EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტანგსუ-დო - კორეული საბრძოლო ხელოვნება »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-01 21:17:08
კარეული საბრძოლო ხელოვნებებიდან ყველაზე ცნობილაი ტაეკვონ-დო. დანარჩენი საბრძოლო ხელოვნებები ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ - არანაკლებ ეფექტური.
ერთ-ერთი ასეთი საბრძოლო ხელოვნებაა - ტანგსუ-დო. ამ სკოლაში ძირითადად გამოიყენება ფეხით დარტყმები თავის არეში, არის ფორმალური კომპლექსები, ტესტები ჩამტვრევებზე, ჩავლებები, ნახტომში დარტყმები ფეხით და ა.შ.
არანაკლებ საინტერესო საბრძოლო სკოლაა კუქსული. ეს სტილი შექმნა ოსტატმა სო ინხოკმა 50-იანი წლების ბოლოს. ოსტატი სო ინხოკის ისტყვებით კუქსულში შევიდა 31 კორეული სტილის ტექნიკა. ამ სკოლაში წრიული მოძრაობები ნაკლებია, ჭარბობს ხელით დარტყმები, არის ტექნიკა მუხლებზე და პარტერში, იარაღებიდან გამოიყენება ხელჯოხი, ჭოკი, ხმალი, რკინის მარაო და ხანჯალი.
საკმაოდ ეფექტური კორეული საბრძოლო ხელოვნებაა ხვარანგ-დო. ეს სტილი შეიმუშავა ოსტატმა ლი ბანჯუმ. ხვარანგ-დოს ტექნიკა ახლოს არის ჰაპკიდოსთან. აქ დიდი ყურადღება ენიჭება გდებებს. განვითარებულია თავდაცვის სისტემა გდების შემდეგ - გაკავებითი ტექნიკა, სუსტ წერტილებზე შეტევები. გამოიყენება იარაღები - ჭოკი, დანა, ხელკეტი, მოკლე ჯოხი.
ოსტატმა მენ ჯებოკმა შეიმუშავა ახალი სტილი - ხვეჯონ მოსული ჰაპკიდოს ბაზაზე. დარტყმებიდან ხშირად გამოიყენება დარტყმები ხელის გულით, ხელის მტევნის უკანა ნაწილით, იდაყვით და ა.შ. ხვეჯონი ნიშნავს ტრიალს. ამ სტილში ბევრია ტრიალი და ფეხით დარტყმები, რომლებიც სრულდება სწორხაზოვნად და ტაეკვონ-დოს მოგვაგონებს.
ერთ-ერთი კორეული საბრძოლო ხელოვნებაა სონმუ-დო, რომელიც შემიშავა ოსტატმა ლი დონგუმ. აქ წრიული მოძრაობები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჰაპკიდოში, ფეხით მუშობა მოგვაგონებს ჩინურ უშუს სტილებს. იარაღებიდან გამოიყენება ჭოკი.
სტილი ჰან-პული შეიმუშავა ოსტატმა კიმ ჩონ-იანგმა. ჭარბი ხელით დარტყმების ტექნიკა და მაკივარის გამოყენება მიანიშნებს კარატესთან კავშირს, მაგრამ ფეხის ტექნიკა და სპარინგის დროს გადაადგილება უფრო ტაეკვონ-დოს ჰგავს. ტაეკვონ-დოსგან განსხვავებით ამ სტილში ვხვდებით იარაღებს გრძელ დანას და მოკლე ჯოხს.
საბრძოლო სისტემა პულმუ-დო შეიმუშავა ოსტატმა ჩო ჯარიონმა. მან შეაერთა კორეული საბრძოლო ხელოვნებები და ჩინური უშუ ტაიჩი-ჩუანი.
საბრძოლო ხელოვნება - სომპზუნ (ძენის კორეული ნიავი) შეიქმნა აშშ-ს კორეულ საზოგადოებაში. მისი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ აქვს ბრძოლის კონკრეტული ფორმა და ადამიანი თვითნ ირჩევს მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ვარიანტებს.
ჰანმუ-დო შეიმუშავა ოსტატმა კიმ ჰი იუნგმა. მან გამოიყენა ჰაპკი-დოსა და კუქსულის ტექნიკა, შეარჩია ყველაზე პრაქტიკული ილეთები და შექმნა ეფექტური საბრძოლო სისტემა.
სინმონდოს სკოლა შექმნა ოსტატმა კიმ ჩანსიკმა. სინმონდო კორეულად ნიშნავს გულისა და ხმლის გზას. სხვა სკოლებისგან განსხვავებით აქ გამოიყენება დანები, რომლებიც უჭირავთ მარცხენა ხელით.
სტილი ჩხონმიოდო შეიმუშავა ოსტატმა ასანგომ. ამ სკოლაში ძირითადად იარაღით მუშაობენ. აქ არ არის ფორმალური კომპლექსები, ერთი შეტევიდან გადადიან მეორეზე. იარაღებად გამოიყენება: ჭკი, ხმალი, შუბი, დანა, მათრახი. ფეხებს იყენებენ ცერულებისთვის, სარმებისთვის და დარტყმებისთვის. ხელით დარტყმები სრულდება ხელის სხვადასხვა ნაწილებით, მუშტით დარტყმები არ გამოიყენება.
ხიოლდო - ეს არის გდებების ტექნიკა და მოწინააღმდეგის გაკავება მტკივნეულ წერტილებზე ზეწოლით.