EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს 250 000-250 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-14 13:52:24

კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს 250 000-250 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

14/07/13 12:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნელებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 250 000-250 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

"დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას კი , სასამართლოს გადაწყვეტილებით, 100 000-ლარიანი გირაო დაეკისრა. 

 შეგახსენებთ, რომ რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

მაია რჩეულიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

ივანე ცაგურიას წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 ,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (დახმარება თაღლითობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).