EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Saintereso Ambebi / საინტერესო ამბები »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-16 12:52:44
Saintereso Ambebi / საინტერესო ამბები
საინტერესო ფაქტები და ამბები რომელიც შეიძლება აქამდე არ იცოდით
1.) გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოშკის პირველ სართულზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა. ის ამბობდა: ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანსო.....
2.) 1852 წელს თურქეთის სულთანს მორზეს სატელეფონო აპარატი წარუდგინეს. სულთანი აღფრთოვანდა და მაშინვე მიანიჭა ამერიკელ მხატვარს და გამომგონებელს მორზეს, საუკეთესო ფაკირის წოდება.
3.)ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში
4.)სიტყვა Yahoo კი ნიშნავს პირუტყვს.
5.)პირველი სმს-ი იყო გაგზავნილი ვოდაფონის ქსელში 1992 წელს ტექსტით “MERRY CHRISTMAS.''
6.)ფენიქსი მითოლოგიური ფრინველი, რომელსაც თვითწვის უნარი გააჩნია. ცნობილია სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურების მითოლოგიებში . ითვლებოდა, რომ ფენიქსი იყო წითელფრთიან არწივი. სიკვდილის წინ ფენიქსი საკუთარ თავს წვავს, ხოლო შემდეგ ღსდგება ფერფლიდან. ჰეროდოტეს თანახმად ეს ფრინველი ასირაში ცხოვრობდა. ხშირად ითვლებოდა, რომ ფენიქსი იყო სინამდვილეში არსებული ორგანიზმი და არა მითიური არსება. შემდგომში ფენიქსი გახდა მუდმივი განახლების სიმბოლო
7.) 1947 წლიდან მოყოლებული ფირმა “ლეგოს'' კონსტრუქციები რომ დავანაწევროთ, მაშინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითო ადამიანზე 30 დეტალი მოვა.
8.) ლოგინი როგორც ავეჯი რუსეთში მხოლოდ მე17-ე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.. მანამდე ან სხვენში, ან გრძელ სკამზე, ან ღუმელზე ეძინათ ( სპეციალური 2 სართულიანი ღუმლები იყო ადრე)
9.) ქალის ნაწნავი საშუალოდ 200 000 თმისგან შედგება და შეუძლია 20ტონა სიმძიმეს გაუძლოს.
10) 1 წვეთი ნავთიც კი 25ლიტრა წყალს დასალევად არავარგისიანს ხდის.
11.) როდესაც შუშაზე ნაპრალი ჩნდება, მისი გავრცელების სიჩქარე 5000კმ/წმ-ა.
12.)წიგნის ტექსტის ასოები 277-ჯერ უფრო მკაფიოა, ვიდრე კომპიუტერის საუკეთესი მონიტორზე.
13.) კაზინოს რულეტის ყველა ციფრი ერთმანეთს, რომ მივუმატოთ გამოვა მაგიური რიცხვი- 666
14.)ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე 40 ტონა სხვადასხვა სახის საკვებს მიირთმევს.
15.) ყოველ წელიწადს სიგარეტში და ალკოჰოლში უფრო მეტი ფული იხარჯება ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევაში.
16.) საპნის ბუშტი 0.001წამში სკდება.
17.)დომინო საფრანგეთში გამოიგონეს და თავდაპირველად ეს თამაში განკუთვნილი იყო გონებასუსტი ბავშვებისათვის.
18.) პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი. მას ინტელიგენციის 40 წარმომადგენელი აწერდა ხელს, მათ შორის მწერლები, მსახიობები, მხატვრები. ისინი წინააღმდეგი იყვნენ ახალი პროექტისა, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მაინც განხორციელდა.