EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გიგი უგულავა - შევეცდები დავადასტურო, რომ ჯოზეფ ქეი აფერისტია და მე უდანაშაულო ვარ »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-16 13:44:46
საქმის არსებითი განხილვებისას შევეცდები დავადასტურო, რომ ჯოზეფ ქეი აფერისტია და მე უდანაშაულო ვარ, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ უნდა დაადასტუროს მისი ბრალეულობა, თავად დაადასტურებს თავის უდანაშაულობას.
"მე მზად ვარ დავადასტურო ჩემი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ უნდა დაადასტუროს ჩემი ბრალი. შევეცდები დავადასტურო, რომ ჯოზეფ ქეი არის ჩვეულებრივი აფერისტი. ორივე ბრალდება არის აბსურდული", - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. წინასასამართლო სხდომაზე უგულავამ მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვა.
პროკურატურა უგულავას შპს "თბილსერვისჯგუფთან" და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ საკითხებს ედავება. გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.