EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რომელმა მაღალჩინოსანმა არ შეირთო ცოლად სააკაშვილის მიერ დაორსულებული ქალი და რატომ არ ადარდებს სანდრას მიშას ღალატი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-15 22:52:22
რაო — რაო ? “- ს წინა ნომერში სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველ ლალი მოროშკინასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს აჟიოტაჟი მოჰყვა. ქალბატონმა ლალიმ ძალიან თამამად ისაუბრა ქვეყნის პირველი პირისა და მისი თანაგუნდელების აღვირახსნილ ცხოვრებაზე. მკითხველი განსაკუთრებით პროვინციელი ქალის ვინაობით დაინტერესდა, რომელიც ლალი მოროშკინას თქმით, სწორედ მისი დაბადების დღიდან წაიყვანა სააკაშვილმა ნაქირაავებ ბინაში. დღეს ლალი მოროშკინა კვლავ რაო-რაოს ? _ ს სტუმარია. „ evpatori.ge “ უცვლელად გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
_ ჩემს წიგნებში უამრავი ქალბატონი მყავს აღწერილი, რომელთა მიღმა კონკრეტული პიროვნებები დგანან, მოთხრობილია კონკრეტული ოჯახების ისტორიები და ყველამ ამოიცნო საკუთარი თავი. მათი მხრიდან სწორედ ამიტომ წამოვიდა ჩემს მიმართ დიდი აგრესია. ერთი რამ კი სააკაშვილის დადებით თვისებათ უნდა მივიჩნიოთ.
ქალებს, რომლებსაც შორდებოდა, არასდროს ტოვებდა უპატრონოდ — ათხოვებდა ან თანამდებობებზე ნიშნავდა.
თუმცა, ამ მხრივაც შეექმნა ერთხელ წინააღმდეგობა. ერთ — ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც მიშას მიერ დაორსულებული ქალი ცოლად არ შეირთო, დააპატიმრებინა, შემდეგ კი იძულებული გახადა, ქვეყანა დაეტოვებინა. სხვათა შორის როდესაც სააკაშვილი იმ ქალების ქორწილში მიდიოდა, რომლებთანაც ჯერ თვითონ ერთობოდა, ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობდა ამ ქალებზე და მათ ქმრებზე, რომ, ვინც ამას ისმენდა, თმა ყალყზე უდგებოდა. ესეც ერთგვარი ავადმყოფობაა.
„ პირველი ლედობა სანდრას სამსახურია, რომელიც ოქტომბერში დამთავრდება და ის იქნება ერთ-ერთი მდიდარი ქალი მსოფლიოში. სანდრას ეს 9_წლიანი სამსახური უღირდა, რომ დარჩენილი ცხოვრება უზრუნველყოფილი ჰქონოდა. მერე რა, რომ ქმარი ღალატობდა, ეს მშვენივრად იცოდა და არც ადარდებდა. “
მიშას სწორედ ასეთ დროს გამოჰყავდა საზოგადოების წინაშე სანდრა, რომელიც გაბადრული სახით მღეოდა მეგრულ სიმღერებს. ჩვენ ქართველები ადვილად ვეგებით ასეთ ანკესზე, მოგვწონს როდესაც, უცხოელი ჩვენსავე ენაზე გვიმღერს. იმაზი კი არ ვფიქრობთ, მანამდე სანდრამ რა გაგვიფუჭა, რა იდგა მისი სიმღერის უკან …
_ მაინც რა იდგა?
_ოჯახური ბიზნესი ყვავილებით დაწყებული, ყვითელი ავტობუსებით დამთავრებული, ძვირადღირებული პროექტების თუ გრანტების ხელში ჩაგდება და ა.შ
_ პრესაში ხშირად ქვეყნდება მასალები სააკაშვილის თავგადასავლებსა და დროსტარებაზე. საინტერესოა, სანდრა რას ფიქრობს…
_ მთელმა საქართველომ ნახა , სააკაშვილის სექს -მუშაკებთან და მასაჟისტებთან გადაღებული ფოტოები, მაგრამ სანდრას რეაქცია ჰქონდა? მიშასგან ღალატი სანდრასთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. ეს ყველაფერი არც მიშას ადარდებს. მას რომ ცენტრალური ნერვული სისტემა მოშლილი აქვს, მიხვრა — მოხვრისგან დაწყებული საუბრის მანერით დამთავრებული, ცხადად ეტყობა. კი, ბატონი ქარიზმულიც არის და ლიდერისთვის ყველა თვვისებაც აქვს, მაგრამ კომპლექსებს ვერსად გაექცა. სააკაშვილი ბავშობის კომპლექსებმა დაღუპა. მან მოჭრა ხე რომლიდანაც ბავშობაში ჩამოვარდა, გაანადგურა სკოლის მეგობრები, მოხსნა სკოლის დირექტორი, რომელმაც ბავშობაში აუგი უთხრა…