EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« აუცილებლად გავიმარჯვებ - ნინო ბურჯანაძე »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-13 03:15:22

ნინო ბურჯანაძე - აუცილებლად გავიმარჯვებ

13/07/13  03:15

დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით და გამოკითხვების მიხედვით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. ამის შესახებ, ბურჯანაძემ "ერთიანი საქართველოს" ახალი ოფისის გახსნაზე განაცხადა.

"დღევანდელი მდგომარეობით, რასაც მე ვხედავ რაიონებში, რეგიონებში. იმ რეალური გამოკითხვებით, რასაც ჩვენ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრით ვაწარმოებთ, იმ არსებული რეალობით, რომელიც არის ნამდვილად შემიძლიათ გითხრათ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ კიდევ უფრო სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, კიდევ უფრო ნათლად დავანახებთ მოსახლეობას იმას, რომ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება იქნება რეალური საწინდარი ქვეყანაში ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი სწორი პროცესების დაწყებისა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქვეყანამ თავისი ფუნქცია დაიბრუნოს, ადამიანებმა ქვეყანაში თავის შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოს და არასოდეს არ მოხდეს ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, ან ერთი პოლიტიკური ლიდერის ხელში სრული ძალაუფლება", - განაცხადა ბურჯანაძემ.