EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი სიტყვები »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2012-12-04 23:28:37
სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი სიტყვები, რომელებიც მათ სიკვდილით დასჯის წინ წარმოთქვეს.
1) “ჩემს დაზიანებას აპირებთ, გთხოვთ ნუ მატკენთ, უკანასკნელ წამს სწორედ ამას გთხოვთ.” – მადამ დიუ ბერი. სიკვდილით 1793 წელს დასაჯეს, ის გილიოტინაზე აღესრულა.
2)“მე ვნახავ იესოს პირისპირ… მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ… მე გნახავთ ყველას იქ, როდესაც თქვენც ეწვევით საუფლოს… მე გელით თქვენ…” – კარლა ფეი ტეიკრ ბრაუნი, 1998 წლის 3 თებერველი.
3) “მე სახლში ვბრუნდები პატარავ.” – ჯეიმს ალანი. სიკვდილით დასაჯეს 1993 წლის 3 მარტს, ინექციით.
4) “დაიმახსოვრეთ, სიკვდილის ჯარიმა მკვლელობაა!” – რობერტ დრიუი. სასიკვდილო ინექციის დოზა 1994 წლის ორ აგვისტოს გაუკეთეს.
5) “დიდება ანარქიას! ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წამია!” – ჯორჯ ენჯელი, ის ერთ-ერთი იყო 1886 წელს სიკვდილით დასჯილი 4 პატიმრიდან, რომელთაც ტერაქტის მოწყობისთვის სიკვდილი მიესაჯათ.
6) “მე შენ მიყვარხარ” – სან ფლენაგანი. ამ სიტყვებით მან ჯალათს მიმართა. ის 1989 წლის 23 ივნისს დასაჯეს სიკვდილით.
7) “ჩემს ოჯახს მადლობას ვუხდი, ზრუნვისა და სიყვარულისთვის. დანარჩენს რაც შეეხება: მთელი მსოფლიო ემთხვიოს ჩემს უკანალს!” – ჯონი ფრენკ გარეტი. ის 1992 წლის 11 თებერვალს დასაჯეს სიკვდილით.
“მიდით დასრულეთ!” – გარი გილმური. სიკვდილით 1977 წლის 17 იანვარს დასაჯეს.
9) “მე ხომ უბრალოდ ვთევზაობდი!” – ჯიმი გლასი. სიტყვები ელექტრო სკამზე წარმოთქვა , 1987 წლის 12 ივნისს.
10) “კარგი ხალხი ყოველთვის დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ არასდროს ცდებიან.” – ბარბარა გრეჰემი, სიკვდილით 1955 წლის 3 ივნისს დასაჯეს.
11) “შეიძლება იყო მეფე ან სულაც მენაგვე, მაგრამ ბოლოს ყველა ცეკვავს სიკვდილის ანგელოზთან.” – რობერტ ელტონ ჰარისი. სიკვდილით 1992 წლის 21 აპრილს დასაჯეს.
12) “მე უცოდველი ვარ უმანკო, უცოდველი.. არ შეცდეთ ამაში. მე უდანაშაულო ადამიანი ვარ და ყველაზე არასწორი დღეს ჩემი წასვლა იქნება.” – ლაიონელ ჰერერა, 1993 წლის 12 მაისს ინექციის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა.
13) “მიყვარხარ დედიკო!” – კლარენს ლაქი. 1997 წლის 20 მაისს გარდაიცვალა.
სასიკვდილო ინექციით.
14) “სიკვდილისთვის შესანიშნავი დღეა. მე გაპატიეთ ყვერლას, იმედი მაქვს ღმერთიც მოგიტევებთ.” – მარიო ბენჯამენ მარფი. 1997 წლის 17 სექტემბერს სასიკვდილო ინექციიტ გარდაიცვალა.
15) “პირდაპირ მესროლე ნაბიჭვარო, შეცდომა არ მოგივიდეს.” – ჰარი ჰარბორდ ბრეიკერ მორანტი. ავსტრალიელი პოეტი და ნაციონალური გმირი. ის 1902 წელს დახვრიტეს.
16) “კარგით, ერტი ღმერთი, მეორესთან შესახვედრად მიდის!” – ჯო
ნ ელდონ სმიტი.1983 წლის 15 დეკემბერს ელექტრო სკამზე აღესრულა.
17) “Adios.” – ჯონ ტენოსი. ელექტრო სკამზე მჯდომა წარმოთქა, 1994 წლის 16 მაისს.