EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პაპუაშვილმა უმცირესობას მიმართა - ბიჭო შენ დაწყნარდი საერთოდ, ყვავებო თქვენა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-11 21:53:52

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სხდომაზე, თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობა სიტყვიერ შელაპრაკებაში გადაიზარდა. 

შელაპრაკება მოხდა "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა პაპუაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს - აკაკი მინაშვილს, სერგო რატიანს, ჩიორა თაქთაქიშვილს და გოკა გაბაშვილს შორის.

დაპირისპირება სერგო რატიანის განცხადებამ გამოიწვია, სადაც რატიანმა განმარტა, რომ "ჩვენ ვიმყოფებით ახლა ადამიანის უფლებათა კომიტეტში და არა იურიდიულ კომიტეტში ან სხვა რაიმე კომიტეტში. ეს კიდევ სხვა განზომილებაა", რაზეც უმრავლესობის წევრებმა შეაწყვეტინეს და უშუალოდ საქმეზე გადასვლა სთხოვეს.

"თუ შეიძლება, ვლაპარაკობ რა, ამიტომ მოვითხოვ... საქმე ეხება იმას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოითხოვდნენ დეოკუპაციას თქვენ ჩააგდეთ მანქანაში და დააკისრეთ იგივე ჯარიმა, რასაც თხოულობთ იმ ოკუპანტებისგან რომლებმაც გადმოკვეთეს საზღვარი," - დასძინა რატიანმა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

არეულობას ზაზა პაპუაშვილის კომენტარი მოჰყვა - "მასხარა დაუძახე შენი ოჯახის წევრებს, გასაგებია? ხმას დაუწიე ბიჭო და ყურები გამოიფხიკე, გაფრთხილებთ!", - მიმართა პაპუაშვილმა მინაშვილს და გაბაშვილს.

პაპუაშვილს თაქთაქიშვილი გამოეხმაურა, რაზეც პაპუაშვილმა მიუგო - "გაგაგორებინებ მე შენ კოჭს, ქალი ხარ, პროსტა." 

თაქთაქიშვილს, გოკა გაბაშვილი და აკო მინაშვილი გამოესარჩლნენ. რასაც პაპუაშვილის კომენტარი მოჰყვა - "ბიჭო შენ დაწყნარდი საერთოდ ყვავებო თქვენა. ძაან არ მინდა ასეთ დებატებში შესვლა რა, მაგრამ ესეთ უტიფრობას, უზრდელობას და ხეპრეობას ვერ ავიტან ვერავისგან. ხეპრე და უზრდელი ხარ შენ, დაწყნარდი რა შე გოშია, ქუჩის ბირჟაზე ხარ შენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.