EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ავტომობილი, რომელიც 100 წელი საწვავის გარეშე იმუშავებს »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2013-06-25 20:39:48
ავტომობილი, რომელიც 100 წელი საწვავის გარეშე იმუშავებს
გამომგონებელმა და კომპანია Laser Power Systems-ის ხელმძღვანელმა ჩარლზ სტივენსმა რამოდენიმე დღის წინ მსოფლიოს გააცნო კონცეპტი Thorium-ავტომობილის პროექტი, რომელიც ატომურ ენერგიაზე იმუშავებს. მოდით გავეცნოთ ამ პროექტს უფო კარგად.
ეს იდეა ახალი არაა. 2009 წელს კადილაკმა წარმოადგინა მსგავს მოდელი. ეს მხოლოდ მაკეტი იყო, მაშინ ამ იდეის განხორციელება არც არავის უფიქრია. ჩარლზ სტივენსმა ინჟინერთა ჯგუფთან ერთად შეიმუშავა ძრავი, რომელიც საწვავად ნაკლებრადიაციულ მეტალ თორიუმს იყენებს. მეცნიერთა აზრით ამ მეტალის გრამი 30 ათასი ლიტრი ბენზინის ექვივალენტურია.
Thorium რეაქტორის მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგია შეიძლება უკან დაბრუნდეს ქსელში ან დატენოს სხვა ელექტრომოწყობილობა. ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ავტომობილის პროტოტიპი 2 წლის შემდეგ ექნება.
თორიუმი ეს ურანის მსგავსი ნივთიერებაა და გამომდინარე იქედან, რომ მას დიდი სიმკვრივე გააჩნია, ნივთიერებას აქვს უნარი გამოყოს უზარმაზარი რაოდენობით ენერგია. სტივენსი ფიქრობს, რომ 8 გრამი თორიუმი საკმარისი იქნება, რომ ავტომობილს ექსპლუატაციის მთელს პერიოდზე საწვავი აღარ დასჭირდეს. 227 კგ. წონის ძრავი ნებისმიერი ავტომობილის კაპოტის ქვეშ შეიძლება მოთავსდეს.
თუ თორიუმი მართლა გახდება ენერგიის მთავარი წყარო, მაშინ ავსტრალია გადაიქცევა მთავარ ენერგოგიგანტად. ავსტრალია ფლობს 333 690 ტონა თორიუმის მარაგს, რაც მსოფლიო მარაგების 1/4-1/6-ია