EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თეა წულუკიანის ცოცხლად დამარხული ბიძაშვილი შემზარავ ისტორიაზე საუბრობს! »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-12 11:24:09
07 / 12 / 13
შემზარავი ისტორია, რომელიც მკითხველს შოკში ჩააგდებს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახლო ნათესავი კალინ ჩხვიმიანი ასახელებს იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც საფლავი გაუთხარეს და ცოცხლად დამარხეს.
ბატონი კალინ ჩხვიმიანი პირადად დამიკავშირდა, მისი დიდი სურვილი იყო, “ქრონიკისთვის” ინტერვიუ მიეცა.
ის არნახული წამების შემდეგ “ქრონიკასთან” პირველად ალაპარაკდა. ჩვენი გაზეთით კალინ ჩხვიმიანი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თხოვნით, მისი წამების საქმე გამოიძიონ. ეს საზარელი ამბავი კი 2003 წლის ნოემბერში დაიწყო.
_ ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, ტელეფონზე დამირეკეს ჩემთვის უცხო პირებმა და მითხრეს, რომ ისინი კარგად არ მიცნობდნენ, თუმცა მთხოვეს, ბოლნისის მაშინდელი გამგებლის, ზურაბ ჯაფარიძის შვილის კოორდინატები გამეგო და მის გატაცებაში დავხმარებოდი. ვკითხე მათ, ვინ იყვნენ და საიდან მიცნობდნენ. პასუხი იყო ასეთი: თუ ჯაფარიძის შვილის პოვნაში დავთანხმდებოდი, მაშინ შემხვდებოდნენ. კატეგორიული უარი ვუთხარი და გავაფრთხილე, რომ არ დაერეკათ და საერთოდ, ჩემი სახელი დაევიწყებინათ. გაფრთხილების მიუხედავად, ზარი რამდენჯერმე განმეორდა.
_ ბატონო კალინ, თქვენთან რატომ რეკავდნენ, კრიმინალური სამყაროდან იყავით?
_ არა, ახალი განთავისუფლებული ვიყავი ციხიდან. მე ვიყავი შუამავალი გატაცებულის საქმეზე, ექვსმა პირმა გაიტაცა ადამიანი, ჩართული ვიყავი მის გამოხსნაში, ითხოვდნენ ფულს და ფულის გადაცემა მოხდა ჩემი მეშვეობით და დავაბრუნე გატაცებული პიროვნება. ამ საქმეში მივიღე მონაწილეობა სრულიად უანგაროდ, თუმცა დამაკავეს, რადგან გამტაცებლები არ ჩავუშვი. თქვენ მე მკითხეთ, რატომ დამიკავშირდნენ და რატომ მთხოვეს დახმარება ჯაფარიძის შვილის გატაცებაში. ჩემი აზრით, ზონიდან ვიღაც ძალიან კარგად მიცნობდა, ან ვფიქრობ, ვიღაცამ მახე დამიგო. შევშინდი, ჩავთვალე, ვიღაც პროვოკაციას მიწყობდა, ეს ამბები ჩემს ახლობელს, თენგო აფრასიძეს მოვუყევი, ის მაშინ რუსთავის პოლიციაში მუშაობდა. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენე ზაზა გუშუანი, რომელიც იმჟამად დმანისის მერი იყო. აქვე გეტყვით, რომ მე ვცხოვრობ დმანისში, მათ მირჩიეს, ზურაბ ჯაფარიძესთან მივსულიყავი და ყველაფერი მომეყოლა, აი, აქედან დაიწყო ჩემი უბედურება. არადა, აბსოლუტურად გულწრფელად ვუთხარი ზურაბ ჯაფარიძეს, _ ახალი გამოსული ვარ ციხიდან, ჩემთვის უცნობი პირები მირეკავენ, მთხოვენ შენი შვილის გატაცებაში დავეხმარო, გაფრთხილდით, თუ რამე მოხდება, არაფერი დამაბრალოთ.
_ ზურაბ ჯაფარიძის შვილის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით იგეგმებოდა, თუ ანგარიშსწორების მიზნით?
_ ზურაბ ჯაფარიძე ლევან მამალაძის მარჯვენა ხელი იყო, ნახევარი ოქრო ამათ გაზიდეს. ჯაფარიძეც იყო დაპატიმრებული ამ საქმეზე სააკაშვილის რეჟიმის დროს.
_ პირადად შეხვდით ზურაბ ჯაფარიძეს ამ ინფორმაციის გადასაცემად?
_ დიახ, მისი ნომერი გავიგე, დავურეკე და ვუთხარი, სასწრაფოდ შემხვედროდა თბილისში, ქაშუეთის ეკლესიასთან. მომისმინა, მადლობა გადამიხადა და მითხრა, _ თუ კიდევ დამიკავშირდებოდნენ, საქმის კურსში ჩამეყენებინა ის. გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, მე ჩავჯექი გლდანისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში. იმ საღამოს დედაჩემთან უნდა დავრჩენილიყავი, ჩამოვედი მეტრო “ახმეტელთან”, 50 მეტრი არ მქონდა გავლილი, უკანიდან ხელი ორმა ახოვანმა მამაკაცმა მტაცა და შემაგდეს პიკაპში. იმ მანქანაში იჯდა ზურაბ ჯაფარიძე...
_ საიდან იცოდა მარშრუტი ზურაბ ჯაფარიძემ, თქვენ მას გაანდეთ საით მიდიოდით?
_ არა, ჩემი მარშრუტის შესახებ არაფერი მითქვამს, როგორც ჩანს, ამედევნენ.
_ თქვენ ამბობთ, რომ გაგიტაცეს, სად მიგიყვანეს?
_ დიღმის სამმართველოში. როგორც ჩანს, ჯაფარიძეს პოლიციელები გაფრთხილებული ჰყავდა, მელოდნენ. ჯაფარიძეები დიდი მაფიური კლანია და ფესვები აქვთ გამდგარი. ბოლოს “ნაციონალებსაც” შეეკვრნენ. მოკლედ, პოლიციელებმა წიხლქვეშ გამიგდეს, მიყვიროდნენ, _ შენ გინდოდა ჯაფარიძის შვილის გატაცება? სანამ არ დაიღალნენ ჩემი ცემით, არ მომეშვნენ. გაოგნებული ვიყავი, მაიძულებდნენ, მეღიარებინა ჯაფარიძის შვილის გატაცება, ეს რომ მეთქვა, 14 წელი მქონდა მისჯილი, ისევ ციხეში წასვლას სიკვდილი ვარჩიე.
_ გიყურებდათ ზურაბ ჯაფარიძე, როგორ გცემდნენ?
_ რა თქმა უნდა... მას ვუთხარი, _ ზურა, ასე მიხდი სიკეთეს? მან მიპასუხა, _ თუ არ დავასახელებდი თანამზრახველებს, სიკვდილს მომანატრებდა. მე ვუთხარი, _ რა თანამზრახველები, მე რომ მოტაცება მდომებოდა, შენთან მოვიდოდი და გაგაფრთხილებდი-მეთქი? რატომ მღუპავ, რატომ სჩადიხარ ამხელა ცოდვას, ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდება, ნუ მომკლავ-მეთქი. იცით, დღეს მე სიკვდილის აღარ მეშინია, თავი მაქვს გადადებული. იცით, რამდენჯერ შემოვირტყი ბომბები ფიქრში წელზე, რამდენჯერ შევედი ფიქრებით ზურაბ ჯაფარიძის ოჯახში და ავაფეთქე, ათი წელი გავიდა იმ ამბიდან და ჩემში ასეთი საშინელი ფიქრები ტრიალებს. მეცნიერულად და ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, თუ კაცს ასეთი აზრები აქვს აკვიატებული, ის ამ საქმის გამკეთებელია. თუ სამართალს ვერ ვიპოვი, მართლა გამკეთებელი ვარ.
_ ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს, დიღმის სამმართველოდან სად წაგიყვანეს?
_ ჩემი ცემიდან ერთი საათის შემდეგ შემიყვანეს დიღმის სამმართველოს უფროსის მოადგილის კაბინეტში, ზურაბ ჯაფარიძეც იქ იყო. მას უთხრა, ამ კაცს ვერ დავაკავებო. ჯაფარიძემ სთხოვა, მაშინ ბოლნისში გადამაყვანინეთო, რაზეც უარი მიიღო, _ ამ კაცს ვერ დავაკავებ, დანაშაული არ აქვს ჩადენილი და რა გავუფორმოო. ჩემს თვალწინ ჯაფარიძემ პოლიციელებს უთხრა, რომ მისი კაბინეტიდან გავეყვანე. მათ გამიყვანეს, იქ რა ილაპარაკეს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჯაფარიძემ დაიყოლია ჩემს ბოლნისში გადაყვანაზე, ჩამსვეს მსუბუქ მანქანაში, სამ შეიარაღებულ პოლიციელთან ერთად წამიყვანეს ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში, იქაც მელოდნენ. პოლიციის უფროსიდან დაწყებული, ყველა მე მირტყამდა. მეორე დღეს ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, _ ეს ვისთან მოგეცა საქმე, ჯაფარიძეები მკვლელები არიან, აღიარე, ვითომ იგონებოდი, 10-15 “სუტკას” გაგიფორმებენ და გაგიშვებენ, თორემ ესენი ცემაში სულს ამოგხდიანო. იმ საღამოს მოვიდა მთვრალ მდგომარეობაში ზურაბ ჯაფარიძის ძმა _ მერაბ ჯაფარიძე. პოლიციელების თანდასწრებით, იარაღის მუქარით, მაიძულებდა, თანშემზარავი ისტორია, რომელიც მკითხველს შოკში ჩააგდებს. იუსტიციის მინისტრის _ თეა წულუკიანის ახლო ნათესავი კალინ ჩხვიმიანი ასახელებს იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც საფლავი გაუთხარეს და ცოცხლად დამარხეს. ბატონი კალინ ჩხვიმიანი პირადად დამიკავშირდა, მისი დიდი სურვილი იყო, “ქრონიკისთვის” ინტერვიუ მიეცა. ის არნახული წამების შემდეგ “ქრონიკასთან” პირველად ალაპარაკდა. ჩვენი გაზეთით კალინ ჩხვიმიანი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თხოვნით, მისი წამების საქმე გამოიძიონ. ეს საზარელი ამბავი კი 2003 წლის ნოემბერში დაიწყო.
_ ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, ტელეფონზე დამირეკეს ჩემთვის უცხო პირებმა და მითხრეს, რომ ისინი კარგად არ მიცნობდნენ, თუმცა მთხოვეს, ბოლნისის მაშინდელი გამგებლის, ზურაბ ჯაფარიძის შვილის კოორდინატები გამეგო და მის გატაცებაში დავხმარებოდი. ვკითხე მათ, ვინ იყვნენ და საიდან მიცნობდნენ. პასუხი იყო ასეთი: თუ ჯაფარიძის შვილის პოვნაში დავთანხმდებოდი, მაშინ შემხვდებოდნენ. კატეგორიული უარი ვუთხარი და გავაფრთხილე, რომ არ დაერეკათ და საერთოდ, ჩემი სახელი დაევიწყებინათ. გაფრთხილების მიუხედავად, ზარი რამდენჯერმე განმეორდა.
_ ბატონო კალინ, თქვენთან რატომ რეკავდნენ, კრიმინალური სამყაროდან იყავით?
_ არა, ახალი განთავისუფლებული ვიყავი ციხიდან. მე ვიყავი შუამავალი გატაცებულის საქმეზე, ექვსმა პირმა გაიტაცა ადამიანი, ჩართული ვიყავი მის გამოხსნაში, ითხოვდნენ ფულს და ფულის გადაცემა მოხდა ჩემი მეშვეობით და დავაბრუნე გატაცებული პიროვნება. ამ საქმეში მივიღე მონაწილეობა სრულიად უანგაროდ, თუმცა დამაკავეს, რადგან გამტაცებლები არ ჩავუშვი. თქვენ მე მკითხეთ, რატომ დამიკავშირდნენ და რატომ მთხოვეს დახმარება ჯაფარიძის შვილის გატაცებაში. ჩემი აზრით, ზონიდან ვიღაც ძალიან კარგად მიცნობდა, ან ვფიქრობ, ვიღაცამ მახე დამიგო. შევშინდი, ჩავთვალე, ვიღაც პროვოკაციას მიწყობდა, ეს ამბები ჩემს ახლობელს, თენგო აფრასიძეს მოვუყევი, ის მაშინ რუსთავის პოლიციაში მუშაობდა. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენე ზაზა გუშუანი, რომელიც იმჟამად დმანისის მერი იყო. აქვე გეტყვით, რომ მე ვცხოვრობ დმანისში, მათ მირჩიეს, ზურაბ ჯაფარიძესთან მივსულიყავი და ყველაფერი მომეყოლა, აი, აქედან დაიწყო ჩემი უბედურება. არადა, აბსოლუტურად გულწრფელად ვუთხარი ზურაბ ჯაფარიძეს, _ ახალი გამოსული ვარ ციხიდან, ჩემთვის უცნობი პირები მირეკავენ, მთხოვენ შენი შვილის გატაცებაში დავეხმარო, გაფრთხილდით, თუ რამე მოხდება, არაფერი დამაბრალოთ.
_ ზურაბ ჯაფარიძის შვილის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით იგეგმებოდა, თუ ანგარიშსწორების მიზნით?
_ ზურაბ ჯაფარიძე ლევან მამალაძის მარჯვენა ხელი იყო, ნახევარი ოქრო ამათ გაზიდეს. ჯაფარიძეც იყო დაპატიმრებული ამ საქმეზე სააკაშვილის რეჟიმის დროს.
_ პირადად შეხვდით ზურაბ ჯაფარიძეს ამ ინფორმაციის გადასაცემად?
_ დიახ, მისი ნომერი გავიგე, დავურეკე და ვუთხარი, სასწრაფოდ შემხვედროდა თბილისში, ქაშუეთის ეკლესიასთან. მომისმინა, მადლობა გადამიხადა და მითხრა, _ თუ კიდევ დამიკავშირდებოდნენ, საქმის კურსში ჩამეყენებინა ის. გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, მე ჩავჯექი გლდანისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში. იმ საღამოს დედაჩემთან უნდა დავრჩენილიყავი, ჩამოვედი მეტრო “ახმეტელთან”, 50 მეტრი არ მქონდა გავლილი, უკანიდან ხელი ორმა ახოვანმა მამაკაცმა მტაცა და შემაგდეს პიკაპში. იმ მანქანაში იჯდა ზურაბ ჯაფარიძე...
_ საიდან იცოდა მარშრუტი ზურაბ ჯაფარიძემ, თქვენ მას გაანდეთ საით მიდიოდით?
_ არა, ჩემი მარშრუტის შესახებ არაფერი მითქვამს, როგორც ჩანს, ამედევნენ.
_ თქვენ ამბობთ, რომ გაგიტაცეს, სად მიგიყვანეს?
_ დიღმის სამმართველოში. როგორც ჩანს, ჯაფარიძეს პოლიციელები გაფრთხილებული ჰყავდა, მელოდნენ. ჯაფარიძეები დიდი მაფიური კლანია და ფესვები აქვთ გამდგარი. ბოლოს “ნაციონალებსაც” შეეკვრნენ. მოკლედ, პოლიციელებმა წიხლქვეშ გამიგდეს, მიყვიროდნენ, _ შენ გინდოდა ჯაფარიძის შვილის გატაცება? სანამ არ დაიღალნენ ჩემი ცემით, არ მომეშვნენ. გაოგნებული ვიყავი, მაიძულებდნენ, მეღიარებინა ჯაფარიძის შვილის გატაცება, ეს რომ მეთქვა, 14 წელი მქონდა მისჯილი, ისევ ციხეში წასვლას სიკვდილი ვარჩიე.
_ გიყურებდათ ზურაბ ჯაფარიძე, როგორ გცემდნენ?
_ რა თქმა უნდა... მას ვუთხარი, _ ზურა, ასე მიხდი სიკეთეს? მან მიპასუხა, _ თუ არ დავასახელებდი თანამზრახველებს, სიკვდილს მომანატრებდა. მე ვუთხარი, _ რა თანამზრახველები, მე რომ მოტაცება მდომებოდა, შენთან მოვიდოდი და გაგაფრთხილებდი-მეთქი? რატომ მღუპავ, რატომ სჩადიხარ ამხელა ცოდვას, ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდება, ნუ მომკლავ-მეთქი. იცით, დღეს მე სიკვდილის აღარ მეშინია, თავი მაქვს გადადებული. იცით, რამდენჯერ შემოვირტყი ბომბები ფიქრში წელზე, რამდენჯერ შევედი ფიქრებით ზურაბ ჯაფარიძის ოჯახში და ავაფეთქე, ათი წელი გავიდა იმ ამბიდან და ჩემში ასეთი საშინელი ფიქრები ტრიალებს. მეცნიერულად და ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, თუ კაცს ასეთი აზრები აქვს აკვიატებული, ის ამ საქმის გამკეთებელია. თუ სამართალს ვერ ვიპოვი, მართლა გამკეთებელი ვარ.
_ ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს, დიღმის სამმართველოდან სად წაგიყვანეს?
_ ჩემი ცემიდან ერთი საათის შემდეგ შემიყვანეს დიღმის სამმართველოს უფროსის მოადგილის კაბინეტში, ზურაბ ჯაფარიძეც იქ იყო. მას უთხრა, ამ კაცს ვერ დავაკავებო. ჯაფარიძემ სთხოვა, მაშინ ბოლნისში გადამაყვანინეთო, რაზეც უარი მიიღო, _ ამ კაცს ვერ დავაკავებ, დანაშაული არ აქვს ჩადენილი და რა გავუფორმოო. ჩემს თვალწინ ჯაფარიძემ პოლიციელებს უთხრა, რომ მისი კაბინეტიდან გავეყვანე. მათ გამიყვანეს, იქ რა ილაპარაკეს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჯაფარიძემ დაიყოლია ჩემს ბოლნისში გადაყვანაზე, ჩამსვეს მსუბუქ მანქანაში, სამ შეიარაღებულ პოლიციელთან ერთად წამიყვანეს ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში, იქაც მელოდნენ. პოლიციის უფროსიდან დაწყებული, ყველა მე მირტყამდა. მეორე დღეს ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, _ ეს ვისთან მოგეცა საქმე, ჯაფარიძეები მკვლელები არიან, აღიარე, ვითომ იგონებოდი, 10-15 “სუტკას” გაგიფორმებენ და გაგიშვებენ, თორემ ესენი ცემაში სულს ამოგხდიანო. იმ საღამოს მოვიდა მთვრალ მდგომარეობაში ზურაბ ჯაფარიძის ძმა _ მერაბ ჯაფარიძე. პოლიციელების თანდასწრებით, იარაღის მუქარით, მაიძულებდა, თანმზრახველები დამესახელებინა. მის თვალწინ მცემდნენ პოლიციელები, ჩემგან პასუხი რომ ვერ მიიღეს, ან რა პასუხი უნდა მეთქვა, რაც არ გამაჩნდა, მეორე დღეს გადამიყვანეს სასამართლოში და არც კი შევუყვანივარ მოსამართლესთან, ისე გამოიტანეს ადმინისტრაციული სასჯელი _ 10 ღამე, თითქოს მე ვიყავი მთვრალი, ვიგინებოდი ბოლნისის ქუჩებში, ეს მაშინ, როცა საერთოდ არ ვსვამდი სასმელს. ერთ-ერთი პოლიციელი აღმოჩნდა ჩემი ნაცნობი და მას დავარეკვინე ბატონ ავთო წულუკიანთან, ბატონი ავთო და დედაჩემი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ბატონი ავთო მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში, მან როგორც კი გაიგო ჩემი ამბავი ჩამოვიდა ბოლნისში და მკითხა, _ რა ხდება, სულ შარში რატომ ეხვევიო?.. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, რომ აქ ჩემი ბრალი არაფერია, ასევე ვუთხარი, აქედან რომ გამათავისუფლებენ, აუცილებლად მომიტაცებენ, ჩემი საქმე ამით არ დასრულდება-მეთქი. მან მიპასუხა, _ რას ჰქვია მოგიტაცებენო... ხმა აღარ ამომიღია, არ მინდოდა ეფიქრა, რომ შემეშინდა, ვაჟკაცობაზე ვდებდი თავს, მაგრამ ვგრძნობდი, ცუდ რამეს მიპირებდნენ. როგორც გითხარით, ათი დღე მომისაჯეს, ხუთი დღის გასვლის შემდეგ პოლიციის უფროსმა მკითხა, _ გინდა ციხიდან გაგიშვათო?.. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. გააფორმებდნენ გაქცევად და მომკლავდნენ. გენერალური პროკურატურიდან ახლო ნათესავი იყო ჩამოსული და მაინც გაბედეს ჩემი გატაცება. აი, ამხელა დაუსჯელობის სინდრომი ჰქონდათ, ის კიდევ ცალკე თემაა, ჯაფარიძეების კლანმა რამდენი კაცი მოკლა. მე მაქვს აუდიოჩანაწერი, ჯაფარიძეებმა როგორ მოკლეს და დაწვეს ადამიანი. კერძოდ, ეს გააკეთა ბოლნისის ყოფილი გამგებლის ძმამ _ მერაბ ჯაფარიძემ, ის ბოლნისის სატყეოს უფროსი იყო. თვითონ მერაბ ჯაფარიძე მომიბრუნდა და იარაღის მუქარით მითხრა, _ იცი, რამდენი კაცი მყავს მოკლული და ერთი დღე ციხეში არ ვმჯდარვარო!.. ძალიან კარგად ვიცი, რამდენი კაციც გყავს მოკლული, ნუ მაშინებ, სვანი ვარ, წამოდი, ხატზე დავიფიცებ, შენს ძმასთან ცუდი განზრახვით არ მოსულვარ-მეთქი, მაგრამ ვინ მომისმინა?!. მოვიხადე 10-დღიანი სასჯელი და პირდაპირ ციხის კართან დამხვდნენ. მაყუჩიანი იარაღი მომაბჯინეს და “მერსედესის” ტიპის მანქანაში ჩამსვეს, ამას უყურებდა პოლიციის უფროსი. სახეზე რაღაც ჩამომაცვეს, კეფაზე მომაბჯინეს იარაღი და სადღაც გორაზე ამიყვანეს, მაყუჩიანი იარაღიდან სროლა დამიწყეს, იარაღის ტარი კეფაში ჩამარტყეს და გონება დავკარგე. ვიღაც ნარკომანმა დანა ყურის ბიბილოში გამიყარა, ვიღაც ზურამ პისტოლეტის ტარი მარცხენა წარბში ჩამარტყა და გადამიხსნა. ყოველივე ამის შემდეგ გონდაკარგული მეორე მანქანაში “ნივაში” ჩამტენეს, მაშინ მოვედი გონს, “ნივის” “ბაგაჟნიკში” ვიყავი ჩატენილი, წინ ორი კაცი იჯდა, ერთს ავტომატი ჰქონდა, მატარეს დაახლოებით 40 წუთი, რომელიღაც სოფელში ერთ-ერთი აზერბაიჯანელის სახლის სარდაფში შემიყვანეს, იქ ბოძზე ჯაჭვით მიმაბეს. ფეხზე მქონდა ჯაჭვი მიბმული და ბოქლომით ვიყავი დაკეტილი, ოჯახის პატრონი დარაჯად დამიყენეს, იმას მოჰქონდა ჩემთვის საჭმელი. ისე ვიყავი ნაცემი, სახე აღარ მიჩანდა. დამიდგეს რკინის ვედრო, აქ მოისაქმეო. ერთი წელი არ მქონდა სასმელი დალეული და აზერბაიჯანელს ვთხოვე, ერთი ჭიქა დამალევინე-მეთქი. სასმელი წინ დამიდგა და მითხრა, _ ძალიან მეცოდები, თუ გაგიშვებ, მე მომკლავენ, ისინი მკვლელები არიანო. აზერბაიჯანელს ვუთხარი, _ ვერ ვარ კარგად, გამიშვი ცოტა ხნით, გარეთ გავალ-მეთქი. გამქცევი ნამდვილად არ ვიყავი, უბრალოდ, მინდოდა იმ სახლის ეზოში ფაქტი დამეტოვებინა და დავტოვე კიდეც...
_ რა ფაქტი დატოვეთ?
_ დაწყებული სისხლით, ჩემი კალიგრაფია მაქვს დატოვებული...
_ კი მაგრამ, კალამი არ გქონდათ და როგორ დატოვებდით? სისხლით ამას ვერ გააკეთებდით, რადგან ეზოში ნაკვალევს წვიმა წაშლიდა...
_ ყველაფერს ნუ მათქმევინებთ, მინიშნებას გავაკეთებ, უბის პატარა ბლოკნოტი მქონდა, სადაც ჩემი კალიგრაფიით მეწერა ტელეფონის ნომრები და გვარები, ეს ხომ ჩემი კალიგრაფიაა? ექსპერტიზა ამას დაადასტურებს. იმ სახლში ჩემთვის ხელი არავის უხლია, მეოთხე დღეს ისევ მანქანის “ბაგაჟნიკში” ჩამსვეს, ერთი-ორჯერ ამოვყავი თავი და ვიგრძენი, სასაფლაოზე რომ მივყავდი, ღამე იყო, ფარნები მომანათეს თვალებში, კვლავ იგივეს მეუბნებიან, _ აბა, თქვი, ვინ არიან შენი თანამზრახველები და ვისთან ერთად გეგმავდი ჯაფარიძის შვილის გატაცებასო. იმ წუთას შიში გამიქრა, რადგან დასაკარგი უკვე აღარაფერი მქონდა, ვიცოდი, რომ უკვე მკლავდნენ, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ცოცხლად დამმარხავდნენ. იქ დამახვედრეს ექვსი კაცი, ვიღაცა ზურამ ჩემი მისამართით ორჯერ გაისროლა, ტყვიებმა ყურებთან დაიწყო წუილი, თმები ამიტრუსა, წავბორძიკდი, თურმე საფლავი ჰქონიათ გათხრილი და პირდაპირ იქ ჩავვარდი. საფლავში ჩამომანათეს ფანარი, საფლავიდან ვეუბნებოდი, _ ბიჭებო, ცოდვას სჩადიხართ, დამნაშავე არ ვარ, ვფიქრობ, სიკეთეს ვაკეთებდი და ბოროტებით მიხდით?!. მაგინებდნენ, _ დაასახელე, შენიო!.. არაფერი არ ვიცი და მიდით, მომკალი-მეთქი!.. ამასობაში დაიძახა მერაბ ჯაფარიძემ, _ ცოცხლად დამარხეთო!.. მე ვიხვეწებოდი, _ ტყვია მესროლეთ, მომკალით, აღარ მინდა სიცოცხლე და ამით ჩემი ტანჯვაც დასრულდება-მეთქი!.. ენით ვერ აგიწერთ, რა საშინელებაა, როცა ადამიანს ცოცხლად მარხავენ. მაგრამ ერთს გეტყვით, როცა ცოცხალი ხარ, ცდილობ, გადარჩე, მიწას რომ მაყრიდნენ, ვცდილობდი, დაწოლილი არ ვყოფილიყავი, ფეხზე ვმდგარიყავი და მიწა ხელებით მომეთხარა, როგორმე ამოვმძვრალიყავი, თუ ჩამმარხავდნენ და ასე დამტოვებდნენ. იმ მომენტში შიშიც გაქრა, გადარჩენაზე ვიყავი ორიენტირებული, როცა კისრამდე დამმარხეს, ტყვიები დამიშინეს, მაგრამ მაცილებდნენ. მე კიდევ ვცდილობდი, ტყვიისთვის დამემიზნებინა თავი და თავს ვაქანავებდი, იქნებ მომხვდეს-მეთქი, ცოცხლად დამარხვას ისევ ტყვია ვარჩიე. თუ სიკვდილი მიწერია, ცოცხლად დამარხვას, დაე, ტყვია მომხვდეს, იქნებ სწრაფად მოკვდე-მეთქი... სროლა შეწყვიტეს, მოიტანეს ვიღაც გადახოტრილი ტიპის ფოტო ამოსაცნობად... მეკითხებიან, ამ ტიპს იცნობო? მე ვუპასუხე, _ არ ვიცნობ, ნახევრად დამარხული ვარ კაცი, შენ როგორ ფიქრობ, არ ვიტყოდი, დასაკარგი რა მაქვს-მეთქი?!.
_ ჩაგეკითხებით, _ რა ნომრიდანაც დაგირეკეს და გთხოვეს, ჯაფარიძის შვილის გატაცებაში დახმარებოდით, მათ ეს ნომერი არ გაუმხილეთ?.. საიდან იყო დარეკილი?
_ როგორ ფიქრობთ, ისინი ჩემს ტელეფონს არ გადაქექავდნენ? ზარი იყო ფასიანი ტელეფონიდან განხორციელებული, ჩემი ტელეფონი მათ ჰქონდათ და ყველგან დარეკეს. ზონაში ვინც მიცნობდა, ისინიც გადაამოწმეს. ვისაც მოვუყევი ინფორმაცია, სატყეო დეპარტამენტში მერაბ ჯაფარიძესთან ერთად ისინიც მოიყვანეს, ყოფილი პოლიციელია _ თენგო აფრასიძე, იმან უთხრა, _ კი, ჩემთან მოვიდა, რჩევა მთხოვა, ჩემი მეგობარია და მე ვურჩიე, თქვენთან მოსულიყო და გაეფრთხილებინეთ ამ ინფორმაციის შესახებო...
_ როგორ გადარჩით, ვინ ამოგიყვანათ საფლავიდან?
_ ხმა მომესმა, _ ბიჭო, დაანებეთ ამ კაცს თავი, ალბათ, არაფერი იცის და ცოდვას სჩადიხართო... იმ კაცს არ ვიცნობ, მაგრამ ღმერთივით, მხსნელად მომევლინა. მან უთხრა, ამოიყვანეთ საფლავიდანო. არავინ შეპასუხებია და დაიწყეს ჩემი საფლავიდან ამოყვანა, იმდენი მიწა მქონდა უკვე მოყრილი, რომ ძლივს ამომაძვრინეს. შემდგომ, როგორც გავარკვიე, ვინც გადამარჩინა, ამ კაცს მოსტაცეს 17 წლის გოგო, მის გამოხსნაში ფულიც გადაუხდია, მაგრამ გოგონას გამტაცებელი ამოუცნია და მოუკლავთ. აი, იმის მამა ყოფილა ეს პიროვნება. ეს ინფორმაცია თავად ჩემმა გამტაცებლებმა მითხრეს. მერაბ ჯაფარიძემ სამჯერ გამიმეორა, _ როგორ ყვარებიხარ ღმერთს, ჩვენ შენი 100%-ით დაბრედვა გვინდოდაო. როცა საფლავიდან ამოვყავდი, ერთი ფეხსაცმელი სპეციალურად დავტოვე საფლავში, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მათ ვუთხარი, რომ ცალ ფეხზე ფეხსაცმელი არ მეცვა. არაფრად ჩააგდეს ჩემი ნათქვამი, სხვა ფეხსაცმელს ჩაგაცმევთო, მითხრეს. ჩამსვეს მანქანაში და მიმიყვანეს ბოლნისში. ჯაფარიძეებს საუნა ჰქონდათ და დაახლოებით ოთხი დღე ვყავდი ჩამწყვდეული, სანამ სახეზე იარები არ მომიშუშდა. შემსვეს სასმელზე, მოჰქონდათ პურმარილი, ამ ოთხი დღის მანძილზე მექცეოდნენ კარგად, მოდიოდა მერაბ ჯაფარიძე და მეუბნებოდა, გიპატრონებთო. მიპატრონეს კი არა, იმის შემდეგ ორჯერ გადავიტანე მიკროინფარქტი, იმ დონეზე ვიყავი შეშლილი, რომ ასათიანზე მივყავდი ახლობლებს, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა კატეგორიული უარი თქვა, იქ სულ დააავადმყოფებენო... ერთი სიტყვით, საუნიდან ღამე გამომიყვანეს, ჩამსვეს “მოსკვიჩში” და მიმიყვანეს სახლში. სახლში რომ შევედი, ძლივს მიცნეს, შეშლილი სახით, შეშლილი თვალებით ვიყურებოდი. მას შემდეგ დამეწყო ნერვული სტრესი, თავის ტკივილები, მოჩვენებები, რომელიც დღემდე გრძელდება, საუბედუროდ. ათი წელია არც ვუკითხივარ და არ გავხსენებივარ ჯაფარიძეებს. აი, ასე გამაუბედურა ამ ოჯახმა.
_ თქვენი ოჯახი არ გეძებდათ?
_ ჩემმა მეუღლემ ყველა სამმართველო შემოიარა...
_ თქვენი საქმის გამოძიება როდის მოითხოვეთ?
_ როგორც კი ხალხს სამართლიანობის აღდგენის იმედი გაუჩნდა, იმ დღიდან მოვითხოვე ჩემი საქმის გამოძიება. ჩემი ბიძაშვილი _ თეა წულუკიანი, რომელიც იუსტიციის მინისტრია, ის რომ არ ყოფილიყო მთავრობაში, ჩემი საქმის გამოძიებას დღესაც ვერ გავბედავდი, რადგან ვხედავ, რომ პროკურატურაში საქმეები იბლოკება, შერჩევითი სამართალია დღესაც, ჯერჯერობით, მაგრამ მჯერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით.
_ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხმას რატომ არ იღებდით, გეშინოდათ?
_ ვერ გავბედე, გულწრფელად გეუბნებით, დღეს რომ თეა არ ყოფილიყო ამ პოსტზე, ხმის ამოღებას დღესაც ვერ გავბედავდი...
_ როგორ მოხვედით დღემდე ამ დარდით, ამ შურისძიების წყურვილით?
_ ეკლესიურად ვცხოვრობ, დილას ლოცვით ვიწყებ და ძილისწინ ლოცვებს ვკითხულობ, ეს მაძლიერებს ჯერჯერობით... უფლის მადლობელი ვარ, ღმერთმა გადამარჩინა, ძალიან ეკლესიური გავხდი. ათი წელია სიზმარში ყოველღამე საფლავს ვხედავ. როგორც გითხარით, ყოველდღე მაქვს განცდა, თითქოს შევდივარ ჯაფარიძეების ოჯახში ბომბებშემორტყმული და ვაფეთქებ, ვგრძნობ, საშიში ვხდები. საშინელი ნევროზი მაქვს, მოციმციმე არითმია შემყარეს. როგორც გითხარით, საშინელი თავის ტკივილები მაქვს, ექიმთან ვერ მივდივარ, მეშინია. რასაც ვფიქრობ, ის დიაგნოზი რომ დამიდგინონ, ლოგინად ჩავვარდები, არადა, ექიმი მეუბნება, ცუდი სიმპტომები გაქვს და ტომოგრამა გადაიღეო. მე ძალიან ვუფრთხილდები თეა წულუკიანს, არ მინდოდა მისი შეწუხება. მართალი გითხრათ, არც ის მინდა, მისმა ოპონენტებმა ცუდად გამოიყენონ ეს ფაქტი, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება. რამდენჯერმე ჩამოვედი, მაგრამ თეას ვერ შევხვდი, მისი მესმის, ძალიან დაკავებულია. ამიტომ, იძულებული გავხდი, თქვენი გაზეთით მი