EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-16 13:07:29

„თელასის“ ცნობით, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს 10:00-დან 18:00 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

ამავე პერიოდში ელექტროენერგია არ მიწოდება ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ვარდისუბნის, ქსნის და მიმდებარე ქუჩებს; კრწანისის რაიონში დიდი ხეივნის, I, II ხეივნის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს.

10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, ბელიაშვილის და ლუბლიანას (ნაწილობრივ) ქუჩების, ასევე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის, ძოწენიძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს;

10:00-დან 13:00 საათამდე ვერ მიიღებენ საბურთალოს, კუტუზოვის, ბახტრიონის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები; 11:00-დან 16:00 საათამდე მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩები, გურჯაანის, მახათას, მთავარანგელოზის, ცისკრის, არმაზის, კლარჯეთის, მესხიშვილის, გონაშვილის, ავლაბარის, ბაჩანას, ვახტანგ VI, წერეთლის, ვარდისუბნის, მესხიშვილის, ცუცქირიძის, ურიცკის, გაბისკირიას, სპარტაკის, ორხევის, ქედის, ე. ახვლედიანის, ალვანის, სამოქალაქოს, შემოვლის, ლომაურის და მიმდებარე ქუჩები; მარუაშვილის, ზაზიშვილის, წყალტუბოს, ქერჩისა და სარაჯიშვილის ქუჩები; 12:00-დან 14:00 საათამდე შეიზღუდება ჭანტურიას, ასათიანის და ათონელის ქუჩები; 10:00-დან 16:00 საათამდე რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ფონიჭალის დასახლება; 10:00-დან 17:00 საათამდე ისნის რაიონში ქეთევან წამებულის გამზირის, პეტრე-პავლეს დასახლების, შორაპნის, მუკუზნის და მიმდებარე ქუჩები;

ქვესადგურში “დიღომი I” სარემონტო სამუშაოების გამო 16, 17 და 18 ივლისს 10:00-დან 14:00 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

11:00-დან 17:00 საათამდე ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების, ასევე ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს; 11:00-დან 16:00 ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩებს.