EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« პრემიერი - კოჰაბიტაცია რთულად, თუმცა მაინც მიმდინარეობს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-12 12:27:25

07 / 12 / 13

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, მეათე საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში მიმდინარე კოჰაბიტაციის რეჟიმზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ეს პროცესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, რისი ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი.

"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრობს. ეს პროცესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, რისი ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი. ერთობლივად მიღებული საპარლამენტო რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აგრეთვე ის საკონსტიტუციო ცვლილებების, რომლებსაც პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. რამდენიმე დღის წინ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს და მივაღწიეთ მთელ რიგს საკითხებზე შეთახნმებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველა პირობას შევქმნით იმისათვის, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.