EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კარვ მაგა / Крав-мага / Krav Maga »

კატეგორია: საბრ. ხელოვნება

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-24 16:08:33

კარვ მაგა / Крав-мага / Krav Maga

კარვ მაგა  / Крав-мага / Krav Maga 

 

კრავ მაგა წარმოადგენს არა-კონკურენტულ, ტაქტიკურ  საბრძოლო  სისტემას,  რომელიც ისრაელში  განვითარდა  და  მოიცავს  ტექნიკის  ფართო კომბინაციებს, როგორიცაა:  კრივის, მუაი  ტაის, ვინ   ჩუნის,  ძიუდოს,  ჯიუ-ჯიცუს,  ჭიდაობის  და  შერკინების  ელემენტებს,  და   რეალისტურ   საბრძოლო  მომზადებას.

კრავ მაგა  ცნობილია  თავისი მიმართულებით  ნამდვილ  ორთაბრძოლებში  მთელს  მსოფლიოში  როგორც   უაღრესად   ეფექტური  და  სასტიკი   კონტრშეტევებით.  ის   მომდინარეობს   ქუჩის ჩხუბში  გამომუშავებული  უნარებისგან,  რომელიც  დახვეწა  და  განავითარა  უნგრელ-ებრაელმა,  ორთაბრძოლების   ოსტატმა  იმი  ლიხთენფილდმა.  მან  ჩაუყარა  საფუძველი    როგორც  მოკრივემ  და  მოჭიდავემ,   რომელიც   წარმოადგენდა   ებრაელთა  თავდაცვის   საშუალებას  ფაშისტური  ჯგუფის  წინააღმდეგ  ბრატისლავაში  1930-იანი  წლების   შუა  და ბოლო  პერიოდში.   1940-იანი   წლების  ბოლოს,  რასაც  მოყვა  მისი  იმიგრაცია  ისრაელში, მან  დაიწყო  საბრძოლო  გაკვეთილების  ჩატარება, რომ გამხდარიყო     IDF (ისრაელის თავდაცვა) , და  რომელიც  აგრძელებდა  განვითარებას  კრავ მაგას  სახელით.  შემდგომ  ამისა,    ის  კიდევ  უფრო  დაიხვეწა უბრალო  მოქალაქეების,  პოლიციელებისა  და სამხედროებისთვის.  

კრავ  მაგა  მოიცავს  მუქარის  ნეიტრალიზებას,  რომელიც ერთდროულად აკავშირებს   თავდაცვისა  და  თავდასხმის  ელემენტებს    აგრესიული  ქმედებების  მიმართ. ისრაელის  თავდაცვაში  აქტიურად   გამოიყენება  კრავ  მაგა,  როგორც   ჯარში,  ასევე  სწრაფი  რეაგირების  ჯგუფებში ( სპეცნაზი).    ისრაელის  საკანონმდებლო   ხელისუფლება   და  დაზვერვა    წარმატებით იყენებდა  კრავ  მაგას  ხერხებს   და  მეთოდებს. 

krav maga   

ძირითადი  პრინციპები

კრავ  მაგა უხსნის    სტუდენტებს  თავი  აარიდონ  ნებისმიერი  სახის  კონფრონტაციას.  იმ  შემთხვევაში  თუ  ეს  შეუძლებელია  ან  საფრთხისმომცველია, მათ  უფლება  აქვთ  დაასრულონ  ბრძოლა  რაც  შეძლება  სწრაფად.  თავდასხმები   არის  მიმართული სხეულის  ყველაზე  მტკივნეულ  და  დამაზიანებელ  ადგილებზა,  და  მომზადება  არ არის  შეზღუდული  იმ  ტექნიკური  მოსამზადებელი კუთხეებისთვის ,  რომელიც  თავს  არიდებს  სასტიკ  დაზიანებებს. ვარჯიშები  მოიცავენ  მაქსიმალურ  უსაფრთხოებას   თავდაცვითი  მექანიზმის  შესწავლისას  შესაბამისი  ძალების  გამოყენებით.

სტუდენტები  შეისწავლიან   თავდაცვას   ნებისმიერი  სახის  თავდასხმის  წინააღმდეგ,  და  ასწავლიან  დარტყმის  მიყენებას  უსწრაფესი  და  ყველაზე  ეფექტური  გზით.

 კრავ  მაგას  იდეები   წარმოადგენენ:

  1.სწრაფ  კონტრ დარტყმას;   

  2. თავდასხმის  სამიზნეს    სხეულის  ყველაზე  მოწყვლად  ადგილებში,  როგორიცაა: თვალები, კისერი,   სახე,  საზარდულის  არე, ნეკნები,  მუხლი,  თითები  და  სხვა;

   3.   მაქსიმალური ეფექტურობა  და  ნაყოფიერება, იმისათვის  რომ გაანეიტრალოს მოწინააღმდეგე    სწრაფად.

4. როგორ  შეინარჩუნსო  გარშემო  სიტუაცია  საფრთხის  თავიდან  ასაცილებლად,  ან  თავი  როგორ  დააღწიოს    თავდამსხმელებს  თუ  საგნებს.

ვარჯიში  ასევე მოიცავს  სიტუაციურ  ანალიზს  შექმნილი მდგომარეობიდან  გამომდინარე, ასევე  მოიცავს  ქუჩის  კონფრონტაციის ფსიქოლოგიის  სწავლებას,  და   პოტენციური  საფრთხის  გაცნობიერებას  შეტევის  დაწყებამდე,  ის  აგრეთვე  გულისხმობს     ფიზიკურ  თუ  სიტყვიერ  მეთოდებს,   რათა თავიდან   აიცილო  ძალადობა.

krav maga

ისტორია

იმრიჩ  ლიხტენფილდი  დაიბადა  1910  წელს  ბუდაპეშტში, უნგრეთი  და  გაიზარდა  ბრატისლავაში,  სლოვაკია (  ადრე  ცნობილი  როგორც  პოზსონი). ლიხტენფილდი  აქტიურად  იყო  ჩართული,  კერძოდ:  გიმნასტიკაში, ჭიდაობაში, კრივში. ლიტენფილდმა   გამარჯვება  მოიპოვა  სლოვაკეთის  ახალგაზრდა მძლეოსანთა  ჩემპიონატში  და 1929  წელს   უფროს  ასაკთა  შორის  ჩემპიონატში (  მსუბუქ  და მძიმე  წონიანებს  შორის).  იმავე  წელს  მან მოიგო ნაციონალურ  მოკრივეთა  ჩემპიონატი და  საერთაშორისო  გიმნასტიკის  ჩემპიონატი.  მომდევნო   10  წლის   განმავლობაში, მისი  მძლეოსნური  აქტივობა    ფოკუსირებული  იყო  ჭიდაობაზე,  როგორც  კონკურსანტისა და  მწვრთნელისა.

1930-იან  წლებში ანტი-სემიტურმა  ამბოხმა  საფრთხე  შეუქმნა  ბრატისლავაში  მცხოვრებ  ებრაელებს.  ლიხტენფილდი    სათავეში  უდგას  ებრაელ  მოკრივეთა   და  მოჭიდავეთა  ჯგუფს,  რომლებიც  გამოვიდნენ  ქუჩაში  რათა  დაეცვათ  ებრაელთა  სათვისტომოს  დასაცავად   მზარდი  ფაშისტური   და  ანტი-სემიტური  ავაზაკებისაგან.  ლიხტენფილდმა   სწრაფად  აღმოაჩინა,  რომ  ნამდვილი  ჩხუბი  სრულიად  განსხვავდებოდა  შეჯიბრებებისაგან,  და  მიუხედავად  იმისა  რომ,  კრივი  და   ჭიდაობა  წარმოადგენენ  კარგ  სპორტს,  ისინი  ყოველთვის  არ  წარმოადგენდნენ    ქუჩის  ჩხუბების  სასტიკი  და  აგრესიული  ბუნების  ზოგიერთ  სახეობას.  ამ პერიოდში  მან  დაიწყო  იდეების გადაფასება  ჩხუბის   შესახებ,  რასაც  მოყვა  ტექნიკური  უნარების  გამომუშავება,  რამაც  საბოლოოდ  კრავ  მაგა   შექმნა.  მას  შემდეგ  რაც  ის    დაუპირისპირდა  ადგილობრივ   ანტი-სემიტურ ავტორიტეტებს,  ლიხტენფილდმა  დატოვა  სამშობლო,  ოჯახი,  მეგობრები  და  ლტოლვილთა  გემით  გაიქცა  ევროპაში. ამის  შემდეგ  ის  შეუერთდა  ჰაგანას  ნახევრად გასამხედროებულ    ორგანიზაციის   რიგებს,   რათა დაეცვა  ახალ  ჩამოსული  ებრაელები  ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან. 1944 წელს  ლიხტენფილდი  შეუდგა   მებრძოლების   წვრთნას  ისეთ  საკითხებში როგორიცაა:  ფიზკულტურა,  ცურვა,  ჭიდაობა  და დანით   თავდამსხმელის   მოგერიება.   ამ  პერიოდის  განმავლობაში,  ლიხტენფილდი  წვრთნიდა  ჰაგანასა  და  პალმაქის რამოდენიმე  ელიტურ  რაზმებს ( ისრაელის  თავდაცვის ძალების განსაკუთრებული  რაზმებსა  და  ჰაგანას  დამრტყმელ   ძალას).               

1948  წელს,  როდესაც  ისრაელის  სახელმწიფო  დაარსდა,  სწორედ  მაშინ  შეიქმნა  IDF ( ისრაელის  თავდაცვა),  ლიხტენფილდი,  როგორც  მთავარი  ხელმძღვანელი,  სათავეში  ჩაუდგა კრავ მაგას  საბრძოლო  სკოლას. ის  20   წელი  მსახურობდა  ისრაელის  თავდაცვით  სასტემაში,  რომლის    დროსაც   მან  დააფუძნა  და  განავითარა  მის  მიერ შექმნილი  თავდაცვის  უნიკალური  მეთოდი.  თავდაცვა  არ  წარმოადგენდა  რაიმე  ახალ   კონცეფციას,  მას  შემდეგ  რაც  თითქმის  ყველა  საძრძოლო  ხელოვნებამ  განვითარება  ჰპოვა  თაცდაცვით  ტექნიკაში.  თუმცა,  თავდაცვა  მკაცრად  ეფუძნებოდა   ადამიანის  სხეულის მეცნიერულ  და  დინამიურ პრინციპებს.  ამ  საბრძოლო  ხელოვნების  გამგრძელებლად  მან  აირჩია ელი  ავკქზარი,  რომელმაც  თავის  მხრივ  კიდევ  უფრო  დახვეწა  კრავ მაგას  ტექნიკა.

ლიხტენფილდის  სტრუდენტთა  პირველმა  და მეორე  თაობამ  ჩამოაყალიბა  ახალი  სამოქალაქო  და  საერთაშორისო  კრავ  მაგას  ფედერაცია.       

 

 

შეფასების  სისტემა

კრავ   მაგას  ორგანიზაციები  ისრაელში,  როგორიცაა   IKMA ( ისრაელის   კრავ  მაგას  ასოცოაცია),   KMF (კრავ   მაგას  ფედერაცია)   და ბუკანი  იყენებენ  იმი  ლიხტენფილდის   ფერადი  ქამრის  შეფასების  სისტემას,   რომელიც  ეფუძნება  ძიუდოს  რანგის  სისტემას. ის  იწყება  თეთრი   ქამრით, შემდეგ   ყვითელი,  ნარინჯისფერი,  მწვანე,  ლურჯი,  ყავისფერი  და შავი.