EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« იაპონია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2012-12-03 22:49:28

 

იაპონია — კუნძული-სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, წყნარ ოკეანეში, ჩინეთის, კორეისა და რუსეთის აღმოსავლეთით. 3.000-ზე მეტ კუნძულთა შორის, რომელზეც ეს ქვეყანა მდებარეობს, ძირითადია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ. 128 მილიონი მოსახლით იაპონია სიდიდით მეათეა მსოფლიოში. ეკონომიკური ზესახელმწიფო, იაპონია ნომინალური მშპ-ით მსოფლიოში სიდიდით მეორეა აშშ-ის შემდეგ. ის ასევე მსოფლიო ლიდერია ტექნოლოგიასა და მანქანათმშენებლობაში.
 
 
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, განლაგებულია იაპონიის არქიპელაგის კუნძულებზე – ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ, სიკოკუ და რიუკიუ.
>ფართობი: 372.200 კვ.კმ. საზღვრები – 9,426 კმ.
>ბუნება: გეოგრაფიული რაიონები – ჰოკაიდო, ჩრდილო-აღმოსავლეთი, ცენტრი და სამხრეთ-დასავლეთი. მთავარი ქედი – იაპონიის ალპები. >უმაღლესი მწვერვალები (მ) – ფუძიამა 3.776, კიტა-დაკე 3.192; მთავარი მდინარეები (კმ) – შინანო-გავა 367, ტონე-გავა 322, იშიკარი-გავა 268, ტეშიო-გავა 256; მთავარი ტბები (კვ.კმ) – ბივა 670, კასუმი-გა-ურა 168, სარომა-კო 152, ინავაშირო-კო 103; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) – ჰონსიუ 227.939, ჰოკაიდო 77.981, კიუსიუ 36.728, სიკოკუ 18.297, ეტოროფუ-ტო 3.183, კუნაშირი-ტო 1.499, ოკინავა-ჯიმა 1.204;
>კლიმატი – ზომიერი, ტროპიკული.
>ბუნებრივი რესურსები: უმნიშვნელო მინერალური რესურსები, თევზი.
 
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სიტყვა „იაპონია" იყო სწრაფი ეკონომიკური პროგრესისა და თამამი ტექნიკური აზრის სიმბოლო. მაღალხარისხოვანმა და შედარებით იაფმა იაპონურმა ავტომობილებმა, ელექტრონიკამ და კომპიუტერებმა დაიკავა მსოფლიო ბაზრის მნიშველოვანი სეგმენტი. 1997 წლიდან ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა.
>ეროვნული პროდუქტი: მოცულობა – 4.812 მლრდ $ (მე-2 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე – 38.160 $; სტრუქტურა (%) – სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 37, მომსახურება 61.
>ექსპორტი: სამანქანო მოწყობილობები, ავტომობილები, ელექტრომოწყობილობები, ფოლადი, ქიმიკატები.
>ბიუჯეტი: 441,000 მლნ $.
>ვალუტა: იენი (JPY).
>კომპანიები: მიცუი, მიცუბიში, იტოჩუ, მარუბენი, სუმიტომო, ტოიოტა მოტორსი, ნიშო ივაი.
>ბანკები: ტოკიო-მიცუბიში, სუმიტომო ბანკი, დაი-იჩი-კანგიო ბანკი, ფუჯი ბანკი, სანვა, საკურა ბანკი