ვაჟის სახელები |
ყაისარ - გვხვდება აგრეთვე ყაისო-ს ფორმით. იგივეა, რაც კეისარი ( " მეფე "). ყარამან (სპარსული) " გმირი ". ყაფლან (თურქული) " ვეფხვი ". აქედანაა გვარი ყაფლანიშვილი. ყვარყვარე (ქართული) მიღებული ჩანს უყვარს ზმნის ძირის გაორკეცებით. თუ ასეა, " საყვარელს " უნდა ნიშნავდეს. ათაბაგთა საგვარულო სახელი იყო და არაერთგზის გვხვდება ისტორიულ პირთა სახელად. ყვარყვარე ჰქვია პოლიკარპე კაკაბაძის კომედიის " ყვარყვარე თუთაბერის " მთავარ პერსონაჟს, უქნარა მოლაყბეს, რომელიც ხალხს შემთხვევით რევოლუციის გამოჩენილი მოღვაწე ჰგონია.
|