ვაჟის სახელები |
ძაბული (ქართული) განსაკუთრებით გავრცელებულია სამეგრელოში, მიღებული ჩანს ‘ძღაბი’ ( " გოგო ") სიტყვის მოფერებითი ფორმისაგან: ძაბი, ძაბა→ძაბული. ძაძუ – გავრცელებული სახელია დასავლეთ საქართველოში, ყაბარდოულად ნიშნავს " ჩვილს ", " ძუძუმწოვარს ". მსგავსი სახელი გვხვდება აგრეთვე ხურიტულში. ძიძია (ქართული) ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის " ხევისბერი გოჩას " ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია. |