EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნ ო დ ა რ დ უ მ ბ ა ძ ე »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-13 22:28:27

ხვალ, 14 ივლისს ნოდარ დუმბაძის იუბილეა, მას 85 წელი შეუსრულდებოდა

წარმოშობით გურიის რეგიონიდან, ჩოხატაურის რაიონ, სოფელ ხიდისთავიდან

ყველასათვის საყვარელი და უდიდესი, ქართველი მწერალი
__________________________________________________________________
ნ ო დ ა რ დ უ მ ბ ა ძ ე
__________________________________________________________________

ნოდარ დუმბაძე – Nodar Dumbadze (1928 – 1984)
ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში. მას ბავშვობა უშფოთველი და უზრუნველი ჰქონდა – ოჯახური სითბო, წიგნები, სკოლა და ამხანაგ–მეგობრები, მაგრამ უღრუბლო წლები დიდხანს არ გაგრძელებულა. 9–10 წლისამ დაჰკარგა მშობლები. დაჭაბუკების წლები მშობლიურ სოფელ ხიდისთავში გაატარა (გურია). სტუდენტობის წლებში კვლავ დაუბრუნდა თბილისს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ “ცისკარში”, იყო სატირული ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორი, მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. ბევრ ჭირთამთმენს ბედის სამდურავი სიტყვა არ წამოსცდენია. მისთვის ყველა და ყველაფერი სიკეთის ძალით იზომებოდა.
ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მას შემდეგ იგი განუყოფელი ნაწილია მწერლობისა, რომლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ეროვნული ცხოვრების წარმოდგენა. სიცილი ნოდარ დუმბაძის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისათვის ომი, ან ჩიტისათვის ფრენა. ნანახის, განცდილისა და გადატანილის გამო, ნოდარ დუმბაძემ გულიანად აცინა და კიდეც ატირა მკითხველი. “ხაზარულა” მხოლოდ კარგი სულის პატრონს შეეძლო დაეწერა. მწერლის შემოქმედებას, მკითხველის გარდა, მაყურებელიც ბევრი ჰყავს. ერთხელ გურამ ასათიანთან უთქვამს: “მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმისთვის ავირჩიეო”. ნოდარ დუმბაძის სიცილის მთავარი დანიშნულება სიკეთისათვის კარის გაღებაა.
ნოდარ დუმბაძე მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა, არამცთუ ვერ ჩააქრო, ვერც კი გაუნელა მას სითბო და სიყვარული ვერც, როგორც პიროვნებას და ვერც, როგორც შემოქმედს.
თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა, როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ.
ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა “მზიურამდე”, ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.