EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჯიუ-ჯიცუ / jiu-jitsu »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-02 15:24:01
ჯიუ-ჯიცუ (იაპ. `მოქნილობის ხელოვნება~). იაპონური საბრძოლო ხელოვნება, უიარაღოდ თავდაცვისა და თავდასხმის სისტემა. ძირითადი ილეთები: დარტყმა ხელით, იდაყვით, მუხლითა და ტერფით სხეულის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და იოლადვნებად ადგილებში (მზის წნული, საძილე არტერია, სახსრები, ღვიძლი, ბიოლოგიურად აქტიური წერტილები და ა.შ.), ხელისა და ფეხის ამოგრეხა, სხვადასხვაგვარი გდება, ჩავლება, შებოჭვა, მოგუდვა. ჩამოყალიბდა XIII-XIV საუკუნეებში.
ფართოდ გავრცელდა, როგორც სამურაების ფიზიკური და საბრძოლო მომზადების საშუალება. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ჯერ კიდევ VIII საუკუნიის წერილობით ძეგლში, `ძველთაძველ მოვლენათა წიგნში~ აღწერილი ბრძოლა ორ ღვთაებას, სინტო ტაკე-მი-ნაკატა-ნო-კამასა და ტაკე-მი-კაძუტი-ნო-კამას შორის სწორედ ჯიუ-ჯიცუს ეპიზოდი უნდა იყოს. ტაკე-მი-კაძუტი-ნო-კამამ გამოიყენა ენერგეტიკული ზემოქმედების საიდუმლო ხერხები, მეტოქეს მაჯა მოსტეხა და გააქცია.
ჯიუ-ჯიცუს წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია გვიამბობს ჩინური საბრძოლო ხელოვნების, ცინის ოსტატთა შესახებ, რომლებიც იაპონიაში ბუდიზმის საქადაგებლად ჩავიდნენ, მონასტრებში დასახლდნენ და თავიანთი ცოდნა მოწაფეებს გადასცეს. ცინის 72 კლასიკური ილეთი მართლაც მიაგავს ჯიუ-ჯიცუს უძველეს ტექნიკას. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ცინის ილეთები იაპონური სუმოს ილეთებს შეერწყა და სწორედ ამან შექმნა საფუძველი ჯიუ-ჯიცუს ჩამოყალიბებისთვის. ყველაზე გავრცელებული ვერსია _ ჯიუ-ჯიცუს შექმნას უკავშირებენ იაპონელ ექიმს აკაიამა შირობეის, რომელიც ჩინეთში ეუფლებოდა მედიცინასა და საბრძოლო ხელოვნებას, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. ერთხელ, როცა თოვლით დაფარულ ბაღში ფიქრს მისცემოდა, მან უეცრად შენიშნა, რომ ხის სუსტმა ტოტმა თოვლი ჩამოიბერტყა, უფრო მსხვილი ტოტები კი სიმძიმეს ვერ უძლებდა და იმტვრეოდა. `დაჰყევ, რათა გაიმარჯვო!~ _ შესძახა შირობეიმ და ეს პრინციპი დაუდო საფუძვლად თავის შექმნილ საბრძოლო ხელოვნების სკოლას _ იოშინ-რიუს. ექიმი რამდენიმე წლით განმარტოვდა და შეიმუშავა ილეთების კომპლექსი, რომელსაც შემდგომ ეწოდა `ეროიკუმიუჩი~, სიტყვასიტყვით, `საბრძოლო დამცავი აბჯარი~. ეს სახელწოდება საუკუნეთა განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. სხვადასხვა დროს ეწოდებოდა იავარა, კოსი ნო მავარი, კოგუსოკუ და სხვ. საბოლოოდ, XVI საუკუნეში ჯიუ-ჯიცუს სახელწოდებით გაერთიანდა ხელჩართული ბრძოლის ყველა იაპონური სკოლა, რომელიც მოქნილობის პრინციპს იყენებდა. ჯიუ-ჯიცუს სამურაების საბრძოლო მომზადებისთვის იყენებდნენ და დიდხანს გასაიდუმლოებული რჩებოდა. ეს იყო თავდაცვის უაღრესად ეფექტური საშუალება _ ცნობილია შემთხვევა, როცა XIX საუკუნის ოსტატი ისო მატაემონი თავის მოწაფესთად ერთად შიშველი ხელებით გაუმკლავდა ერთდროულად ასამდე ყაჩაღს, მათგან ორმოცი მწყობრიდან გამოიყვანა, დანარჩენები კი გააქცია.
ჯიუ-ჯიცუს ზოგიერთმა სკოლამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა და სამხედრო-გამოყენებითი ასპექტი მეორე პლანზე გადავიდა. ასე წარმოიშვა XIX საუკუნეში იაპონიის ეროვნული ჭიდაობა ძიუდო, რომლის შესაქმნელადაც ოსტატმა ძიგარო კანომ ჯიუ-ჯიცუს ორი ტრადიციული სკოლის, კიტო-რიუსა და ტენსინ-სინე-რიუს ელემენტების სინთეზი მოახდინა. XX საუკუნეში ჯიუ-ჯიცუს საფუძველზე შეიქმნა ხელჩართული ბრძოლისა და თავდაცვის სისტემა აიკიდო. მისმა შემქმნელმა უესიბა მორიხეიმ გამოიყენა სამურაების კლანის, ტაკედას, ტრადიციული საბრძოლო სკოლის, დაიტო-როუ-აიკის ელემენტები. XX საუკუნის დამლევს და XXI საუკუნის დასაწყისში ჯიუ-ჯიცუ ვითარდება ძირითადად სამი მიმართულებით: თავისი ძველი, უცვლელი სახით; ტრანსფორმირებული სკოლების სახით, რომლებმაც კლასიკური მემკვიდრეობაც შეინარჩუნეს, და თანამედროვე, მოდერნიზებული სკოლების სახით. თანამედროვე ჯიუ-ჯიცუში შეჯიბრება ტარდება ორი ფორმატით: დარტყმებით და დარტყმების გარეშე. დარტყმის ტექნიკა აქ მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. ძირითადი დატვირთვა მოდის გდებაზე, სახსრებზე მტკივნეულ ზემოქმედებაზე, მეტოქის კისერსა და დიაფრაგმაზე ჩატარებულ მახრჩობელა ილეთებზე. შეხვედრის დრო განსაზღვრული არ არის, ორთაბრძოლა გრძელდება წმინდა მოგებამდე, ანუ მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილე არ დანებდება და ბრძოლის გაგრძელების უნარს არ დაკარგავს. თანამედროვე, ე.წ. ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს (შექმნა ხელიო გრეისმა) წარმომადგენლები წარმატებით გამოდიან შერეულ ორთაბრძოლათა ტურნირებში, `ბოლომდე ბრძოლის ჩემპიონატზე~ (UFჩ. იხ. პანკრატიონი), სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების მიმდევრები.
საქართველოში ჯიუ-ჯიცუ დანერგა (1988) ავთანდილ მიქაძემ, რომელიც ორთაბრძოლის ამ ხელოვნებას დაეუფლა პოლონეთის ჯიუ-ჯიცუს ცენტრში. 1989 წელს დაარსდა საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ფედერაცია.
,,ჯიუ-ჯიცუ,, ორი სიტყვისგან შედგება: ,,ჯიუ,, ნიშნავს ,,რბილს,, ანუ მოქნილს, დამყოლს. ხოლო ,,ჯიცუ,, - კი ტექნიკას, ხერხს.
,,რბილი,, ცნება შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ოსტატი მოწინააღმდეგეს მანამდე ,,აცლის,, შეტევას, სანამ ჩიხში არ მოაქცევს მას და შემდეგ მტრის მოქმედებას მისვე წინააღმდეგ იყენებს.
ჯიუ-ჯიცუ - [იაპ. - უიარაღოდ თავდაცვის (აგრეთვე შეტევის) თავისებური ილეთების სისტემა-ხელებისა და ფეხების სახსრებში გადაგრეხა. სასუნთქი გზების შეხუთვა და სხვ.
- აქ ერთმანეთს ერწყმის კარატეს და ჭიდაობის ელემენტები, ასევე იარაღის წინააღმდეგ შიშველი ხელით ბრძოლის ილეთები.
,,ჯიუ-ჯიცუს,, ოსტატების აზრით ამ სახეობის მთავარ პრინციპია - ,,დანებდი, რომ გაიმარჯვო,, ანუ ეს შეიძლება ასე აიხსნას: ,,ტოტი თოვლქვეშ მანამ იღუნება, სანამ მას ძირს არ ჩამოყრის,, ანდა ,,მოქნილი ტირიფი ქარიშხლის შემდეგ კვლავ სწორდება, ძლიერი მუხა კი წაქცეულია,, ასე რომ დასკვნა თვითონ გამოიტანეთ..
თვით ძიუდოს და აიკიდოს შემქმნელებიც ჯიუ-ჯიცუს დიდი უსტატები იყვნენ.
საბრძოლო ხელოვნების უპირატესობა მიღებული ქამრის ფერით არ იზომება. ესაა სულიერი ჰარმონიის მიღწევა, გონებრივი და ემოციური სიმშვიდის გამომუშავება, ასევე ძალისა და ფიზიკური ჯანმრთელობის განვითარება
ბავშვებმა 6-7 წლიდან შეიძლება. პრინციპში საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს - მთავარია ადამიანს შინაგანად გინდოდეს და სურვილი გკლავდეს.. მოვიშველიებ ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთი დიდ ოსტატის სიტყვებს: ,,დროს ტყუილად ნუ დახარჯავ - ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, ისწავლე დარტყმაზე დარტყმით პასუხი, დაე შენი ხელი ფოლადზე მაგარი იყოს, რომ მტერს ამაოდ ჰქონდეს თავის ფოლადის მახვილის იმედი,,
პირველი წელი ეს ორთაბრძოლის ანა-ბანას სწავლაა.. მეორე და შემდეგი წლები კი დაოსტატების პერიოდია.
თუ კარგად დაეუფლები ერთ ილეთს მაშინ შენ შეძლებ სხვა ილეთებთან ურთიერთკავშირის დანახვას და მათ ერთმანეთთან შერწყმას.
აღმოსავლური ორთაბრძოლების დიდი ოსტატი ფუნაკოში ამბობდა: ,,ვარჯიზე იყავი უკიდურესად სერიოზული, რასაც არ უნდა აკეთებდე - იჯდე, იდგე თუ ვარჯის ასრულებდე - ყოველთვის გახსოვდეს მოწინააღმდეგე! ბრძოლაში დარტყმის მიყენებისას არ უნდა დაუშვა ეჭვის ნატამალიც კი, ვინაიდან ერთი დარტყმა ყველაფერს წყვეტს. თუ შეცდომას დაუშვებ - დამარცხდები,დაიღუპები..!
ჩინურ სიბრძნე: ,,კულტურულმა ადამიანმა უნდა შეისწავლოს საბრძოლო ხელოვნება, ხოლო მებრძოლმა - შეისწავლოს კულტურა,,
,,აჰყევი, რათა გაიმარჯვო,,
ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთი პრინციპი
იაპონური ჭიდაობები ჯიუ-ჯიცუ და ძიუ-დო თავისი ბევრი პრინციპებისთვის ჩინეთს უნდა უმადლოდეს; აი-კი-დოს შემქმნელმა მორიხეი უესიბამ კარგა ხანს ჩინეთში იმოგზაურა და იქაური საბრძოლო ხელოვნებების გადახარშვის შემდეგ შექმნა თავისი (თუმცა იაპონური ფარიკაობიდან და ჭიდაობებიდანაც აიღო ბევრი რამ); კუნძულ ოკინავაზე კარატეს შემქმნელები თავიდან ჩინელებთან სწავლობდნენ და ა. შ.
ჯერ კიდევ 710-784 წლებსში ცნობილია, რომ იმპერატორ ნარას მმართველობის პერიოდში იმართებოდა გრანდიოზული შეჯიბრებები ჭიდაობა სუმოში, ოღონდ დღევანდელი ტრადიციული სუმოსგან განსხვავებით მოწინაღნდეგეები ერთმანეთს ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტანსაცმელში ერკინებოდნენ.
ორთაბრძოლის ილეთების დახვეწასთან ერთად ჩნდებოდა ვარჯიშის ფორმები, რომლებიც შემდგომ, მომზადების სისტემებად ყალიბდებოდა. ასე მაგალითად XIV საუკუნეში უკვე იხსენიება ჯიუჯიცუ, რომელიც XVI საუკუნეში უკვე ყალიბდება როგორც კიდევ ერთი საბრძოლო მომზადების სისტემა და იმპერატორის კარზე იმართებოდა მებრძოლთა შეჯიბრებები. ამ პერიოდიდან ჯიუჯიცუ იქცა როგორც ფიზიკური და სულიერი წრთობის ერთ ერთ საშუალებად.
თითქმის ამავე პერიოდს ეკუთვნის კიტორიუს, კიოსინრიუს და ტენსინსინრიუს სკოლების გახსნა. XIX საუკუნიდან იაპონიაში უკვე ასამდე ჯიუჯიცუს სკოლა იყო გახსნილი. სკოლებში იქმნებოდა წმინდა ადგილები (კუთხეები) რითიც სავარჯიშო დარბაზი (დოჯე) წარმოადგენდა წმინდა სახლს, სადაც მიდინარეობდა ქადაგება კონფუციანიზმის, ბუდიზმის და სინტუიზმის. ყველა სკოლას გამოჰქონდა თავისი დოგმები და იმუშავებდა შეჯიბრებებსისა და ვარჯიშების ჩატარების სხვადასხვა ცერემონიალს და რიტუალს.
ძიუდოს (იაპ.: 柔道, ძიუ „რბილი“, დო „გზა“) — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ.