EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ძიუ-დოს წარმოშობა, კანონები / judo »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი:

თარიღი: 2013-06-01 21:45:57

ძიუ-დოს დამაარსებელი პროფესორი ძიგარო კანო დაიბადა 1860 წელს 28 ოქტომბერს იაპონიაში, კობეს რაიონის ქ. მიკაგეში. 1871 წელს იგი ოჯახთან ერთად გადავიდა ტოკიოში. იმ დროისათვის იაპონიაში რთული პოლიტიკური ვითარება იყო. 1868 წელს ტოკუგავას სუგუნატის მმართველობა შეიცვალა იმპერატორის ხელისუფლების აღდგენით (მეიძის რესტავრაცია). 1871 წლის ბრძანებამ, რომელიც უკრძალავდა სამურაებს ხმლის ტარებას, ყველა საბრძოლო ხელოვნების სწრაფი დეგრადაცია გამოიწვია. ჯიუ-ჯიცუს სხვადასხვა სკოლებმა, რომლებსაც კლანების ძიერი მხარდაჭერა ჰქონდათ, თადათანობის დაკარგეს პოპულარობა.

 ძიგარო კანო 18 წლის ასაკში დაინტერესდა ჯიუ-ჯიცუთი. ის არასდროს იყო ფიზიკურად ძლიერი და არ გამოირჩეოდა მძავრი სხეულით, მაგრამ მას ესმოდა, რომ ჯიუ-ჯიცუს ძირითადი მნიშვნელობა ენერგიის სწორ გამოყენებაშია და ეს არ არის დამოკიდებული არც ძალაზე, არც სხეულის აგებულებაზე.

საიმპერატორო უნივერსიტეტში სწავლის დროს კანომ დაიწყო ჯიუ-ჯიცუს მასწავლებლის ძებნა. მისი პირველი მასწავლებელი იყო სენსეი ტეინოსუკე იაგი, შემდგომში ის ვარჯიშობდა სენსეი ხატინოსუკე ფუკუდასთან. კანომ შეისწავლა ჯიუ-ჯიცუს სკოლა ტენდინ სინიო-რიუ სენსეი მასატომი ისოსთან  და  სკოლა კიტო-რიუ სენსეი ცუნეტოში იიკუბოსთან. იგი გაეცნო ორივე სკოლის საიდუმლოებებს.

ძიგარო კანო მისთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმით აგრძელედა სხვადასხვა სკოლების შესწავლას თავისი სისტემის დასახვეწად.  მან ბევრი ჯიუ-ჯიცუს მასწავლებელი მოინახულა. ამასთან, იგი ეცნობოდა უძველეს ხელნაწერებს სხვადასხვა სკოლების შესახებ. გარდა ამისა, ის სწავლობდა „იც-ზინს“ (წიგნი გარდაქმნისა) და ლაო-ძის ნაშრომებს.

იმ დროისათვის იაპონიის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად, საჭირო იყო შეცვლილიყო ძველი ჯიუ-ჯიცუ, რომელშიც ფეოდალური ომების წარმოების პრინციპები იყო გაბატონებული. საჭირო იყო ამ პრინციპების და საფუძვლების შეცვლა, რათა ჯიუ-ჯიცუ ახალი სახით სწრაფად გავრცელებულიყო.

1882 წელს ძიგარო კანომ იაპონიის დედაქალაქში დააარსა კოდოკან ძიუდოს ინსტიტუტი. „კო“ ნიშნავს „ლექციას“, „დო“ ნიშნავს გზას, „კან“ კლუბს. კოდოკანის პირველი დარბაზი, რომელშიც სულ 12 ტატამი ეტეოდა, იყო ეისიოს ტაძარში, სიტაიას რაიონში. ამ პირველ დოჯოში (დოჯო - სავარჯიშო დარბაზი) ძიგარო კანო ასწავლიდა საკუთარ სისტემას, რომელსაც დაარქვა ძიუ-დო („ძიუ“ - რბილი, მოქნილი; „დო“  - გზა). ახალი სისტემა ეფუძნებოდა სხეულის მოქნილობას და ენერგიის ოპტიმალურ გამოყენებას. ძიუ-დო სწრაფად ვითარდებოდა. ამ ახალმა სისტემამ მალე მოიპოვა პოპულარობა.

კოდოკან ძიუ-დოს ინსტიტუტს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს:

(1)   ფიზიკური აღზრდა;

(2)   შეჯიბრის მონაწილის მომზადება

(3)   აღმზრდელობითი მუშაობა

რჩება რა საბრძოლო ხელოვნებად, ძიუ-დო ამავე დროს სპორტია და ფიზიკური და ზნეობრივი განვითარების კარგი საშუალება, რომელიც ეფუძნება ემპირიულ გამოცდილებას. ეს არის მსოფლიოში ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ფიზიკური და გონებრივი განვითარების გზა.

1889 წელს კანო პირველად ჩავიდა ევროპასა და ამერიკაში. შემდგომში იგი  რვაჯერ გაემგზავრა იაპონიის ფარგლებს გარეთ, რათა ესწავლებინა ძიუდო უცხოეთში. ძიუ-დოს შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანეს მისმა მოსწავლეებმა.

კოდოკან ძიუ-დოს ცნობილი სლოგანებია:

(1)   მაქსიმალური ეფექტურობა;

(2)   ურთიერთპატივისცემა;

(3)   ურთიერთდახმარება.

კოდოკან ძიუ-დოს გაკვეთილები ისეა აწყობილი, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ნებისმიერი მოსწავლისათვის, რაც ძველ ჯიუ-ჯიცუში არ იყო. ბავშვებს ვარჯიშის დაწყება შეუძლიათ 9 წლის ასაკიდან, ვარჯიში შესაძლებელია 90 წლის ასაკის ადამიანისათვისაც. კოდოკან ძიუ-დოს ინსტიტუტი ყველასთვისაა, მიუხედავად საზოგადოებრივი მდგომარეობისა.

ძიუ-დოში დიდი ყურადღება ექცევა მორალურ ასპექტებს. ამ სისტემის მიზანია ადამიანის სწრაფვა სრულყოფისა და თვითგანვითარებისაკენ. 1900 წელს შეიქმნა კოდოკანის სკოლის შავი ქამრების ასოციაცია. 1922 წლისათვის ჩამოყალიბდა ახალი კონფეცფიები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა, ამავე წელს შეიქმნა კოდოკან ძიუ-დოს კულტურის საზოგადოება.

ძიგარო კანომ დარტყმითი ტექნიკა (ატემი-ვაზა) და კონტროლის ტექნიკა (კატამე-ვაზა) აიღო ტენდინ-სინიოს სკოლიდან, ხოლო გდებითი ტექნიკა (ნაგე-ვაზა) კიტოს სკოლიდან. კანო აგროვებდა მეცნიერულ პრინციპებთან შესაბამის ტექნიკას, რასაც ახალი ილეთები დაემატა და შეიქმნა სისტემა, რომელიც დროს შეესაბამებოდა.  სისტემა, როგორც მეთოდი მენტალური და ფიზიკური განვითარებისა.

1909 წელს სისტემა შეიცვალა, კოდოკანი კი ფედერაციად ცამოყალიბდა. ამავე წელს ძიგარო კანო გახდა ოლიმპიური კომიტეტის წევრი. ორი წლის შემდეგ მან დააფუძნა იაპონიის სპორტული ასოციაცია და ახდა მისი პირველი პრეზიდენტი, შემდეგ თვეებში მან შექმნა ფაკულტეტი, სადაც ამზადებდა ძიუ-დოს ინსტრუქტორებს. მე-5 ოლიმპიადიდან იგი ყველა ოლიმპიადასა და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის კრებას ესწრებოდა. 1938 წელს კანომ მიაღწია იმას, რომ XII ოლიმპიადა ჩატარებულიყო ტოკიოში.  კაიროდან გამომგზავრებისას გზაში გემზე კანო პნევმონიით დაავადდა და გემზევე გარდაიცვალა 1938 წლის 4 მაისს, 78 წლის ასაკში.

პროფესორმა კანომ იიღო კარგი პედაგოგიური განათლება. 1881 წელს 22 წლის ასაკში მან დაამთავრა საიმპერატორო უნივერსიტეტი ტოკიოში და დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ტოკიოს ელიტარულ სკოლაში. 1891 წელს მან შემოიარა ევროპის განმანათლებელი ცენტრები, რათა ჰქონოდა წარმოდგენა სხვა ქვეყნების სწავლების მეთოდებზე. 1891 წელს იგი გახდა მრჩეველი განათლების სამინისტროში, შემდეგ ის დანიშნეს უფროს მასწავლებლად პირველ ეროვნულ სკოლაში, მოგვიანებით, იმავე წელს უფრო მასწავლებლად სკოლაში, სადაც ამზადებდნენ მასწავლებლებს. 1898 წელს კანო დანიშნეს განათლების სამინისტროში სკოლების ზედამხედველად. 1902 წელს მან შექმნა სკოლა, სადაც სწავლობდნენ მოსწავლეები ჩინეთიდან გაცვლითი პროგრამით. 1929 წელს კანომ მიიღო პროფესორის წოდება.

ძიგარო კანომ, როგორც სპორტსმენმა და მასწავლებელმა, შექმნა სპორტული ძიუდო ჯიუ-ჯიცუს საფუძვლვებზე და განავითარა ამ საბრძოლო ხელოვნების ტექნიკური და სულიერი ასპექტები. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ძიუ-დოს პოპულარიზაციაში, მისი ძალისხმევით შეიტანეს ძიუ-დო ოლიმპიადაზე. პროფესორმა კანომ მიიღო დოქტორის წოდება ძიუდოში, რაც შეესაბამება მე-12 დანს. ეს წოდება აქვს მხოლოდ ძიუ-დოს დამაარსებელს. კანო სისტემატურად ამზადებდა მასწავლებლებსა და მწვრთნელებს. მას სამართიანად თვლიან იაპონიის სპორტის მამად. 1935 წელს მას მიანიჭეს ასახის პრემია იაპონიაში სპორტის განვითარებისათვის.

კანოს შექმნილი სისტემის აზრი შეიძლება გამოითქვას მისივე სიტყვებით:

„ძიუდო - ეს არის ფიზიკური და გონებრივი ენერგიის ეფექტური გამოყენების გზა. ძიუ-დოში ვარჯიში გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ სრულყოფას. შეტევისა და თავდაცვის ტექნიკის დახვეწისას მოვარჯიშე ივითარებს ფიზიკურ და მენტალურ ძალას, სწავლობს ენერგიის სწორ გამოყენებას. ძიუდოს დისციპლინის მიზანია გაუმჯობესება და თვითგანვითარება, რათა მეტი სარგებლის მოტანა შევძლოთ საზოგადოებისთვის“.

ძიგარო კანო

ძიუ–დოს კანონები

– ძიუ–დო – რით განსხვავდება კარატესგან?

– მთავარი წყალგამყოფი აქ ჩავლებაა. თუ კარატეში ჩავლება გამოიყენება იშვიათად, ძიუ-დოში პირიქით, მთელი ტექნიკა, პრაქტიკულად, აწყობილია ჩავლებებზე. ძიუ–დოს ფესვები ძალიან ძველია, მისი თანამედროვე სახე ჩამოყალიბდა XIX-XX საუკუნეებში. თანამედროვე ძიუ–დოს პატრიარქად ითვლება ექიმი აკაიამ შირობეი, რომელმაც შექმნა „ისინ–რიუ“ (ალუბლის გული). ხოლო თანამედროვე ძიუდოს ფუძემდებელია ძიგარო კანო.

კანო 150 სმ. სიმაღლით და 48 კგ. წონით ტატამზე სასწაულებს ახდენდა. კარგა ხანს მისი სისტემა გამორიცხავდა მოასპარეზეების წონით კატეგორიებად დაყოფას. ითვლებოდა, რომ გამარჯვება უნდა მოპოვებულიყო არა წონის არამედ ტექნიკის ხარჯზე.

1897 წელს შეიქმნა იაპონიის საბრძოლო ხელოვნებების საზოგადოება „ბუტოკუკაი“, რომელშიც სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებთან ერთად შევიდა ძიუ–დოც. ძიგარო კანო იყო მე–12 დანის მფლობელი და ჰქონდა „სიხანის“ წოდება. ეს ნიშნავდა, რომ ის დაეუფლა ძიუ–დოს ხელოვნების ყველა საიდუმლოს და დაუბრუნდა საწყისებს. კანო თავის ჭიდაობას ეძახდა არა სპორტს, არამედ ხელოვნებას.

იაპონიაში კანოს მიენიჭა მეორე იმპერატორის რანგი. იქ ძიუ–დო იმდენად პოპულარულია, რომ ასწავლიან საჯარო სკოლებში. ძიუ–დო ისევე როგორც კარატე–დო შედის იაპონიის პოლიციის ფიზიკურ მომზადებაში და ე.წ. „მობილურ პოლიციაში“ ანუ კიდოტაიში.

– რა არის კიდოტაი?

– კიდოტაი შინაგანი ჯარების კარგად მომზადებული ჯგუფია. კიდოტაის ჯარისკაცები ყაზარებში ცხოვრობენ 400-წევრიან ჯგუფებად. აქვთ სასწავლო პოლიგონები და საკუთარი ტრანსპორტი. კიდოტაის მომზადების დონეზე მოწმობს ის ფაქტი, რომ მათ არ აძლევენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ სამოყვარულო შეჯიბრებაში, იმიტომ რომ სპეცნაწილის ჯარისკაცს გამარჯვება პრაქტიკულად განაღდებული აქვს.

– მასწავლებელო, აქედან გამომდინარე, ძიუ–დოში არის ილეთები შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ?

– დიახ, არის. ეს „ატე–ვაზას“ განხრაა – საბრძოლო ძიუ–დო. ამ განხრის ილეთები ბევრი ქვეყნის სპეცნაწილებში გამოიყენება.

– ამ განხრაში ილეთები მარტო ჩავლებებით სრულდება?

– არა, ამ განხრაში შედის ფეხით დარტყმებიც. მე–7 კატა, რომელსაც ჰქვია „სეიროკუ–ძენიო–კოკუშინ–ტაიკუ–ნო–კატა“ შეიქმნა ძ. კანოსა და გ. ფუნაკოშის შეხვედრის შედეგად. მე–8 და მე–9 კატები, რომლებსა ჰქვია გოშინ–ჯიცუ, ვარჯიშობენ პოლიციაში, მასში შედის ილეთები იარაღის წინააღმდეგ. ასე რომ, როგორც ხედავთ ძიუ–დოს სისტემა არ ჩამოვარდება კარატესას. ორივე საბრძოლო ხელოვნებას უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შედეგი.


გოშინ-ჯიცუ