა სტილი (ნეი შა) - ტაი ცი, პაკუა, ჰსინი
გარე სტილი (ვაი შა) - დაახლოებით სამასამდე სკოლა, მათ შორის ასორმოცდაათამდე ძირითადი სტილი.
ბ) იარაღის გამოყენება (მო ჰაი)
დაშნა მახვილი, ისარი, ალებარდა, ჯაჭვი, და ა.შ.
გ) საიდუმლო სახეები
შინაგანი ენერგიის გამოყენება (ნოი კუნ);
რკინის ხელი (დე შა შან);
მოწამლული ხელი და ა.შ.
თავი 1. კუნგ ფუს გენიალოგია
ძველი წელთაღრიცხვის 2500 წელს, ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით, ჩინეთში საბრძოლო იარაღად გამოიყენებოდა ერთობ მარტივი და ბარბაროსული ილეთი მოწინააღმდეგის დაჩხვლეტა რქებშემკული იარაღით.
ძველი წელთაღრიცხვის მე-^ საუკუნეში თავი იჩინა ბრძოლის ახალმა მეთოდებმა, რომელთაც ეწოდებოდათ:შანი, შუაი გო, შუ-ოუ. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ბოხსი ჩინეთში ითვლებოდა სამხედრო ხელოვნების არისტოკრატულ სახეობად. მას ეწეოდა მემამულეთა კასტა და ზოგოერთი ბერი თავდაცვის მიზნით, ასევე დაოისტთა ზეგავლენით. ვინაიდან დაოიზმის მიხედვით ზოგიერთი ვარჯიში ხელს უწყობს აზროვნების კონცენტრაციას. კუნგ ფუს ამ პირველ ნაბიჯებს ჩინელი ისტორიკოსები განიხილავენ შემდეგი სახელწოდებებით: შიში-სან, ვუში და ა.შ.
ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ვინმე კვო იე-მ შექმნა კუნგ ფუს პირველი სტილი რომელიც მოგვიანებით გაფორმდა კიდეც სახელწოდებით: „გრძელი ხელის მტევანი".
ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში ექიმი ხუა-ტო აწარმოებდა დაკვირვებას ცხოველებზე, ის სწავლობდა ხუთი ცხოველის: დათვის, ვეფხვის, მაიმუნის და წეროს ბრძოლის მანერას. ყოველივე ამის საფუძველზე მან შეიმუშავა საბრძოლო ხერხების მთელი კომპლეხსი, რომელიც მოგვიანებით შეივსო სხვა ცხოველებისაგან - გველი, ვირთხა, ცხენი, დრაკონი.
ჩვენი წელთაღრიცხვის მე- 6 საუკუნეში შაოლინის მონასტერში გამოჩნდა ერთი საკმაოდ უცნაური პიროვნება და მო ი ტამო, რომელიც ცნობილი იყო ასევე მეტსახელით ბოდიდხარა („ნათელმხილველი"), წარმომავლობით ინდოელი, ანდა სულაც შესსაძლოა ცეილონიდან მოსული ბერი. კომენთარებს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ აქვს, ისიც საკმარისია რომ ის გვევლინება ძენ ბუდიზმის ფუზემდებლად.
მე-12 საიკუნეში გენერალმა აიო ვეი-მ შექმნა „არწივის ბრჭყალის სისტემა".
მე-13 საუკუნეში განდეგილმა ბერმა შენ სალ ფუნ-მა ჩაუყარა საფუზველი კუნგ ფუს „შიდა" სისტამას, რომლის წყალობითაც მოძრაობაში მოდის სხეულის შინაგანი ენერგია. შემდგომმა ძიებებმა წარმოშვა დაიშიშუანიზმი (ტაი-ცი).
მე-20 საუკუნეში ჩინურმა ბოხსმა გადაინაცვლა კუნზულ რიუ - კიუზე (ოკინავა), სადაც ის შეერწყა ადგილობრივ სისტემას (ოკინავატე).
მე-15 საუკუნეშიყმაწვილმა კაცმა შუენ იუ-ამ შაოლინის მონასტრის ბერმა შეიმუშავა 72 ილეთი და შემდეგ ოსტატებთან ბაი იუფენთან და ლი შენთან ერთად შეიმუშავა კუნგ-ფუს კიდევ 17 მოძრაობა, რომელიც გარე სტილს დაედო ახალ საფუძვლად. ამ პერიოდიდან დაწყებული შაოლინის ბერებმა დაიგდეს უძლეველის სახელი.
მე-18 საუკუნეში ჩინეთი აღმოჩნდა მანჯურიის ტყვეობაში და მხოლოდ ხუთმა კუნგ ფუს მცოდნე ბერმა შესძლო თავის გადარჩენა და ამით შენარჩუნებულ იქნა საუკუნოვანი ხელოვნება. ბერებმა შექმნეს სამხრეთ ჩინეთის კუნგ ფუს ხუთი ძირითადი სახეობა: ხუნ-გარი, ლუნ-გარი, შოი-გარი, იპარი და მო-გარი.
მე- 19 საუკუნეში დუნ-ჰაი ჩუანმა პეკინის რაიონში შექმნა ბაგუაჯანის(პაკუა) „შიდა" სტილის სკოლა.
1855 წელს - ხუნუ შუანმა მოაწყო დაიპინების ამბოხი. ის თავის ხალხს ასწავლიდა ცივი იარაღის ხმარებას ხელჩართულ ბრძოლაში.
მე-19 საუკუნეში აზიისა და ოკინავას რიგ რაიონებში უკვე კუნგ-ფუს ბუმია. კუნგ ფუ მდიდრდება ბრძოლის ადგილობრივი ხერხების ხარჯზე. ამან წარმოშვა ბრძოლის ახალი სახეობები, ისეთები როგორიცაა: ბაკულან, პენჩაკ სილატი, კუნტოვი, სარაკი და სხვა. (უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ სეიოზული სტილებია -ევპატორი)
1945 წელს შეიქმნა კუნგ ფუს ორი დიდი ორგანიზაცია: ეროვნული ბოქსის ცენტრალური ინსტიტუტი და ჩინური ბოქსის ასოციაცია
თავი 2. სტილთა პლეადა
ა.ჩრდილოეთის თუ სამხრეთის სტილი?
ზოგიერთი ისტორიკოსი ეყრდნობა თვალსაზრისს როცა აცხადებს, რომ მდინარე იანძი არის ორი ერის ქვეგამყოფი, რომელთაგან თითოეულისათვის დამახასიათებელია უიარაღოდ ბრძოლის ერთნაირი პრინციპები.
ჩრდილოეთში ძირითადად, გარე სტილია (ვაი შა) გაბათონებული, რომლის ტექნიკაც ძირითადად ეფუძნება კუნთოვან ძალას. სავარაუდოა, რომ, კუნგ ფუს ამ სკოლებს ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაყრია საფუძველი და ვინაიდან ჩინეთში ოკინავადან ჩასული ბევრი იაპონელი სწავლობდა, მოგვიანებით ამან ხელი შეუწყო კარატეს შემდგომ განვითარებას. ტექნიკის თვალსაზრისით კუნგ ფუ (ვაი შა)და კარატე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
სამხრეთში პირიქით, უფრო მეთად გავრცელებულია ე.წ. „შიდა" სტილი (ნეი შა), რომელიც შესაძლებელს ხდის ადამიანის სხეულის შინაგანი ენერგიის გამოთავისუფლებას კოსმიურ ძალთა წესისა და რიგის შესაბამისად. ამასთან კუნგ ფუს ეს სტილი გამოირჩევა ფილოსოფიური სიღრმით.
.ბ. შიდა სტილის სახეები
1. საერთო დებულებები
შიდა სისტემები უწინარეს ყოვლისა წარმოადგენენ ილეთთა კომპლექსს, რომელიც ეფუძნება სხეულის ენერგიის სწორ ფსიქოფიზიოლოგიურ რეგულირებას.
ამ კომპლექსს ორი მიმართულება აქვს:
ცნობიერი: მოდუნდით, განიმუხტეთ გონებრივი დაძაბულობა, არაფერძე არ იღელვოთ, აზრი არ უნდა შეაჩეროთ ერთზე, მაგრამ ღც საკუთარი მოძრაობით უნდა იყოთ სრულად შთანთქმული.
კუნგ ფუში მოვარჯიშე ერთსა და იმავე დროს ავტორიცაა და შემსრულებელიც: „მე" (გონიერი არსება) სურვილისამებრ ინთქმება საკუთარი სხეულის მოძრაობაში. თავიდან უნდა ავიცდინოთ გარემომცველი სამყაროს ზემოქმედება, რათა უფრო უკეთ აღვიქვად სხეულის მოქმედების წარმართველი შინაგანი ბუნებრივი ძალები. ხანგრძლივი და სწორად წარმართულიმეცადინეობის შემდეგ თქვენ გეუფლება ერთიანი შინაგანი მთლიანობის განწყობილება, სულისა და სხეულის ის ცნობილი ჰარმონიული ერთიანობა, რომელსაც აგრერიგად ესწრაფვოდა აღმოსავლეთში მცხოვრები ყველა ასკეტი და რომლის მისაღწევად მუშავდებოდა სხვადასხვა ხერხები: მედიტაცია, იოგათა სისტემა, სამხედრო ხელოვნება.
ფიზიკური: ყოველი მოძრაობა გააზრებულია არა მხოლოდ როგორც ბრძოლაში წარმატების მიღწევის საშუალება, არამედ ასევე როგორც სასიცოცხლო ენერგიის მოქმედებაში მომყვანი საშუალება. ადამიანის სხეული უნდა შეერწყას იმას, რასაც აკეთებს. ვარჯიშის შესრულებისას თავიდან უნდა ავიცდინოთ ყოველგვარი დაძაბულობა.
აუცილებელია ვიცოდეთ:
ღრმა სუნთქვა საჭიროებს გონების ძალისხმევას, ადამიანები არ სუნთქავენ სწორად. მათი სუნთქვა ნეკნთაშორისია, მაშინ როდესაც ნეი-შა ეფუძნება ბავშვის მსგავსად მუცლით სუნთქვას, სხეულის დიაფრაგმის აწევ - დაწევას ჰაერით განსაზღვრული შევსების დროს, ე.ი. ჩასუნთქვისას მოძრაობს მარტოოდენ მუცელი ისე თითქოს, მასში ბურთი იყოს ჩადებული, რომელიც ხან ავშებს და ხან უშვებს სხეულში ჰაერს, მაგრამ რომელიც არასოდეს არ ცარიელდება. მუცლით ჩასუნთქვისას ჩასუნთქული ჰაერის მოცულობა საკმაოდ დიდია, შესაბამისად გაუმჯობესებულია ჟანგბადის ცირკულაცია ორგანიზმში.
ადამიანის ორგანიძმის ცენტრალური ნაწილი, ეს გაგება საერთოა ყველა აზიური სისტემისათვის, წერტილი დან დენი (ანუ ში ჰაი „სუნთქვის ზღვა") ექვივალენტურია იაპონური „ტანდენ"-ის, რომელიც იმყოფება ჭიპის ქვემოთ (უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ სარწმუნოებაში სწორედ ამ ადგილს ასახელებენ სულისა და სხეულის შეერთების წერტილად -ევპატორი) და შეესაბამება ადამიანის სიმძიმის ფიზიკურ ცენტრს. როდესაც ლაპარაკობენ კუნგ ფუ ნეიშას ილეთების შესახებ, ხშირად ადარებენ მათ მედიტაციას მოძრაობაში თუნდაც იმიტომ, რომ სუნთქვის ტიპი იგივეა, რაც ძენ დენი იაპონელებთან.
ტექნიკა „ნეი შა"-ს ნებისმიერი მოძრაობა აღსავსეა სინარნარით და მოქნილობით, სხეული მოძრაობს მწყობრად, თითქოს მოძრაობა წყალქვეშ სრულდებოდეს, გამორიცხულია ყოველგვარი მკვეთრი, სწრაფი მოძრაობა, რადგან ისინი აფერხებენ ენერგიის წინდაწინ მობილიზებულ, თავისუფალ ცირკულაციას. ყოველი მოძრაობა ჰარმონიულადაა ჩაწნული მომდევნოში მცირეოდენი შეფერხებების გარეშე, ბალეტის მსგავსად. შესაბამისსად სახეზეა საბრძოლო „კუნგ ფუ"-ს მიზანთა მრავალფეროვნება.
მიზნები:
ვიბრირება სამყაროსთან: ეს უძველესი, ამჟამად დავიწყებული მოტივაციაა. ამ თვალსაძრისის მიხედვით განსახილველი მეცადინეობები წარმოადგენს, მხოლოდ და მხოლოდ გონებისა და სხეულის მაფორმირებელ, მათი, „ტალღების კოსმიურ სივრცეძე" მომართვისათვის საჭირო სწავლების შესავალ ნაწილს. სწორად მომზადებული ადამიანი სამყაროს ფარული სათავსია.
სამკურნალო ვარჯიშები: თერაპიულ შაშუალებებს ნემსთერაპიას, იაპონურ მოწვას და ა.შ. მიეკუთვნება ნეი შა-ც, რომელიც სწორი მუცლისმიერი სუნთქვის წყალობით ერწყმის ფიზიკურ ვარჯიშებს, თუმცა არასდროს არ სრულდება ქანცის გაცლამდე, ყოველივე ამის გამო უმჯობესდება სხეულის, ყველა, შინაგანი და გარეგანი ორგანოების მუშაობა.