EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პენჩაკ სილატ / Pencak Silat / Силат - Пенчак Силат »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-17 15:16:53

პენჩაკ სილატ / Pencak Silat / Силат - Пенчак Силат

პენჩაკ სილატი - განზოგადებული დასახელება საბრძოლო ხელოვნებისთვის - მდებარეობა: მალაიზიის არქიპელაგი,  მალაკის ნახევარკუნძული სამხრეთ აღმოსავლეთ აზია.

დასახელების წარმომავლობა

მიიჩნევა რომ სიტყვა სილატი მოდის სიტყვა სილეკიდან (силек), ცეკვა რანდეის ერთ - ერთი შემადგენელი ელემენტი, наряду с бакаба (მოთხრობა), салуанг джо денданг სიმღერა და ცეკვა საკრავ ინსტუმენტზე. სილატი არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნებაა, არამედ არის ცეკვა ხალხური საკრავი ინსტრუმენტების ფონზე.

ისტორია

სილატი ცნობილია მალაიზიის არქიპელაგში მეშვიდე საუკუნიდან. ის ითვლება მალაიზიის ადგილობრივ სტილად, რომლებიც სახლობენ სუმატრისა და მალაიზიის ნახევარკუნძულზე, აჩედან კელანტანამდე, ძირითადად მალაიზიელები ურთიერთობდნენ ინდოეთთან და ჩინეთთან, ძველი დროის ინდონეზიის ხალხის საბრძოლო იარაღების შემადგენლობაში შედიოდა ცალ პირა ხმალი, ფარი და სატყორცნი შუბი. სილატის წარმოშობა ეფუძნება ცხოველების დაკვირვებას და მათ ბრძოლის  შესწავლას, ძირითადად ვებხვისა და მაიმუნის ბრძოლას როგორც მათი ისტორია გადმოგვცემს, მაგრამ ძირითადი დამსახურება საბრძოლო ხელოვნების განვითარებში ჩინურ კუნგ - ფუს მიუძღვის, სწორედ კუნგ - ფუმ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ინდონეზიაში საბრძოლო ხელოვნების ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში სადაც პენჩაკ სილატს დროთა განმავლობაში მიეცა ის სახე რაც დგეს დღეობით გააჩნია. უნდა აღვნიშნო რომ როგორც სტილი საკმაოდ ორიგინალური და ეფექტურია, გარკვეულ წილად ძალიან ჩამოჰგავს ჩინურ კუნგ - ფუს თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავებულია

აღწერა 2

პენჩაკ-სილატი საერთო სახელწოდებაა ინდონეზიური და მალაიური საბრძოლო ხელოვნებებისა, რომლებიც შეიცავენ ორ ძირითად მიმართულებას - ბრძოლა უიარაღოდ და ბრძოლა იარაღით. პენჩაკ-სილატის თანამედროვე სტილებს საფუძვლად დაედო სხვადასხვა ტომებისა და ხალხების საბრძოლო ილეთები, რომლებითაც იყო დასახლებული ინდონეზია, "ასი ათასი კუნძულის" ქვეყანა. პენჩაკ-სილატის სიტყვათა შეთანხმების ყველაზე ზუსტი თარგმანი იქნება ამ სიტყვების ასეთი გადმოცემა: "პენჩაკი" - სხეულის მდგომარეობის ოსტატური შეცვლა თავდაცვისთვის, "სილატი" - პენჩაკის საბრძოლო გამოყენება. ინდონეზიაში ამბობენ: "არ არსებობს სილატი პენჩაკის გარეშე, ხოლო პენჩაკი სილატის გარეშე უსარგებლოა!" 

ისტორია

   პენჩაკ-სილატი გადაეცემოდა თაობიდან თაობამდე უმეტესად ზეპირი ფორმით - მასწავლებლიდან მოსწავლემდე. მისი ისტორიის დიდი ნაწილი ცნობილია არქეოლოგიური არტეფაქტებიდან და ლეგენდებიდან.

   უძველესი გადმოცემის თანახმად სილატი შემუშავებული იყო ქალის მიერ. ისტორია მოგვითხრობს ვინმე დაკვირვებულ ქალზე რამა სუკანა კუნძულ სუმატრადან, რომელიც წავიდა წყალზე და შემთხვევით გახდა ვეფხვისა და გიგანტური ფრინველის ბრძოლის მოწმე. ცხოველთა ჩხუბი დასრულდა ორივეს სიკვდილით. როდესაც ის დაბრუნდა სახლში, მას დაყოვნებისთვის ქმარი გაუჯავრდა. ქმარმა მისი ცემაც კი სცადა მაგრამ ქალმა ყველა მისი შეტევის მოგირიება შეძლო, იხსენებდა რა სულ ცოტა ხნის წინ დანახული ცხოველთა ბრძოლის მოძრაობებს. ამის შემდეგ ცოლ-ქმარმა შექმნა ამ ახალი საბრძოლო ხელოვნების ილეთების ნუსხა, რომელსაც ეწოდა "სილატი". არის კიდევ რეგიონებზე დამოკიდებული რამდენიმე ვარიანტი ამ ისტორიისა - აღმოსავლეთ იავაზე ყვებიან, რომ რამა თვალს ადევნებდა მაიმუნების ბრძოლას, ხოლო დასავლეთ იავაზე სჯერავთ რომ მან ნახა ვეფხვისა და მაიმუნის ბრძოლა. ამ ლეგენდების სიზუსტის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ პენჩაკ-სილატის შექმნა მიეწერება ქალს, გვიჩვენებს ჩვენ საბრძოლო სახეობათა ამ მიმართულების ტექნიკურ განსაკუთრებულობებს.

დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად მართალია ეს ლეგენდა, არქეოლოგიური კვლევები მოწმობენ იმაზე, რომ სილატი მართლაც წარმოიშვა კუნძულ სუმატრაზე, სვირიჯაიას იმპერიაში, და შემდეგ გავრცელდა კუნძულ იავაზე. იავაზე იმ დროში არსებობდა მატარამის სამეფო, რომელიც, როგორც სვირიჯაია, წარმოადგენდა განათლების და რელიგიის ცენტრს, ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის. სამეფო იზიდავდა ბერებს და განსწავლულ მამებს მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან.

   სავაჭრო კავშირების დამსახურებით ოკინავასთან, იაპონიასთან და ჩინეთთან სილატმა შეიძინა სხვადასხვა ჩინური და იაპონური შეიარაღებული საბძოლო ხელოვნებების ნიშანთვისებები. მაგრამ 1300-იანი წლების დასაწყისში პენჩაკ - სილატი იყო წარმოშობილი მალაიური საბრძოლო ხელოვნება, როგორადაც რჩება დღემდე.

   ჰოლანდიური კოლონიზაციის შემდეგ პენჩაკ-სილატმა დაიწყო გავრცელება ნიდერლანდებში ინდონეზიელ იმიგრანტებთან ერთად. ამის შემდეგ ის გავრცელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დღეისათვის ის გახდა საბრძოლო ხელოვნებათა საკმაოდ პოპულარული სახეობა მსოფლიოში.

წესები

პენჩაკ-სილატის ოსტატების მომზადების მიზნით, მათ ევალებათ ვარჯიშებზე შეასრულონ ეგრედწოდებული ვარჯიშები "ჯურუსი", ასევე ეს ვარჯიშები სრულდება პარტნიორთან ერთად.

მანევრირების დასამუშავებლად სრულდება ვარჯიშები "ლანგკაუ" (ნაბიჯები და გადაადგილებები).

კომბინაციაში შესრულებული ვარჯიშების ორივე ტიპს უწოდებენ "დასარ პასანგ", ანუ "სხეულის დინება". ეს ანალოგიურია სხვა აზიური საბრძოლო ხელოვნებებისა.

პენჩაკ-სილატის ტურნირებზე მებრძოლს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ოთხი სახის პაექრობაში:

- ჯურუს ტანდინგ: ორთაბრძოლა (ოლაჰ რაგა).

- ჯურუს ტუნგალ: ინდივიდუალური გამოსვლა (სენი). მებრძოლი აჩვენებს უნარებს აუცილებელ პროგრამაში ჯურუს ვაჯიბ ტუნგალ. მოძრაობები შედგება 14 ჯურუსისგან (მოძრაობის ელემენტები) - 7 ჯურუსი უიარაღოდ, 3 ჯურუსი მაჩეტეს გამოყენებით (გოლოკი ან პარანგი) და 4 ჯურუსი კვერთხით (ტონგკატ ან ტოია). ყოველი მებრძოლი ვალდებულია შეასრულოს ეს 14 მოძრაობა 3 წუთში.

- ჯურუს განდა: წყვილებში ჩვენება სენის. ორი მებრძოლი ერთი გუნდიდან აჩვენებს საკუთარ უნარებს შეტევისა და თავდაცვის ჯურუსებში იარაღით ან უიარაღოდ. ეს მოძრაობები იკავებს ზუსტად 3 წუთს.

- რეგუ: გუნდური ჩვენება სენის. სამი მებრძოლი ერთი გუნდიდან აჩვენებს უნარებს ჯურუს ვაჯიბ რეგუში (აუცილებელი გუნდური ჯურუსი). ეს მოძრაობები სრულდება უიარაღოდ და გრძელდება 5 წუთი.

არენა ორთაბრძოლებისთვის (ტანდინგი) წარმოადგენს კვადრატს ზომით 10 x 10 მ. რინგი წარმოადგენს წრეს დიამეტრით 8 მ, რომელიც განთავსებულია არენის შიგნით. კვადრატული არენის ორ კუთხეში (წითელი და ლურჯი) შესვენებების დროს განლაგებულია მებრძოლები (შესაბამისი ფერის ქამრებით). ორი დანარჩენი კუთხე ნეიტრალურია.

საერთაშორისო შეჯიბრებებში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორივე სქესის წარმომადგენლებმა: ორთაბრძოლებში დიდებში - კაცები და ქალები 17-დან 42 წლამდე. იუნიორების შეჯიბრებებზე - ვაჟები და გოგონები 14-დან 17 წლამდე. ოფიციალურ ტურნირებსი დიდების შეჯიბრებები მიმდინარეობს 7 წონით კატეგორიაში.