EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ყველაფერი ტატუს შესახებ - TATOO »
კატეგორია: ყველაფერი ტატუზეავტორი: admin
თარიღი: 2013-06-05 13:44:38
ყველაფერი ტატუს შესახებ - TATOO
ტატუს ისტორია
ტატუს ისტორია 6000 წლის უკან დაიწყო და მის მიერ განვლილი გზები იმ ხალხივით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომლებიც სხეულზე მოხატულ ტატუს ატარებდნენ. სიტყვა “ტატუ”, წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება - ერთია, პოლინეზიური სიტყვა “ტა”, რომელიც თავისი მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა “ტატაუ” მონიშვნას ნიშნავს.
ტატუ პირველად მოხსენიებულ იქნა ბრიტანელი კაპიტნის ჯეიმს კუკის დღიურში. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა გიზას პირამიდის შესწავლისას, სადაც ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება მემკვიდრეობით მიიღეს, შემდგომში კი ძველ ბერძნებსა და სპარსელებს ასწავლეს.
მოგვიანებით ტატუ ევროპაში გახდა მოდური, როდესაც ტაიტში მოგზაურობის შემდგომ კაპიტანმა კუკიმ ევროპელებს ახალი გასართობი და თავშესაქცევი გაუჩინა. 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებული სხეულის კადრებით ევროპელები განცვიფრებაში მოიყვანა. ამის შემდეგ მათ მონდომებით დაიწყეს სხვადასხვა სიმბოლით სხეულის მოხატვა.
ასევე არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ტატუირება ევროპელებმა ავსტრალიელებისგან ისწავლეს. ბრიტანეთში იორკის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის მკვლევარი ჯოან ფლეტჩერი აღწერს ტატუს წარმოშბის ისტორიასა და სხვადასხვა ერების კულტურაში მისი დამკვიდრების მნიშვნელობას. ფლეტჩერი ტავისი მსჯელობისას ეყრდნობა იტალია-ავსტრიის საზღვარზე 1991 წელს აღმოჩენილ 5,200 წლის მუმიას, რომლის გაყინულ სხეულზეც ტატუს უამრავი ნიმუშის შესწავლა მოხდა. (tatoo)
ტატუს წარმოშობისა და მისი ისტორიის ძიებისას ერთ ფაქტს გადავაწყდი, რომლის მიხევითაც, შვეიცარის მთებში აღმოაჩინეს დაახლოებით 2000 წლით დათარიღებული პირველყოფილი ადამიანის სხეული, რომელსაც ასევე უამრავი სვირინგი აღმოაჩნდა.
21-ე საუკუნემდე უძველესი წესით მოღწეულ გარდაცვლილთა ტატუირებული სხეულები მეცნიერებმა მრავალ ქვეყანაში აღმოაჩინეს. ტატუმ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში. სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა სწორედ იაპონელების შემოღებულია. ტატუს მომხმარებლები თავიდანვე დიდ დატვირთვას და თავისებურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხეულზე დახატულ ფიგურებს. მაგალითად, ინდიელები სხეულზე სალოცავ ტოტემებს გამოისახავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ძალას მატებდა. ჩინეთში კი კანონდამრღვევებს შუბლზე სამ ხაზს ახატავდნენ, რათა ყველას გაეგო, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ.
დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ სხეულის მოხატვა განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებში. უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას. (evpatori.ge)
ტატუს მიმართ ასევე კეთილგანწყობილნი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები. ამის შესახებ საინტერესოდ და ინფორმატიულად აღწერა ლორდ ვეიდერმა თავის პოსტში. რა სახის ტატუებზე აკეთებენ ისინი არჩევანს? ზოგი სხვადასხვა ცხოველისა თუ მწერის გამოსახულებას ირჩევს, ცნობილი ციტატების წარწერას იკეთებს, ზოგიც ახლობელ ადამიანთა სახელებს ან ყოველი მომდევნო ქმრის ინიციალებს აქცევს სხეულის თანამგზავრად; ხშირად ქორწინების ან სხვა მნიშვნელოვან თარიღს იწერენ. ასევე მრავლად იყენებენ ვარსკვლავის, მთვარის, ანგელოზის, ყვავილის, ამულეტის, დელფინის, მულტფილმის გმირების, იეროგლიფების, გრაფიკული გამოსახულებების, აცტეკური და კელტური ტომებისათვის დამახასიათებელი სიმბოლოების ფორმებს. (tatoo)
სვირინგის გაკეთებას თავისებური რისკ-ფაქტორები გააჩნია სამედიცინო თვალსაზრისით. ვინაიდან ტატუირების პროცესი კანზე ზემოქმედებას და მის ზედაპირზე ფერების დატანებას უკავშირდება, ჯანმრთელობა ერთგვარი რისკის ქვეშ დგება, რადგან წარმოიქმნება ინფექციის შეჭრისა და ალერგიული რეაქციის საშიშროება. ტატუირებისას გამოყენებული ზოგიერთი კონკრეტული ფერის მიმართ სამედიცინო ჩანაწერებში მოიპოვება მასალები ორგანიზმის ალერგიული ფონის შეძენის ან გაზრდის შესახებ.
თანამედროვე სალონებში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, იყენებენ ერთჯერად ნივთებს, ხოლო იარაღებს ყოველი გამოყენების შემდეგ სტერილიზაციას უკეთებენ. წინააღმდეგ შემთხევაში, რისკი რეალური და სახიფათოა – ტეტანუსი, ჰერპესი, სტაფილოკოკი, სოკოვანი დაავადებები, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ იფექცია.
მაჰმადიანური რელიგიის მიხედვით ტატუირება აკრძალულია. სუნიტების რწმენით, სხეულის მოხატვა ღმერთის ქმნილების ხელყოფაა და ამიტომ ტატუს გაკეთებას ცოდვად მიიჩნევენ. სხეულის მოსვირიგებას კრძალავს იუდაიზმიც. რაც შეეხება ქრისტიანობას, არაერთი მოძღვარი თავის მრევლს ურჩევს, რომ უმჯობესია, ღვთისგან ბოძებული სხეული ხელუხლებელი დატოვონ.
ტატუს მიმდინარეობები
ტატუირება მხატრობის ერთ-ერთი პუპულარული სტილია და “ჭრილობას”, “ნიშანს”ნიშნავს. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. ძველად სხვადასხვა ქვეყანაში მას ადამიანების სოციალური სტატუსის განსასაზღვრავადაც იყენებდნენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მისი დანიშნულება მაგიური ძალის მართვა იყო. (evpatori.ge)
ეს ყველაფერი 1769 წელს დაიწყო. ევროპელებმა ტატუს შესახებ ჯეიმს კუკის დახმარებით შეიტყვეს. 1769 წელს მან მოგზაურობიდან მთლიანად მოხატული გვამი ჩამოიტანა. თუმცა მეორე მოსაზრების თანახმად, ევროპაში ტატუირება ავსტრალიიდან, კუნძულ სამოადან შემოვიდა. კუნძულ სამოაზე ტატუირება დღემდე წმინდა რიტუალად მიიჩნევა და მოხატვა ძველი მეთოდებით ხორციელდება.
განასხვავებენ ტატუს მიმდინარეობებს, მათ შორის:
ტრიბალი - ოკეანის სტილია და შესაბამისად, ამ სტილის ნახატებს ოკეანის ნაპირზე მცხოვრებნი იკეთებდნენ. მეკობრეებისა და მეზღვაურებისვის ეს ერთგვარი თილისმა და წარმატების სიმბოლო იყო.
ჩელტის სტილში ძირითადად კელტური ფიგურები ჭარბობს. მოგვიანებით, ინგლისშიც ფართოდ გავრცელდა.
ბიომექანიკური - ამ სტილის მიმდევრები სხეულზე ძვალს, ხერხემალს, მალებსა და გარღვეულ კანს იხატავენ , რაც მათთვის განსკუთრებულობასთან და ცხოვრების სხვანაირ ხედვასთან ასოცირდება.
ორიენტალი - უფრო კლასიკური სტილისაა და აღმოსავლურ ურჩხულს, თევზებს, წყლის სიმბოლოს, ყვავილებს, იეროგლიფებს, ვეფხვებს, ბუდისტურ სიმბოლოებს გულისხმობს. მის სამშობლოდ იაპონია, ჩინეთი, ლაოსი, ბირმა, ვიეტნამი, ბუტანი, ბრუნეი, ნეპალი, ინდოეთი და ფილიპინები ითვლება. ეს ის ქვეყნეია, სადაც ტატუს გასაკეთებლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან ადამიანები. (tatoo)
რეალიზმი - თანამედროვე სტილია. მისი თაყვანისმცემლები სხეულზე ადამიანების პორტრეტებს, ცხოველთა გამოსახულებებს, გველებს იხატავენ. მათი რწმენით, განსაცდელის დროს ტატუს სული ეხმარებათ.
ტრადიცია -ამ სტილის მოყვარულებს გულების, სახელების, ხმლების, ყვავილების, იარაღის, ბანქოზე გამოსახული ნახატების გამოსახვა იზიდავთ. ასევე ნახევრად კომიკურ პერსონაჟებს იხატავენ. რაც, ერთი მხრივ, მათ აზარტულობას უსვამს ხაზს და იმავდროულად გაუმართლებელ სიყვარულსა და გატეხილ გულთან ასოცირდება.
ფანტაზია - არარეალური არსებების, ჯადოქრობის, ამფიბიების, ბოროტი სულების, ჩონჩხების, ღამურების უპირატესობას აღიარებს. ასეთი ნახატების გაკეთების მსურველი ადამიანები საზოგადოების მიმართ აგრესიულები არიან. ამ მიმდინარეობის სამშობლო ეგვიპტეა.
ქართველი ახალგაზრდები, ძირითადად ჩინურ და იაპონურ თემატიკას მისდევენ. ქართველ მომხმარებლებისვის ტატუს გაკეთების მიზანი ერთგვარი მოდის აყოლაა.
Tattoo როგორც სხეულის მოხატვის ხელოვნება
ტატუ – ეს არის სხეულის მოხატვის ხელოვნების BODY ART-ის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა. ის არსებობს უბრალოც და ისეთიც, რომელიც ხელოვნების ნიმუშად ითვლება. თუმცა ხელოვნების ნებისმიერი გამოვლინება სულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ ერთი და იმავე ნამუშევარს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს.
ადამიანები სხეულზე სხვადასხვა ფორმებს ათასწლეულების განმავლობაში ისახავდნენ. მისი ისტორია 6000 წელს ითვლის, თუმცა ძალიან ბევრმა დღესაც არ იცის მისი წარმოშობის შესახებ. ტერმინი „ტატუ“ ნასესხებია პოლინეზიური ენიდან და ნიშნავს ნახატს. ყველაზე ძველი ნიმუში მუმიის გამომხმარ ტანზეა აღმოჩენილი გიზეს პირამიდაში. შემდგომში სხეულზე ხატვა სპარსელებმა და ბერძნებმაც აითვისეს . ყველაზე დიდი პოპულარობა მან იაპონიაში მოიპოვა. სწორედ იაპონიაში შემოიღეს პირველად სხეულზე სამგანზომილებიანი სურათების მოხატვა.
საკმაოდ საინტერესოა ტატუს გავრცელების ისტორია ევროპაშიც. ცნობილია რომ ინგლისურ ენაში ეს სიტყვა შეიტანა გამოჩენილმა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმს კუკმა. მან გამოიყენა ეს სიტყვა მოხსენებაში (გამოქვეყნებულ იქნა 1773 წელს) სადაც აღწერდა თავის მოგზაურობას დედამიწის გარშემო. ასე გავრცელდა იგი ევროპაში, სადაც დღეს უკვე ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ენთუზიასტები მას როგორც მხატვრობას ისე აღიქვამენ. ასევე იმართება სპეციალური გამოფენები ცნობილ სამხატვრო გალერეებში და წარმოდგენები (tattoo convention)
დღეს ტატუირება ხელოვნების დონემდეა აყვანილი. 80-იან წლებში ტატუ პოლიტიკურ, სამხედრო ან კრიმინალურ აზრს ატარებდა,მაგრამ დახვეწილმა ტექნიკამ და ნიჭიერმა პროფესიონალებმა ეს კულტურა უმაღლეს დონეზე განავითარეს ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა თინეიჯერებშიც. უამრავ ახალგაზრდას უჩნდება მძაფრი სურვილი, სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის ტატუ საკუთარი სხეულის ნაწილად აქციოს. ამ გზით ისინი ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესებს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალურობას. (evpatori.ge)
ჯერ კიდევ ფროიდი წერდა, რომ ადამიანები იმკობენ საკუთარ სხეულს არარეალიზირებული სექსუალურობის გამო. ფსოქოლოგები რაღაც ნაწილში ეთანხმებიან მას. ტატუირებას იკეთებენ ერთმანეთისაგან აბსოლიტურად განსხვავებული ადამიანები განსხვავებული მიზნებისათვის.
ფსიქოლოგები გამოყოფენ 5 უმთავრეს მიზეზს თუ რატომაც თანხმდებიან ხალხი ტატუირებაზე. ეს არის თვითგამორკვევა, დამოკიდებულება თავიანთ შეხედულებებთან. (რელიგია, პოლიტიკა, სპორტი, ხელოვნება და ა.შ) კომპლექსებისგან გათავისუფლება. კანის დეფექტების შენიღბვა და სოციალური სტატუსის დადასტურება. ყველაზე ხშირად ის მაინც დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს და
ვარსკვლავებშიც, რომელთა მოხატული სხეული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგადაა ცნობილი და მიბაძვის ობიექტიც ხშირად ხდება.
სულ სხვა დატვირთვა აქვს ტატუს საქართველოში, სადაც შეიძლება ითქვას, ყველაფერი არაქართული და არამამაპაპისეული გარყვნილებად, უხამსობად და მიუღებლად მიაჩნიათ. სხვადასხვა მიზეზით საზოგადოებაში მასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს. თუმცა ასეთი განწყობის მიუხედავად მსურველთა რაოდენობის ზრდა შეინიშნება.
ყველა ნახატს თავისი დატვირთვა და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როგორც ტატუს ოსტატები აღნიშნავენ, ქართველი კლიენტები ნახატების შინაარსზე ყურაღებას იშვიათად ამახვილებენ. ასევე არის მოსაზრება, რომ ესა თუ ის ტატუ გარკვეულ ადგილას გაკეთებული, ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება. ამის შესახებ საქართველოში ყველაზე ცნობილმა ტატუს ოსტატმა, ირმა ასკურავამ განაცხადა რომ ეს ყველაფერი თვითდაჯერებაა და ადამიანს უარი არ უნდა უთხრა როცა იგი დარწმუნებულია, რომ ტატუს გაიკეთებს და ეს მას წარმატებას და პოზიტიურ ენერგიას მოუტანს. მან განაცხადა, რომ უმრავლესობა მართლაც დიდი ენთუზიაზმით იკეთებს მას, იმედიც აქვთ და სჯერათ კიდეც, რომ მათ ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება, ახალი ეტაპი დაიწყება და ეს მათთვის წარმატებების მომტანი აღმოჩნდება.(evpatori.ge)
ტატუს ხელოვნებასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო ფაქტებიც. მაგალითად ადამიანი, რომელსაც სხეულზე ყველაზე მეტი ტატუირება აქვს გაკეთებული, პატარა ქოხში განდეგილად ცხოვრობს. ესაა ინგლისელი Tom Leopard რომელმაც სამხედრო სამსახურში 28 წელი იმსახურა, შემდეგ მიხვდა, რომ ცივილიზაციაში ნორმალურად არსებობა აღარ შეეძლო და ლეოპარდად გადაქცევა გადაწყვიტა. ტატუირებაზე მან 10000 დოლარი დახარჯა და ეშვებიც კი ჩაისვა, რათა ლეოპარდს უფრო მეტად დამსგავსებოდა. სამაგიეროდ, გინესის რეკორდების წიგნმა მას ეს ”შრომა” დაუფასა და მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუიერების მქონდე ადამიანად დაასახელა.
2008 წლიდან კი ეს სტატუსი უკავია ავსტრალიელ Lucky Diamond Rich-ს რომელსაც სხეული 100% აქვს მოხატული, მათ შორის ქუთუთოებიც, თითებს შორის ადგილი და ყურების შიდა მხარეც. ამჟამად ის დამატებით იკეთებს თეთრ გაფორმებებს შავ ტატუირებაზე და შემდეგ უკვე სხვადასხვა ფერს თეთრზე.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტატუს გაკეთების იდეა კი ეკუთვნის ცნობილ, სამხრეთ აფრიკელ იუველირს, Yair Shimansky- ს. ეს სილამაზე მოდელ Minki van der Westhuizen- ს ამშვენებს. პროცედურა 8 საათი მიმდინარეობდა და სულ 612 ბილიანტისგან შედგება, თითო კი ნახევარ კარატიანია.
გამოყენებულ იქნა სპეციალური წებო, რათა ბრილიანტები სამუდამოდ არ დარჩენილიყო მის ტანზე და შეძლებოდათ მისი მოხსნა. ეს იყო მარკეტინგული ნაბიჯი რომელიც ემსახურებოდა Shimansky-ის ფირმის საიუველირო ნაწარმის რეკლამას და მის კიდევ უფრო წინ წაწევას შეძლებული კლიენტებისთვის. ამ მდიდრული ტატუს ღირებულება მთლიანობაში 924,000 დოლარია.
ტატუ კბილებზე
თურმე ნუ იტყვით და ინგლისელ ახალგაზრდებს შორის ძალიან მოდაში ყოფილა ტატუ
ამერიკელ დანტისტს სტივ ჰევარდს.
უახლოეს მომავალში ალბათ თბილისშიც გამოჩნდებიან ახალგაზრდები კბილებზე დახატული სურათებით :D
ტატუს ფიგურების მნიშვნელობა
რომ არა ქართველების უდიდესი ფანტაზია, ალბათ სხვაგან ვერსად მოვისმენდით, რომ ტატუს მხოლოდ გარყვნილი და მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები ატარებენ.
სიტყვა
- ტატუ (tatto) კაპიტან კუკის ტაიტიში მოგზაურობის შემდეგ შემოვიდა ევროპაში და ნიშნავს ჭრილობას, ნიშანს.
ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა ეგვიპტეში , გიზისპირამიდის შესწავლის შემდეგ (მუმიებს გამომხმარ კანზე ნახატები მკვეთრად ჩანდა). ტატუმ ყველაზე დიდი პოპულარობა იაპონიაში მოიპოვა.
ევროპელებმა ევროპელებმა ტატუს შესახებ ა769 წელს შეიტყვეს, როდესაც ჯეიმს კუკმა მოგზაურობიდან, მთლიანად მოხატული გვამი ჩამოიტანა (ცოცხლების დეფიციტი იყო ალბათ).
პირველად საქართველოში ტატუ ისეთი მამაკაცების სხეულებზე გაჩნდა, რომელთაც ‘შავ სამყაოსთან :ჰქონდათ კავშირი, ან სასჯელი ჰქონდათ მოხდილი. ამიტომ ამიტომ საზოგადოებაში არც ისე პოპულარობით სარგებლობდა. ტუმცა დრო შეიცვალა,დამოკიდებულებაც.. მაგრამ ახლაც შეხვდებითსაზოგადოების იმ ნაწილს (ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში აღზრდილთ), რომელნიც ტატუს ცუდ ტონად მიიცნევენ. მაგრამ საბედნიეროდ ( ან საუბედუროდ) დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, ტატუს ფუნქციაში მხოლოდ სხეულის გალამაზება შედის. ტატუს მნიშვნელობა ძველად ინდილელებს სწამდათ, რომ მარცხენა მხარზე, სავსე მთვარის ფონზე გამოსახული მგელი, ადამიანის ინტუიციისა და მაგიური ნიჭის განვიტარებაში დაეხმარებოდა. მგლის ფიგურა ასევე დიდი წარმატებით სარგებლობს ეგრედწოდებულ კანონიერ ქურდებში. ამავე ფენისტვის დიდად საამაყო იყო მხრებზე და მუხლებზე გამოსახული ე.წ. “ზვეზდოცკები”.
სიმბოლიკა: კატა- როგორც ამბობენ ხოლმე ძაღლებს გაურბის კრისებს დასდევს. დელფინი-თავისუფლებისა და სიყვარულის სიმბოლო. ჯვარი- უკვდავების სიმბოლო. თვალი- ავი თვალისგან დამცველი და ბედნიერების მომნიჭებელი. თუთიყუში- ბირმის მოსახლეობა წარმატების მოსაზიდად იხატავდა.
ზვიგენი - წინააღმდეგობა, გამოყენებითობა
თავჩაქუჩა ზვიგენი - სიძლიერე, ძალაუფლება, გადაწყვეტილება
კუ - გიდი, ოჯახი, ნავიგატორი
ვეშაპი - ოჯახი, დაცვა
დელფინი - ჰარმონია, მეგობრობა, დაცვა
ნიჟარა - სიყვარული, ინტიმურობა, დაცვა
სამფეხა ბორჯღალო - მარადისობა და ერთიანობა, სიკვდილი, კვლავ სიცოცხლე
ლომი - გამბედაობა, სამეფო
ხვლიკი - წარმატება, სიცოცხლე
მერცხალი - თავისუფლება და ღმერთთან კავშირი
პეპელა - სული, ტრანსფორმაცია
დრაკონი - მაგია, ტრანსფორმაცია, ცოდნა, სიბრძნე
ფენიქსი - უკვდავება, მარადისობა, ხელახლა დაბადება, აღდგომა
გვიმრა - ხელახლა გაზრდა, სიახლის დასაწყისი
ხვეულები - მარად სიყვარული
მგელი - ერთგულება
კატა - ცვლილება, ადაპტურობა, გამოყენებითობა
ცეცხლი - ცვლილება, ხელახალი დაბადება, ტკივილი
ტალღები, წყალი - თანმიმდევრულობა ცვლილებების განმავლობაში, სიცოცხლე
წრე, დისკო - ცხოვრების წრე, ერთიანობა, წარმავლობა
მზე - მარადისობა, სიხარული, სიცოცხლე
მთვარე - ქალურობა, ნაყოფიერება
ვარდი - სრულყოფილება, სიყვარული
ლოტოსი - სრულყოფილება, უბედურების დაძლევა, ბალანსი
ხარი, ვიკინგის ნაჯახი - მეომარი
ორქიდეა - შარმი, სილამაზე
ქორი - სიახლის დასაწყისი
არწივი - თავისუფლება, ძალა
პუმა - სიძლიერე, სიმტკიცე
ლეოპარდი - საშიში ელეგანტურობა
ვეფხვი - სიძლიერე და სილამაზე
გრიფონი - ძალა და სრულყოფილება
სალამანდრა - ენერგია
პეგასი - შთაგონება და ამაღლება
ფრთოსანი მარტორქა - სიყვარული, სექსუალურობა
ცხენი - სიძლიერე და ნაყოფიერება
მორიელი - საშიშროება
ღუზა - თავდაპირველად, სჯეროდათ რომ ღუზის გამოსახულების სვირინგი მიეკუთვნებოდათ იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ზღვასთან, მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა მეზღვაურები, სამხედრო-საზღვაო პერსონალი და სხვა. თუმცა, ფაქტიურად, მისი მნიშვნელობა შეიცვალა და ის მოიაზრება სიძლიერისა და სტაბილურობის სიმბოლოდ.
მერცხლების ტატუ წარმოადგენდა მეზღვაურების ისტორიულ სიმბოლოს, რომლითაც ამტკიცებდნენ თავიანთ სამეზღვაურო გამოცდილებას. ის ბრიტანეთიდან მომდინარეობს, და ის იყო ბარნ სვოლოუს იმიჯი, რომელსაც გამოსახული ჰქონდა მერცხლების ტატუ მკერდზე, ხელებზე და კისერზე. ერთი ლეგენდის თანახმად, მეზღვაურს, რომელსაც ერთი მერცხლის ტატუ ჰქონდა გამოსახული, გავლილი უნდა ჰქონოდა 9,260 კილომეტრი, ხოლო ის მეზღვაური, რომელსაც ორი მერცხლის ტატუ ჰქონდა გამოსახული, გავლილი უნდა ჰქონოდა 18,520 კილომეტრი ზღვაში. იმ დროისთვის ასეთი მანძილების გავლა დიდ სირთულეს და საშიშროებას წარმოადგენდა, ამგვარად ერთი ან მეტი მერცხლის ტატუ მეზღვაურის დიდ გამოცდილებაზე და ღირებულებაზე მეტყველებდა. მეორე ლეგენდის თანახმად, მერცხლის დაბრუნება იმავე ადგილას ბუდის გასაკეთებლად, მეზღვაურის შინ მშვიდობით და უსაფრთხოდ დაბრუნებას მოასწავებდა. მერცხალი, ასოცირდება სიყვარულთან და სიკეთესთან მეგობრების და ოჯახის მიმართ, ის აგრეთვე წარმოადგენს თავისუფლების და იმედის სიმბოლოს.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ხელის ზურგზე გამოსახული მერცხლის ტატუ აღნიშნავს სიძლიერეს და დაუმარცხებლობას.
თევზები ნიშნავს ბედნიერება, იღბალს, კარგ მომავალს. გაერთიანებული თევზები წარმოადგენს ძალას რომელიც გეხმარება მიზნის მიღწევაში. სიმბოლიკა ბუდიზმში წარმოადგენს გაბედულებას.
დათვ პანდას აქვს სიმბოლიკური ფასეულობა მხოლოდ იმ ქალებისა და კაცებისათვის რომლებიც ატარებენ ამ ტატუს. პანდას ტატუ არ განიხილება როგორც ძირითადი მიმდინარეობის ტატუირება, თუმცაღა საკმაოდ პოპულარულია.
ობობის ტატუ - არის კიდევ ერთი საკმაოდ პოპულარული ტატუს სიმბოლო და ძალიან ცოტა კულტურა თუ მოიძებნება რომ არ გააჩნდეთ მითიური ამბები ობობას ტატუს წარმოშობის შესახებ. საკვირველი არ არის რომ ობობა მოიძებნება პლანეტის ნებისმიერ კუთხეში, რადგანაც ობობებს შესწევთ უნარი იმოგზაურონ შორეულ მანძილზე და გააბან ქსელები პატარა პარაშუტების მსგავსად. შეიძლება ითქვას, ბევრი მოხიბლულა ობობების მიერ ნაქარგი ქსელებით, თუ რა გზებით იმწყვდევენ ისინი თავინთ ქსელში მსხვერპლს.
დღესდღეისობით ობობა ასოცირდება ნაყოფიერების, ჰარმონიის და გაწონსწორებულობის სიმბოლოსთან და ხშირად აღიქმება როგორც ბებია ან მასწავლებელი, როგორც სიბრძნის მქადაგებელი. ობობას კერამიკული ნაკეთობები, რომელიც აღმოჩენილი იქნა არქეოლოგების მიერ, სიმბოლურად აღნიშნავს დედამიწის ცენტრს და ოთხ კარდინალურ მიმართულებას - ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი.
ვარსკვლავი - განიხილება როგორც სიკეთის სულიერი სიმტკიცის და იმედის სიმბოლო.
ბრილიანტის ტატუს აქვს ბევრი სხვადასხვა დანიშნულება, ზოგიერთს აქვს სიმბოლური დატვირთვა და ზოგიც წარმოადგენს ღვთაებრივ სილამაზეს. სიტყვა ,,ბრილიანტი’’ ბერძნული წარმოშობისაა და სიმბოლური მნიშვნელობით გულისხმობს ,,დაუმარცხებელს’’.
ბრილიანტის ასეთი ახსნა უკავშირდება მის ურღვეობასა და მედეგობას როგორც ლითონისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ბრილიანტზე, ის ასოცირდება სიმდიდრესთან და ფასდაუდებელ, ძვირფას ლითონთან. ბევრი ძვირფასი ტატუს დიზაინი ასევე ხშირად ასოცირდება ცნობილ ციტატასთან და მის მატარებელს ეძლევა სიმბოლური დატვირთვა ერთი ძველი გამონათქვამიდან: ,,ჭეშმარიტი სილამაზე შეიძლება მოიძიო მის სიღრმეში“.
ზოგიერთი ადამიანი ბრილიანტს ძლიერების წყაროდ მიიჩნევს. პოპულარული დიზაინი თუ რა მიზნით ადამიანები ატარებენ ბრილიანტის ტატუს, წარმოადგენს სახელების პირველ ასოს მელნით ამოტვიფრულს და მის გვერდზე ბრილიანტის ტატუს გამოსახულებას.
ბრილიანტის ტატუ შეიძლება გამოსახული იყოს როგორც ჯვრის, ასევე გვირგვინის, ყვავილის, ბეჭდის თუ გულის ფორმის სიმბოლოებით.
პირამიდას ტატუს მნიშვნელობა
პირამიდას ტატუ წარმოადგენს უძველეს ეგვიპტურ სიმბოლოს, რომელიც თავისი მნიშვნელობით განსაზღვრავს ეგვიპტური კულტურის ცივილიზაციას. პირამიდას ტატუ თავისი მნიშვნელობით შეიძლება ატარებდეს ერთიანობისა და სიმტკიცის ასოციაციას.
ბევრს სწამდა, რომ პირამიდები სხვადასხვა დანიშნულების მატარებელი იყო. მაგალითად, ისინი გამოიყენებოდა როგორც სამარხები ეგვიპტელი ფარაონებისთვის. ეგვიპტელებს სწამდათ ღმერთების, და რომ გარდაცვილილს შეეძლო ზეცაში ასვლა და სამოთხის კარიბჭეში შესვლა პირამიდის საშუალებით. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, პირამიდები ღრმააზროვნად იყო განლაგებული გარკვეული მთვარის ნიშნულით. მათი შესწავლა და დაკვირვება ვარსკვლავებზე და მზეზე იყო გენიალური იმ დროისთვის, რომელიც ათასობით წლებს მოითვლის. ამოუხსნელია, როგორ მოიპოვეს მათ მზის სისტემის შესახებ ასეთი ცოდნა.
პირამიდების ტატუ წარმოადგენს დიადი მიღწევების სიმბოლოსაც. პირამიდას ტატუ ასევე წარმოადგენს სიმბოლურ დატვირთვას პირამიდების ტატუ შეიძლება ატაროს როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა. (tatoo)
evpatori.ge