EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« შალვა რამიშვილმა მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრისას აგინა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-11 21:40:03

შალვა რამიშვილმა მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრისას აგინა

 

 

ჟურნალისტმა, შალვა რამიშვილმა ქობულეთში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრისას აგინა. ამის შესახებ რამიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ქობულეთში ერთ-ერთი სასტუმროს აუზთან პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა და როგორც შემდეგ უთხრეს ხელებს შლიდა და პრეზიდენტს აგინებდა. “ქობულეთში ვიყავი გუშინ. შეხვედრაზე ვიჯექი სასტუმროს აუზთან. გაიჩითა სააკაშვილი. ავდექი. აუზის ერთ კიდესთან ეგ იდგა მეორესთან – მე. მერე მითხრეს, ხელებს შლიდი და აგინებდიო… ნერვები არ მივარგა, დავბერდი!”,- წერს რამიშვილი და იქვე კომენტარებში დასძენს, რომ ძალიან აწუხებს, მის მიმართ ბოღმა რომ ჩაჰყვა. “იდგა და მერე წავიდა.. ოჯახთან ერთად იყო. აქეთ ვიყავით მე, კოკა ყანდიაშვილი და კიდევ ჩემი მეგობარი ბიჭების დიდი სასტავი, რომლებსაც ძალიან, ძალიან ვესკი პრიჩინა აქვთ, რომ მიშა არ ევასებოდეთ. არ ვიცი, ამ გაბოროტებულობისაგან როგორ გავთავისუფლდე, ან გავთავისუფლდე კი საერთოდ?! სინამდვილეში მაგრად მაწუხებს, რომ ჩამყვა ამ სუბიექტის ბოღმა ძალიან”, – წერს რამიშვილი.