EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმამდე გზა არ გვაქვს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-14 19:21:53
სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა პრაქტიკულად არ არის. გზის მშენებლობა ხვალიდან დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"არ მინდა ჩემი თავი ჩინოვნიკად დავასახელო, თუმცა დღეს ამასაც წარმოვადგენ. ასეთ დღესასწაულებზე გზას ყოველთვის წინასწარ აკეთებდნენ და საუბედუროდ მე, ბოდიშის მოხდით, ამის შესახებ ინფორმაციასაც არ ვფლობდი და ხვალიდან დავიწყებთ გზის გაყვანას. სირცხვილია, რომ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმამდე გზა არ გვაქვს", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზეც ისაუბრა.
"ჩვენი ერი ბედნიერია, რომ ასეთი შვილები ჰყავს. ნოდარ დუმბაძე ჩემი უსაყვარლესი მწერალია, თუმცა ეს სიტყვები ვერ გამოხატავენ იმას, რა დამოკიდებულებაც მისი შემოქმედების მიმართ მაქვს. მთელი მისი შემოქმედება სიკეთის სამყარო გახლდათ. სწორედ ამ ღირებულებეზე გაიზარდნენ თაობები, ნოდარ დუმბაძე უკვდავია, რამეთუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვესმის მის ნაწარმებებში გამოყენებული სიტყვები", - აღნიშნა პრემიერმა.
ნოდარ დუმბაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარიაც დაესწრნენ.