EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს რეპუტაციას უნდა გაფრთხილება და არა გალანძღვა [VIDEO] »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-13 03:24:07
13/07/13 03:25
საქართველოს რეპუტაციას უნდა გაფრთხილება და არა გალანძღვა, პირიქით, ის კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ და საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, მინიმუმ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მყარი და ძალიან დადებითი რეპუტაცია, რომელსაც არ უნდა ვებრძოლოთ.
"საქართველოს აქვს ძალიან მყარი და ძალიან დადებითი რეპუტაცია. ამიტომ ჩვენ ამას კი არ უნდა ვებძოლოთ. ახლა ხუმრობით რომ მეთქვა, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გამოაგზავნოს აქ დელეგაცია, იმიტომ რომ მოლდოვის მთავრობა და ხალხი ისევე, როგორც უკრაინის მთავრობა და ხალხი, სხვა ქვეყნების მთავრობა და ხალხი სიცურეში აგრძელებს ცხოვრებას. ისევ ჰგონიათ, რომ საქართველო სააკაშვილის პერიოდიში იყო ძალიან პოზიტიური და ძალიან წარმატებული ქვეყანა. სასწრაფოდ დელეგაცია ყავთ გამოსაგზავნი ამ სიცრუის აღმოსაფხვრელად. ეს ყველაფერი ხუმრობით და სიმართლეს თუ ვილაპრაკებთ - საქართველოს რეპუტაციას უნდა გაფრთხილება და არა გალანძღვა, პირიქით, ის კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ და საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, მინიმუმ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.