EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ყარაბაღის პროცესში ომის შესაძლებლობა იზრდება »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-12 11:11:51

07 / 12 / 13

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მთავარი - კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთნდობის დეფიციტი, უცვლელი დარჩა. ამის შესახებ განცხადება ვანშინგტონის კარნეგის ფონდის მეცნიერმა თომას დე ვაალმა ერევანში, თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის სახელწოდებაა "შავი ბაღი: სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობასა და ომს შორის - 10 წლის შემდეგ". მისი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ არსებული სიტუაცია თანდათანობით უარესდება. 

თავად ავტორის განცხადებით, მისი ახალი ნამუშევარი ჯერ კიდევ 2003 წელს გამოქვეყნებული წიგნის "შავი ბაღი: სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობასა და ომს შორის" განახლებული ვერსიაა. 
"ნდობის დეფიციტის კუთხით, სიტუაცია ყოველწლიურად უარესდება, სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობა კონფლიქტის მხარეების შეიარაღების დინამიური ტემპის შედეგად, იზრდება. არ შეიძლება თქმა იმისა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა სამხედრო მოქმედებები დაიწყოს, თუმცა ახალი ომის შესაძლებლობა ყოველწლიურად იზრდება", - განაცხადა დე ვაალმა. 
მისივე თქმით, შეიარაღების გაზრდის პროცესთან ერთად იზრდება რეგიონში დაძაბულობა, რაც ერთ დღეს შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის დროს იყო.