EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« იაპონელი სამურაები და მათი წესები / Samurai »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-01 01:31:39
ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდო“ (武士道 ბუში-მეომარი დო-გზა ) ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“ (切腹), რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა. თუმცა ბუშიდოს კოდექსი მშვიდობიანობის პერიოდში დაიწერა და ამგვარად სამურაის როგორც მეომრის შესაძლებლობებს სრულად არ ასახავს.
“ჰაგაკურე” (თარგმანი იაპონ.- “ფოთლებქვეშ დამალული”) უმეტესწილად მონოლოგის ფორმითაა დაწერილი და გარკვეულწილად კოდექსის სახე აქვს. მასში მსჯელობა საკითხზე მხოლოდ საკითხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მიმდინარეობს, მასში არა არის კრიტიკული დამოკიდებულება პოსტულატებისადმი და მათი მრავალმხრივი შეფასება, როგორც ეს დასავლურ–ქრისტიანულ ტრადიციაში გვხვდება. ჰაგაკურე არის წერილობითი კანონი მეომართათვის.
ამ კანონების ნაკრები საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროს მიმოიხილავს და აყალიბებს მეომრის (იაპონელი მეომრის) ქცევას საზოგადოებაში, მის მოვალეობებს, უფლებებს და დანიშნულებას საზოგადოებაში.
სწორედ ამ წიგნის არსებობამ აქცია ტრადიციად ბატონი-ვასალის ურთიერთობების განვითარება და დაცვა იაპონურ კულტურაში. უფროსისადმი სრული მორჩილება, მისი ერთგულება, მისთვის თავგანწირვა მებრძოლთა უპირველეს ფუნქციად იქცა და საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობების მთავარ პრინციპად ჩამოყალიბდა.
ჰარაკირის ან სეპუკუს დროს, როდესაც სამურაი თვითმკვლელობით ასრულებდა სიცოცხლეს, მიღებული იყო და აუცილებელიც გარკვეული ცერემონიული რიტუალის ჩატარება: სიკვდილისათვის გამზადებული მებრძოლი აქტამდე სვამდა ერთ ჭიქა საკეს (ბრინჯის ღვინო), ამბობდა თავის საბოლოო ტანკას (ხუთტაეპიან ლექსს) და შემდეგ გადადიოდა დანაზე (ვაკიძაში), რომლითაც თვითმკვლელობა სრულდებოდა.
სეპუკუს რიტუალის აუცილებელი მონაწილე იყო კაიშაკუ, ანუ “მეორე”, ადამიანი, რომელიც როგორც წესი თვითმკვლელის უახლოესი მეგობარი იყო და რომელსაც წამების შესამსუბუქებლად სასიკვდილოდ დაჭრილი სამურაისათვის თავის მოკვეთა ევალებოდა. უცნაური დეტალია, მაგრამ მაინც გვინდა აღვნიშნოთ: სამურაის ჰარაკირის დროს მოეთხოვებოდა ღირსეულად შეხვედროდა სიკვდილს და ამისათვის მას უნდა გაეთვალისწინებინა ერთი წესი: თვითმკვლელს, მუცლის ღრუს გაჭრის შემდეგ უნდა მიეღო კაიშაკუსათვის მოხერხებული პოზა(!) იგი წინ უნდა გადახრილიყო, რათა თავის მოკვეთისას არტერიიდან მომდინარე სისხლს გარშემო ყველაფერი არ დაესვარა, ხოლო მოკვეთილი თავი წინ გადავარდნილიყო.
ეს სასტიკი მომენტები და ასეთი წესი კარგ ტონად ითვლებოდა და ძირითადად მაღალი რანგის მებრძოლებისათვის იყო აუცილებელი. სეპუკუს ურთულეს და ყველაზე საპატიო ფორმად ითვლებოდა “ძიუ–მონძი” გირი ანუ მუცლის ჭრა იაპონური იეროგლიფის “ძიუს” (ათი) ფორმით (十 – იაპონური ტრადიცული “კანჯი”, რიცხვი 10–სათვის). ეს ჭრა სრულდებოდა შემდეგნაირად: პირველი ჭრა ხდებოდა ჰორიზონტულ სიბრტყეში, შემდეგ დანა გამოჰქონდათ სხეულიდან და მეორე ჭრა სრულდებოდა ცენტრიდან (ჰარა) ვერტიკალზე ზევით.
ისტორია მოგვითხრობს, რომ ბოლო სამურაი ვინც ძუმონძი გირი აღასრულა, იყო გენერალი მარესუკე ნოგი. რუსეთ–იაპონიის ომის გმირი, ამომავალი მზის ორდენის კავალერი, რომელიც 1912 წელს, იმპერატორ მუცუჰიტოს (მეიძის) სიკვდილის შემდეგ, სეპუკუს მეშვეობით მიჰყვა თავის ბატონს. ჟამთაღმწერი ამბობს, რომ გენერალმა “ძუმონძი გირის” შესრულების შემდეგ უნიფორმის ღილები შეიკრა და ისე დაელოდა კაიშაკუს მოქნეულ ხმალს. გენერალმა თავის გამოსათხოვარ წერილში, ბოდიში მოუხადა ყველა იაპონელ ჯარისკაცს, რომლებიც პორტ–არტურის ალყის დროს დაიღუპნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გენერალ ნოგის მეუღლემ კისერი გადაიჭრა და ქმართან ერთად მოიკლა თავი.
სამურაებს შეეძლოთ სეპუკუს მარტივი ფორმა აერჩიათ ან უბრალოდ არტერიის გადაჭრით მოესწრაფებინათ სიცოცხლე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიზანმიმართულად არასოდეს მომხდარა სამურაების კოდექსის სისტემატიზაცია სახელმძღვანელოდ ან კანონების კრებულად. მაგრამ ამას არ შეუმცირებია ჰაგაკურეში ჩამოყალიბებული ბუშიდოს სულის გავლენა იაპონელი მებრძოლების თაობებზე.
სამურაები როგორც წესი გლეხობისა და მომსახურეთა ფენიდან მოდიოდნენ და მათი მთავარი დანიშნულება ბატონისადმი უსაზღვრო ერთგულება იყო. დროთა განმავლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებამ და ტოკუგავას პერიოდის (1608–1867 წწ.) შედარებითმა სიმშვიდემ სხვა მოთხოვნები წაუყენა ტრადიციულ მებრძოლთა კასტას – საჭირო გახდა ჩინური ენის, დამწერლობის, საუბრის ხელოვნების შესწავლა, სხვაგვარად მეომართა სამსახურებრივ კიბეზე ზესვლა, პრივილეგიების მიღება და გამდიდრება გამორიცხული იყო. ამის გამო სამურაების გვარები შუა საუკუნეების ტრადიციულ კულტურას და რელიგიას ეზიარნენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იაპონიის საზოგადოების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა ბუდიზმმა, რომელიც VI საუკუნიდან შემოდის იაპონიის კულტურაში და თვითსრულყოფის იდეალებს ამკვიდრებს მეომართა ფენაში. ამ დროიდან XVII საუკუნის ჩათვლით, როდესაც იაპონია თვითიზოლაციის გზას დაადგა (1603 წ. – სიოგუნ ტოკუგავა იეიასუს – 徳川 家康, მმართველობის პერიოდი) და ქვეყანას სულიერი და მატერიალური პრობლემები გაუჩნდა, სამურაებისათვის ცოდნის წყურვილი, საკუთარი თავის სრულყოფისადმი სწრაფვა მათ აუცილებელ მოთხოვნილებად ჩამოყალიბდა, ხოლო საბრძოლო “გზაზე” სიარული ბრძოლის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიური პედანტური ვარჯიშით გამოიხატა, რამაც საბოლოოდ მედიტაციის ფორმა მიიღო და სრულყოფილების მწვერვალზე ავიდა (ავტორი გთავაზობთ ისტორიულ პარალელს შუა საუკუნეების საფრანგეთთან, იტალიასთან ესპანეთთან, არაბულ სახელმწიფოებთან, საქართველოს სამეფოსთან, სადაც არისტოკრატთა ოჯახებში და საბრძოლო სკოლებში ხმლით, დაშნით, რაპირით ფარიკაობის განვითარება და სრულყოფა მიმდინარეობდა).
პერფექციონიზმი, ანუ სრული დახვეწა, სამურაებისათვის სასიცოცხლო მოთხოვნილებად ყალიბდება. გარდა საკითხის წმინდა ფილოსოფიურ-ესთეტიკური ასპექტისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბუნებრივი გადარჩევის პროცესი (ობიექტურად საუკეთესოს – საუკეთესო ხვედრი “უმაღლესი ხელისუფლისაგან”), ძლიერ იმპულსს აძლევდა ბუშიდოს მიმდევართ (ანუ “მებრძოლის გზაზე შემდგართ”). ამის დასტურია ტერმინები “მუშა-შუგიო” – მებრძოლის საგმირო საქმეების გზა, პილიგრიმაჟი, “გირი” – სამურაის ვალდებულება, “გუნპაი” – ბრძოლის სიხარული, ბრძოლის ბედნიერება და სხვა.
XIX საუკუნის ბოლოს, ბურჟუაზულმა ეპოქამ სამურაები კვლავ საზოგადოების ავანგარდში ჩააყენა – ისინი თავის თავზე იღებენ სავაჭრო-სამრეწველო კორპორაციების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მართვას. ეროვნული პატივმოყვარეობა, საქმისადმი თითქმის ფანატიკური ერთგულება, ისტორიულად ჩამოყალიბებული და მამა–პაპათგან გენეტიკურად გადმოცემული პასუხისმგებლობის გრძნობა, სამშობლოს მონარქისტული მოწყობის იდეა, სადაც მამა შვილს (მათ შორის იმპერატორი, თავადი, აზნაური) გადასცემს თავის ნამოღვაწარს, შეადგენს იმ იაპონური სასწაულის შემადგენელ ელემენტებს, რომლითაც დღესაც გაკვირვებულია მსოფლიო. იაპონია დღემდე არის ის ქვეყანა და საზოგადოება, სადაც პასუხისმგებლობა და გარკვეულ სფეროში მოღვაწეობა სტაბილურად ერთ გვარს, კლანს, ჯგუფს და ოჯახს მოეკითხება.
გუნდურობის პრინციპი, საზოგადოდ იაპონური კულტურისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. იაპონიაში, გუნდი ან ჯგუფი (“გუ-მი”, იაპონ. – კლასი, ჯგუფი, პარტია), როგორც ერთეული, საზოგადოების ნებისმიერ დონეზე, მისი მოწყობის ცენტრალური კონცეფციაა. გუნდი, ჯგუფი შეიძლება იყოს კლანი, ოჯახი, სავაჭრო გაერთიანება, ფირმა, სამეზობლო, ეკონომიკური ფენა და სხვა. უცხოებს, ან სხვაგვარად, სხვებს, არ ენდობიან. სარეკომენდაციო წერილები მეგობრებისა და ჯგუფის წევრებისაგან ბარიერის გადალახვისა და ჯგუფში მიღების აუცილებელი პირობას და ერთადერთ წესს წარმოადგენს.
იაპონიის კუნძულებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისათვის ტრადიციული ბრინჯის კულტურის გამოჩენამ და კულტივაციამ მუშა-ხელის ცენტრალიზაციისა და მართვის აუცილებლობა გამოიწვია. ბრინჯის კულტურა ინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს, რომელსაც სამუშაო ძალის დიდი რაოდენობა ესაჭიროება, მუშახელის ერთ ადგილზე კონცენტრაცია კი აუცილებელს ხდის მის სწორ ორგანიზებას და რაციონალიზაციას. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გუნდურობისა და საზოგადოებაში იერარქიის არსებობის აუცილებლობის იაპონური (ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური) მოდელი, რომელიც დღესაც იაპონური საზოგადოების ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს.
იაპონიის ტერიტორიის 70%-მდე მთებსა და ტყეებს უჭირავთ და კუნძულების საერთო ფართობის მხოლოდ 20-25%-ია მიწათმოქმედებისათვის ვარგისიანი. ბუნებრივი მიზეზებით შეზღუდული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან, უბრალოდ, მეტ-ნაკლებად გამოსადეგი მიწისათვის ბრძოლა კუნძულელთა ცხოვრების ნაწილად იქცა. მმართველი კლანები და დინასტიები იძულებულნი იყვნენ კუთვნილი ტერიტორიები და საკუთარი ოჯახი დაეცვათ მომხდურისაგან, რომელსაც ასევე ტერიტორიის გაფართოება ჰქონდა მიზნად დასახული. ამ ისტორიულმა აუცილებლობამ შვა მებრძოლთა ძლიერი კლასი (ბუში, სამურაი), რომელიც XIX საუკუნის ბოლომდე განაპირობებდა იაპონიის ისტორიას, ყოველდღიურ ცხოვრებას, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს.
ინდივიდი ჯგუფს ექვემდებარება, მისი მოთხოვნები და სურვილები შეიძლება მხოლოდ ჯგუფის კეთილდეობის საფუძველზე დაკმაყოფილდეს. რაც სასიკეთოა ჯგუფისათვის, ის სასიკეთოა ინდივიდისათვის. ეს ხშირად გამოიხატება სხვაგვარადაც, როდესაც ჯგუფის წევრის საქციელი, ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ხდება.
სოციალური ჯგუფების იდენტიფიკაცია და მნიშვნელობა განსხვავებულია დასავლურისაგან, ჯგუფურობა საზოგადოებრივი პირამიდის წვერიდან მის ძირამდე არსებობს და ჯგუფის შიდა სტრატიფიკაცია მხოლოდ ჯგუფის საქმეა. იაპონურ საზოგადოებაში ძალიან იშვიათად გვხვდებიან “თანაბარნი”, იქ “ვიღაც” ყოველთვის სხვაზე მაღლა ან დაბლა დგას. “ჰაგაკურე” და ე.წ. “ბუშიდოს კოდექსი” თავისი იდეოლოგიით საზოგადოების მკაცრი სტრატიფიკაციის ნორმებს ასახავენ და დროში ცვალებადი სტატუსების წესს უარყოფენ.
ზემოთხსენებულის გააზრება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივუახლოვდეთ “იაპონური გამოცანების” სწორ პასუხებს, ვიგრძნოთ რა არის “იაპონური ეკონომიკური სასწაულის” საფუძველი, იაპონელთა დაუშრეტელი ენერგიის წყარო – “ბუშიდოს პრინციპი”, რომლის საფუძვლები და პოტენციალი ჯერ კიდევ ტოკუგავას აბსოლუტისტური მმართველობის პერიოდში, “ჰაგაკურეში” და სხვა მსგავს ძეგლებში იყო გათვალისწინებული ექსტრემალური გარემოს მქონე იაპონიის კუნძულების მცხოვრებთა მომავალი თაობებისათვის.
ამ უნიკალურ ლიტერატურულ ნაწარმოებში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია: ღირსებაზე, სიკვდილზე, სიმამაცეზე, ბატონის (უფროსის) ერთგულებაზე, თვითსრულყოფაზე. “ჰაგაკურე” გვასწავლის: “სიცოცხლის დაკარგვა შეიძლება, პატიოსნებისა კი – არასოდეს”. სამურაის სიტყვა მიიღებოდა ყოველგვარი წერილობითი თუ მატერიალური გარანტიის გარეშე. სამურაის მიერ ფიცის დადება ღირსების შელახვას წარმოადგენდა. ღირსების ასეთი გაგება აისახა იაპონურ ენაშიც. მასში არ არსებობს სიტყვა “სიცრუე”, არის სიტყვა “უ-სო”, რომელიც “არასიმართლეს”, ან ფაქტის უარყოფას აღნიშნავს(!)
“ჰაგაკურეს” მიხედვით ღირსება ციდან ბოძებული საჩუქარი არ არის, იგი თავად უნდა გამოაწრთო, იმუშავო მის დასამსახურებლად, სამურაის მუდმივად უნდა ეწრთო საკუთარი სხეული და სული, მუდამ მზად უნდა ყოფილიყო თავგანწირვისათვის.
ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში (“წითელი მზე”, რეჟ. ტერენს იანგი, 1972 წ.), რომელშიც XX საუკუნის იაპონიის სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ტოშირო მიფუნე, ტოკუგავას ეპოქის დაისის, XIX საუკუნის 60-იანი წლების, აშშ-ში იაპონიის საელჩოს თანამშრომელ-სამურაის ასახიერებს ველურ დასავლეთში. მთავარი გმირი – კუროდა (ძიუ-ძუცუს ერთ-ერთი ტრადიციული სკოლის დამაარსებელი დინასტია) თავის ამერიკელ ოპონენტსა და კოლეგას (მსახიობ ჩარლზ ბრონსონის გმირი) ეუბნება:
“იაპონიაში ახალი ეპოქა მოდის, მალე სამურაები ტრადიციულ ხმალს გვერდზე გადადებენ და მრეწველები, ფერმერები და ჩინოვნიკები გახდებიან; შესაძლებელია ჩემი მისია ბოლო იყოს ჩემი გვარის სამურაისათვის, რაც ჩემთვის უდიდესი მოვალეობა და მადლია”.
მიფუნეს გმირს თავის უფროსისათვის სიტყვა აქვს მიცემული, რომ თუ იგი მიკადოს (იმპერატორის) მოპარულ ხმალს ვერ დააბრუნებს, მაშინ ჰარაკირით დაამთავრებს სიცოცხლეს. ამ სიტყვებში გამოხატულია იაპონელი მებრძოლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი მიზანი – უფროსისადმი და საქმისადმი აბსოლუტური მორჩილება, რომელიც ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.
ფეოდალური გვარების მიერ წინამორბედთა ცოდნის მომავალი თაობებისათვის გადაცემისას, საბრძოლო სისტემა ახალი საბრძოლო ელემენტებით მდიდრდებოდა, რომელთაც პრაქტიკული დანიშნულების გარდა თან ახლდა იაპონიის მმართველი ფენების ეტიკეტი და ტრადიციები. ამ კულტუროლოგიულმა ფუნქციამ ეს საბრძოლო სისტემები დღემდე თითქმის უცვლელი სახით შემოინახა. თანამედროვე იაპონიის ცხოვრებაში ეს სისტემები დღესაც დიდ როლს თამაშობს – ფართოდ გამოიყენება იაპონიის ჯარში, პოლიციაში, სკოლაში. საბრძოლო სისტემების ახალგაზრდობისათვის სწავლება განათლების პროცესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოდგენს.
"ჰაგაკურე" (თარგმანი იაპონ.- "ფოთლებქვეშ დამალული") უმეტესწილად მონოლოგის ფორმითაა დაწერილი და გარკვეულწილად კოდექსის სახე აქვს. მასში მსჯელობა საკითხზე მხოლოდ საკითხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მიმდინარეობს, მასში არა არის კრიტიკული დამოკიდებულება პოსტულატებისადმი და მათი მრავალმხრივი შეფასება, როგორც ეს დასავლურ–ქრისტიანულ ტრადიციაში გვხვდება. ჰაგაკურე არის წერილობითი კანონი მეომართათვის.
ამ კანონების ნაკრები საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროს მიმოიხილავს და აყალიბებს მეომრის (იაპონელი მეომრის, ბ. ჩ.) ქცევას საზოგადოებაში, მის მოვალეობებს, უფლებებს და დანიშნულებას საზოგადოებაში.
სწორედ ამ წიგნის არსებობამ აქცია ტრადიციად ბატონი-ვასალის ურთიერთობების განვითარება და დაცვა იაპონურ კულტურაში. უფროსისადმი სრული მორჩილება, მისი ერთგულება, მისთვის თავგანწირვა მებრძოლთა უპირველეს ფუნქციად იქცა და საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობების მთავარ პრინციპად ჩამოყალიბდა.
ჰარაკირის ან სეპუკუს დროს, როდესაც სამურაი თვითმკვლელობით ასრულებდა სიცოცხლეს, მიღებული იყო და აუცილებელიც გარკვეული ცერემონიული რიტუალის ჩატარება: სიკვდილისათვის გამზადებული მებრძოლი აქტამდე სვამდა ერთ ჭიქა საკეს (ბრინჯის ღვინო), ამბობდა თავის საბოლოო ტანკას (ხუთტაეპიან ლექსს) და შემდეგ გადადიოდა დანაზე (ვაკიძაში), რომლითაც თვითმკვლელობა სრულდებოდა.
სეპუკუს რიტუალის აუცილებელი მონაწილე იყო კაიშაკუ, ანუ "მეორე", ადამიანი, რომელიც როგორც წესი თვითმკვლელის უახლოესი მეგობარი იყო და რომელსაც წამების შესამსუბუქებლად სასიკვდილოდ დაჭრილი სამურაისათვის თავის მოკვეთა ევალებოდა. უცნაური დეტალია, მაგრამ მაინც გვინდა აღვნიშნოთ: სამურაის ჰარაკირის დროს მოეთხოვებოდა ღირსეულად შეხვედროდა სიკვდილს და ამისათვის მას უნდა გაეთვალისწინებინა ერთი წესი: თვითმკვლელს, მუცლის ღრუს გაჭრის შემდეგ უნდა მიეღო კაიშაკუსათვის მოხერხებული პოზა(!) იგი წინ უნდა გადახრილიყო, რათა თავის მოკვეთისას არტერიიდან მომდინარე სისხლს გარშემო ყველაფერი არ დაესვარა, ხოლო მოკვეთილი თავი წინ გადავარდნილიყო.
ეს სასტიკი მომენტები და ასეთი წესი კარგ ტონად ითვლებოდა და ძირითადად მაღალი რანგის მებრძოლებისათვის იყო აუცილებელი. სეპუკუს ურთულეს და ყველაზე საპატიო ფორმად ითვლებოდა "ძიუ–მონძი" გირი ანუ მუცლის ჭრა იაპონური იეროგლიფის "ძიუს" (ათი) ფორმით (十 – იაპონური ტრადიცული "კანჯი", რიცხვი 10–სათვის). ეს ჭრა სრულდებოდა შემდეგნაირად: პირველი ჭრა ხდებოდა ჰორიზონტულ სიბრტყეში, შემდეგ დანა გამოჰქონდათ სხეულიდან და მეორე ჭრა სრულდებოდა ცენტრიდან (ჰარა) ვერტიკალზე ზევით.
ისტორია მოგვითხრობს, რომ ბოლო სამურაი ვინც ძუმონძი გირი აღასრულა, იყო გენერალი მარესუკე ნოგი. რუსეთ–იაპონიის ომის გმირი, ამომავალი მზის ორდენის კავალერი, რომელიც 1912 წელს, იმპერატორ მუცუჰიტოს (მეიძის) სიკვდილის შემდეგ, სეპუკუს მეშვეობით მიჰყვა თავის ბატონს. ჟამთაღმწერი ამბობს, რომ გენერალმა "ძუმონძი გირის" შესრულების შემდეგ უნიფორმის ღილები შეიკრა და ისე დაელოდა კაიშაკუს მოქნეულ ხმალს. გენერალმა თავის გამოსათხოვარ წერილში, ბოდიში მოუხადა ყველა იაპონელ ჯარისკაცს, რომლებიც პორტ–არტურის ალყის დროს დაიღუპნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გენერალ ნოგის მეუღლემ კისერი გადაიჭრა და ქმართან ერთად მოიკლა თავი.
სამურაებს შეეძლოთ სეპუკუს მარტივი ფორმა აერჩიათ ან უბრალოდ არტერიის გადაჭრით მოესწრაფებინათ სიცოცხლე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიზანმიმართულად არასოდეს მომხდარა სამურაების კოდექსის სისტემატიზაცია სახელმძღვანელოდ ან კანონების კრებულად. მაგრამ ამას არ შეუმცირებია ჰაგაკურეში ჩამოყალიბებული ბუშიდოს სულის გავლენა იაპონელი მებრძოლების თაობებზე.
სამურაები როგორც წესი გლეხობისა და მომსახურეთა ფენიდან მოდიოდნენ და მათი მთავარი დანიშნულება ბატონისადმი უსაზღვრო ერთგულება იყო. დროთა განმავლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებამ და ტოკუგავას პერიოდის (1608–1867 წწ.) შედარებითმა სიმშვიდემ სხვა მოთხოვნები წაუყენა ტრადიციულ მებრძოლთა კასტას - საჭირო გახდა ჩინური ენის, დამწერლობის, საუბრის ხელოვნების შესწავლა, სხვაგვარად მეომართა სამსახურებრივ კიბეზე ზესვლა, პრივილეგიების მიღება და გამდიდრება გამორიცხული იყო. ამის გამო სამურაების გვარები შუა საუკუნეების ტრადიციულ კულტურას და რელიგიას ეზიარნენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იაპონიის საზოგადოების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა ბუდიზმმა, რომელიც VI საუკუნიდან შემოდის იაპონიის კულტურაში და თვითსრულყოფის იდეალებს ამკვიდრებს მეომართა ფენაში. ამ დროიდან XVII საუკუნის ჩათვლით, როდესაც იაპონია თვითიზოლაციის გზას დაადგა (1603 წ. - სიოგუნ ტოკუგავა იეიასუს - 徳川 家康, მმართველობის პერიოდი) და ქვეყანას სულიერი და მატერიალური პრობლემები გაუჩნდა, სამურაებისათვის ცოდნის წყურვილი, საკუთარი თავის სრულყოფისადმი სწრაფვა მათ აუცილებელ მოთხოვნილებად ჩამოყალიბდა, ხოლო საბრძოლო "გზაზე" სიარული ბრძოლის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიური პედანტური ვარჯიშით გამოიხატა, რამაც საბოლოოდ მედიტაციის ფორმა მიიღო და სრულყოფილების მწვერვალზე ავიდა (ავტორი გთავაზობთ ისტორიულ პარალელს შუა საუკუნეების საფრანგეთთან, იტალიასთან ესპანეთთან, არაბულ სახელმწიფოებთან, საქართველოს სამეფოსთან, სადაც არისტოკრატთა ოჯახებში და საბრძოლო სკოლებში ხმლით, დაშნით, რაპირით ფარიკაობის განვითარება და სრულყოფა მიმდინარეობდა).
პერფექციონიზმი, ანუ სრული დახვეწა, სამურაებისათვის სასიცოცხლო მოთხოვნილებად ყალიბდება. გარდა საკითხის წმინდა ფილოსოფიურ-ესთეტიკური ასპექტისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბუნებრივი გადარჩევის პროცესი (ობიექტურად საუკეთესოს - საუკეთესო ხვედრი "უმაღლესი ხელისუფლისაგან"), ძლიერ იმპულსს აძლევდა ბუშიდოს მიმდევართ (ანუ "მებრძოლის გზაზე შემდგართ"). ამის დასტურია ტერმინები "მუშა-შუგიო" - მებრძოლის საგმირო საქმეების გზა, პილიგრიმაჟი, "გირი" - სამურაის ვალდებულება, "გუნპაი" - ბრძოლის სიხარული, ბრძოლის ბედნიერება და სხვა.
XIX საუკუნის ბოლოს, ბურჟუაზულმა ეპოქამ სამურაები კვლავ საზოგადოების ავანგარდში ჩააყენა - ისინი თავის თავზე იღებენ სავაჭრო-სამრეწველო კორპორაციების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მართვას. ეროვნული პატივმოყვარეობა, საქმისადმი თითქმის ფანატიკური ერთგულება, ისტორიულად ჩამოყალიბებული და მამა–პაპათგან გენეტიკურად გადმოცემული პასუხისმგებლობის გრძნობა, სამშობლოს მონარქისტული მოწყობის იდეა, სადაც მამა შვილს (მათ შორის იმპერატორი, თავადი, აზნაური) გადასცემს თავის ნამოღვაწარს, შეადგენს იმ იაპონური სასწაულის შემადგენელ ელემენტებს, რომლითაც დღესაც გაკვირვებულია მსოფლიო. იაპონია დღემდე არის ის ქვეყანა და საზოგადოება, სადაც პასუხისმგებლობა და გარკვეულ სფეროში მოღვაწეობა სტაბილურად ერთ გვარს, კლანს, ჯგუფს და ოჯახს მოეკითხება,
გუნდურობის პრინციპი, საზოგადოდ იაპონური კულტურისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. იაპონიაში, გუნდი ან ჯგუფი ("გუ-მი", იაპონ. - კლასი, ჯგუფი, პარტია), როგორც ერთეული, საზოგადოების ნებისმიერ დონეზე, მისი მოწყობის ცენტრალური კონცეფციაა. გუნდი, ჯგუფი შეიძლება იყოს კლანი, ოჯახი, სავაჭრო გაერთიანება, ფირმა, სამეზობლო, ეკონომიკური ფენა და სხვა. უცხოებს, ან სხვაგვარად, სხვებს, არ ენდობიან. სარეკომენდაციო წერილები მეგობრებისა და ჯგუფის წევრებისაგან ბარიერის გადალახვისა და ჯგუფში მიღების აუცილებელი პირობას და ერთადერთ წესს წარმოადგენს.
იაპონიის კუნძულებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისათვის ტრადიციული ბრინჯის კულტურის გამოჩენამ და კულტივაციამ მუშა-ხელის ცენტრალიზაციისა და მართვის აუცილებლობა გამოიწვია. ბრინჯის კულტურა ინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო კულტურას წარმოადგენს, რომელსაც სამუშაო ძალის დიდი რაოდენობა ესაჭიროება, მუშახელის ერთ ადგილზე კონცენტრაცია კი აუცილებელს ხდის მის სწორ ორგანიზებას და რაციონალიზაციას. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გუნდურობისა და საზოგადოებაში იერარქიის არსებობის აუცილებლობის იაპონური (ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური) მოდელი, რომელიც დღესაც იაპონური საზოგადოების ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს.
იაპონიის ტერიტორიის 70%-მდე მთებსა და ტყეებს უჭირავთ და კუნძულების საერთო ფართობის მხოლოდ 20-25%-ია მიწათმოქმედებისათვის ვარგისიანი. ბუნებრივი მიზეზებით შეზღუდული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ან, უბრალოდ, მეტ-ნაკლებად გამოსადეგი მიწისათვის ბრძოლა კუნძულელთა ცხოვრების ნაწილად იქცა. მმართველი კლანები და დინასტიები იძულებულნი იყვნენ კუთვნილი ტერიტორიები და საკუთარი ოჯახი დაეცვათ მომხდურისაგან, რომელსაც ასევე ტერიტორიის გაფართოება ჰქონდა მიზნად დასახული. ამ ისტორიულმა აუცილებლობამ შვა მებრძოლთა ძლიერი კლასი (ბუში, სამურაი), რომელიც XIX საუკუნის ბოლომდე განაპირობებდა იაპონიის ისტორიას, ყოველდღიურ ცხოვრებას, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს.
ინდივიდი ჯგუფს ექვემდებარება, მისი მოთხოვნები და სურვილები შეიძლება მხოლოდ ჯგუფის კეთილდეობის საფუძველზე დაკმაყოფილდეს. რაც სასიკეთოა ჯგუფისათვის, ის სასიკეთოა ინდივიდისათვის. ეს ხშირად გამოიხატება სხვაგვარადაც, როდესაც ჯგუფის წევრის საქციელი, ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ხდება.
სოციალური ჯგუფების იდენტიფიკაცია და მნიშვნელობა განსხვავებულია დასავლურისაგან, ჯგუფურობა საზოგადოებრივი პირამიდის წვერიდან მის ძირამდე არსებობს და ჯგუფის შიდა სტრატიფიკაცია მხოლოდ ჯგუფის საქმეა. იაპონურ საზოგადოებაში ძალიან იშვიათად გვხვდებიან "თანაბარნი", იქ "ვიღაც" ყოველთვის სხვაზე მაღლა ან დაბლა დგას. "ჰაგაკურე" და ე.წ. "ბუშიდოს კოდექსი" თავისი იდეოლოგიით საზოგადოების მკაცრი სტრატიფიკაციის ნორმებს ასახავენ და დროში ცვალებადი სტატუსების წესს უარყოფენ.
ზემოთხსენებულის გააზრება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივუახლოვდეთ "იაპონური გამოცანების" სწორ პასუხებს, ვიგრძნოთ რა არის "იაპონური ეკონომიკური სასწაულის" საფუძველი, იაპონელთა დაუშრეტელი ენერგიის წყარო - "ბუშიდოს პრინციპი", რომლის საფუძვლები და პოტენციალი ჯერ კიდევ ტოკუგავას აბსოლუტისტური მმართველობის პერიოდში, "ჰაგაკურეში" და სხვა მსგავს ძეგლებში იყო გათვალისწინებული ექსტრემალური გარემოს მქონე იაპონიის კუნძულების მცხოვრებთა მომავალი თაობებისათვის.
ამ უნიკალურ ლიტერატურულ ნაწარმოებში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია: ღირსებაზე, სიკვდილზე, სიმამაცეზე, ბატონის (უფროსის) ერთგულებაზე, თვითსრულყოფაზე. "ჰაგაკურე" გვასწავლის: "სიცოცხლის დაკარგვა შეიძლება, პატიოსნებისა კი - არასოდეს". სამურაის სიტყვა მიიღებოდა ყოველგვარი წერილობითი თუ მატერიალური გარანტიის გარეშე. სამურაის მიერ ფიცის დადება ღირსების შელახვას წარმოადგენდა. ღირსების ასეთი გაგება აისახა იაპონურ ენაშიც. მასში არ არსებობს სიტყვა "სიცრუე", არის სიტყვა "უ-სო", რომელიც "არასიმართლეს", ან ფაქტის უარყოფას აღნიშნავს(!)
"ჰაგაკურეს" მიხედვით ღირსება ციდან ბოძებული საჩუქარი არ არის, იგი თავად უნდა გამოაწრთო, იმუშავო მის დასამსახურებლად, სამურაის მუდმივად უნდა ეწრთო საკუთარი სხეული და სული, მუდამ მზად უნდა ყოფილიყო თავგანწირვისათვის.
ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში ("წითელი მზე", რეჟ. ტერენს იანგი, 1972 წ.), რომელშიც XX საუკუნის იაპონიის სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ტოშირო მიფუნე, ტოკუგავას ეპოქის დაისის, XIX საუკუნის 60-იანი წლების, აშშ-ში იაპონიის საელჩოს თანამშრომელ-სამურაის ასახიერებს ველურ დასავლეთში. მთავარი გმირი - კუროდა (ძიუ-ძუცუს ერთ-ერთი ტრადიციული სკოლის დამაარსებელი დინასტია) თავის ამერიკელ ოპონენტსა და კოლეგას (მსახიობ ჩარლზ ბრონსონის გმირი) ეუბნება:
“იაპონიაში ახალი ეპოქა მოდის, მალე სამურაები ტრადიციულ ხმალს გვერდზე გადადებენ და მრეწველები, ფერმერები და ჩინოვნიკები გახდებიან; შესაძლებელია ჩემი მისია ბოლო იყოს ჩემი გვარის სამურაისათვის, რაც ჩემთვის უდიდესი მოვალეობა და მადლია”.
მიფუნეს გმირს თავის უფროსისათვის სიტყვა აქვს მიცემული, რომ თუ იგი მიკადოს (იმპერატორის) მოპარულ ხმალს ვერ დააბრუნებს, მაშინ ჰარაკირით დაამთავრებს სიცოცხლეს. ამ სიტყვებში გამოხატულია იაპონელი მებრძოლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი მიზანი - უფროსისადმი და საქმისადმი აბსოლუტური მორჩილება, რომელიც ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.
ფეოდალური გვარების მიერ წინამორბედთა ცოდნის მომავალი თაობებისათვის გადაცემისას, საბრძოლო სისტემა ახალი საბრძოლო ელემენტებით მდიდრდებოდა, რომელთაც პრაქტიკული დანიშნულების გარდა თან ახლდა იაპონიის მმართველი ფენების ეტიკეტი და ტრადიციები. ამ კულტუროლოგიულმა ფუნქციამ ეს საბრძოლო სისტემები დღემდე თითქმის უცვლელი სახით შემოინახა. თანამედროვე იაპონიის ცხოვრებაში ეს სისტემები დღესაც დიდ როლს თამაშობს - ფართოდ გამოიყენება იაპონიის ჯარში, პოლიციაში, სკოლაში. საბრძოლო სისტემების ახალგაზრდობისათვის სწავლება განათლების პროცესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოდგენს.
იაპონიის ისტორია მრავალ ათასწლეულს მოიცავს და ქვეყნის განსაკუთრებული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გამო შეიძლება ითქვას, რომ მიწისა და ძალაუფლებისათვის ხანგრძლივი ომების ისტორიას წარმოადგენს.