EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მარგველაშვილის გამარჯვება სტაბილურობის გარანტი არ არის »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-13 12:52:29

13/07/13 12:54

 

თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წავა, ის პოლიტიკურად დანაწევრებული ქვეყნის დატოვებას რისკავს, რომელსაც დასავლეთი არ ენდობა. ამის შესახებ ბრუტანული გამოცემა IBTimes (International Business Times) წერს სტატიაში სათაურით „ქართული დინება: საით მიდის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი“. 

"კოალიცია ივანიშვილისა და მისი ფულის გარშემოა გაერთიანებული. თუმცა, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავა. თუ პრემიერი დანაპირებს შეასრულებს, მაშინ პოლიტიკურად დანაწევრებული საქართველოს დატოვებას რისკავს, რომელსაც დასავლეთი არ ენდობა. სააკაშვილს კი, რომელსაც კონსტიტუციით მესამე ვადით არჩევა არ ეკუთვნის, ივანიშვილის გადადგომით გამოწვეული უპირატესობის ხელში ჩაგდება გაუჭირდება, რადგან საკუთარი პარტიის აღდგენა, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწევს, ისევე როგორც ბრძოლა - თავი აარიდოს ციხეში გამომწყვდევის ნებისმიერ მცდელობას. ციხეში, რომელიც მისი რეჟიმის დროს ასეთი ცნობილი გახდა. როგორც ჩანს, ერთადერთი ძლიერი ინსტიტუციაა ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ, ამ მომენტით ისარგებლებს. ამასობაში კი კრემლი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს", - წერს სტატიის ავტორი. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის ხისტი პოზიცია, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და ხელისუფლების ბინძური განაწესი, საფრთხეს უქმნის სააკაშვილის მთავარ მემკვიდრეობას - თბილისის დასავლეთისკენ სვლის გამყარებას. 

სტატიის ავტორი წერს, რომ სააკაშვილის მმართველობისას ქვეყანა საგრძნობლად განვითარდა, თუმცა, მიუხედავად ახალი ინვესტიციებისა და სამშენებლო ბუმისა, ბევრი ქართველი საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ გრძნობდა. 

ქვეყნის გადასავლურებასთან და სურვილთან - "საქართველო შვეიცარიად ექცია სინგაპურის ელემენტებით" ერთად, სააკაშვილს ავტორიტარიზმში ადანაშაულებდნენ, მის მიმართ კრიტიკამ იმატა, მის მხარდამჭერთა შორისაც კი", - წერს ავტორი. 

 როგორც სტატიაშია ნათქვამი, მიუხედავად ასეთი რეპუტაციისა, სააკაშვილმა არჩევნებში მარცხი სწრაფად აღიარა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ რვა თვეში მომხდარმა ეპიზოდებმა დასავლელი დამკვირვებლების მხრიდან მის მიმართ შეშფოთება გაზარდა. 
"საქართველოს მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების" მრავალფეროვანი შემადგენლობა, რომელთა შორის არიან ისეთები, ვისაც შევარდნაძის პოსტ-საბჭოთა ერის ნოსტალგია აქვთ, ივანიშვილს დიდ ფორას აძლევს, თუმცა კოალიცია ასევე გამოირჩევა პოლიტიკური კოორდინაციის პრობლემებითა და ხშირად სუსტი მმართველობითაც", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ქვეყანაში, სადაც მძღოლები ეკლესიასთან ყოველი გასვლისას პირჯვარს იწერენ, შეუძლებელია, არ აღნიშნო ამ ინსტიტუციის ძალა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებას დასავლეთთან ურთიერთობების გაციება მოჰყვა და ივანიშვილის საარჩევნო დანაპირებს – ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიზნის შენარჩუნებას კიდევ ერთი ჩრდილი მიადგა. 

"თუმცა, ივანიშვილმა უარყო სააკაშვილისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ დევნა, მაგრამ აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტიც დააკავონ", - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის პირობაც დადო. 

სტატიაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, "ქართული ოცნების" დროშები კლავაც ფრიალებს სახლების თავზე. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამარჯვებას მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოიპოვებს, ეს მაინც არ არის სტაბილურობის გარანტი, - წერს გამოცემა.