EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« თითქმის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი ჩემი გუნდიდანაა. ისე, იქნებ მეც ჩავერთო ამ პროცესში?! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-16 17:31:06

თითქმის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი ჩემი გუნდიდანაა. ისე, იქნებ მეც ჩავერთო ამ პროცესში?!
15:26 16.07.2013

"სირცხვილია "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა თუნდაც ერთი ამომრჩევლის ხმა მიიღოს",- ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ,,ასავალ-დასავალთან" საუბრისას.


მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერში მონაწილეთაგან უმეტესობა მისი ყოფილი გუნდის წევრები არიან.

 


"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მონაწილეებიდან – გია ბარამიძე, დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე, თითქმის ისევ ყველა ჩემი გუნდიდანაა. ისე, იქნებ მეც ჩავერთო ამ პროცესში?! ხომ გაგიგიათ ხალხური სიბრძნე – ბებერი ხარისა რქებიც ხნავენო. სხვა დანარჩენს თავი რომ დავანებოთ, გია ბარამიძის გამკვირვებია, რა ისეთი საამაყო წარსული აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტობა სურს?! სირცხვილია "ნაციონალური  მოძრაობის“ რომელიმე კანდიდატმა თუნდაც ერთი ხმა მიიღოს,“– განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.