EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პუტინმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ბრძანება გასცა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-14 13:58:13
14/07/13 13:05
რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ჯარები სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან, საბრძოლო მომზადების მოულოდნელ შემოწმებასთან დაკავშირებით, რომელიც მთელს პოსტსაბჭოთა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტმა გასულ საღამოს აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში სამხედრო შემოწმების დაწყების ბრძანება გასცა.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია ქვედანაყოფების მზადყოფნის შემოწმება, ასევე პირადი შემადგენლობის მომზადების, ტექნიკური მზადყოფნისა და სამხედრო ნაწილების იარაღითა და სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფის შემოწმებაა", - ნათქვამია სამხედრო უწყების განცხადებაში.
აღნიშნული შემოწმება მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 2013 წლის 20 ივლისს დასრულდება.