EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სააკაშვილს ჟვანიას მკვლელობისთვის დააპატიმრებენ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-13 13:33:34

13/07/13 13:30

პროკურატურა ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებას, იმიტომ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების პროცესში პირდაპირ გამოიკვეთა სააკაშვილის უშუალო მონაწილეობა.

ჟვანიას საქმე როგორც კი გახსნილად გამოცხადდება, სააკაშვილს პირდაპირ უნდა დაადონ ხელბორკილები და გაუშვან ციხეში", - აცხადებს ინკოგნიტო წყარო გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას.

"მოგეხსენებათ, სანამ მიშა პრეზიდენტია, მისი დაპატიმრების უფლება სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ. ამიტომ, პროკურატურა ელოდება სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებას. სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ორგანიზებისა და თანამონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრებენ. პროკურატურას იმდენად მყარი მტკიცებულებები გააჩნია სააკაშვილის წინააღმდეგ, არც ევროპელებს და არც ამერიკელებს სალაპარაკო აღარ დარჩებათ", - აღნიშნავს წყარო.

წყარო ასახელებს იმ გარემოებებს, რომელიც იკვეთება ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებისას:

1) ზურაბ ჟვანია საბურთალოს უჩის #53-ში, კონსპირაციულ ბინაში რაულ უსუპოვთან ერთად არ გაგუდულა. ამ ბინაში, როგორც ჟვანიას, ისე უსუპოვის ცხედრები სხვა ადგილიდან მიიტანეს.

2) ზურაბ ჟვანიას ცხედარი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ტელევიზორის ყუთით მიიტანეს.

3) იმ პიროვნებებს შორის, რომლებმაც ჟვანიას ცხედრის ტრანსპორტირება მოახდინეს, ერთ-ერთი იყო გიორგი ბარამიძე.

4) ზურაბ ჟვანია მოკლეს სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში., სადაც გაიმართა საქმის გარჩევა საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს გაყიდვასა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით 300 მილიონი ლარის მითვისებასთან დაკავშირებით.

5) სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში აღნიშნულ გარჩევას ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია.

6) ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მოხდა სააკაშვილთან მწვავე შელაპარაკებისა და გინების შემდეგ.

7) ჟვნია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით.

8) პროკურატურამ მოიპოვა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის სააკაშვილის ხმა - "ახლა ეს გვამი წაიღეთ და როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გააკეთეთ" ჩანაწერში ასევე ისმის რამდენიმე ადამიანის ფეხის ხმა და გახშირებული სუნთქვა.

9) წყაროს თქმით, არსებობს სხვა აუდიოჩანაწერებიც, რომელთა შინაარსიც მისთვის უცნობია.

10) წყაროს თქმით, გამოძიების მიერ უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტიც, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ, პრემირ-მინისტრის ტელეფონზე ერთ-ერთმა პარლამენტარმა და უკვე გარდაცვლილი ჟვანიას ტელეფონით ვიღაცამ "უპასუხა". ყურმილი 110 წუთის განმავლობაში იყო გადადებული, რათა შექმნილიყო იმიტაცია, რომ თითქოს იმ დროს ჟვანია ცოცხალი იყო და ტელეფონზე საუბრობდა.