EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მართლმადიდებლური მრევლი არჩევნების ბოიკოტით იმუქრება - მიმართვა თეა წულუკიანს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-17 14:01:14

2013-07-17 12:50 მართლმადიდებლური მრევლი არჩევნების ბოიკოტით იმუქრება - მიმართვა თეა წულუკიანს

ჟურნალ „ქვაკუთხედის“ მთავარი რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავს და იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის აიდი ბარათებთან დაკავშირებული საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროებას სთხოვს. საგინაშვილის თქმით წულუკიანის უწყებამ საპატრიარქოს ამ თემასთან დაკავშირებით 15 კითხვით მიმართა, პასუხები კი გასაიდუმლოებულია. საგინაშვილი წულუკიანს ურჩევს თავი დაანებოს ორმაგ თამაშს და ეკლესიის პოზიცია მოსახლეობას გააცნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ათეულ ათასობით მორწმუნე მართლმადიდებელი პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აცხადებს ჟურნალ ქვაკუთხედის მთავარი რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი. ღია წერილში „ქვაკუთხედის“ რედაქტორი თეა წულუკიანს ღია დებატებშიც იწვევს. „ნუ აღიმაღლებთ თავს და დაჯექით ჩვენთან დებატებში თქვენი არგუმენტებით,თუ ოდნავ მაინც დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და დაე,საზოგადოებამ განსაჯოს,თუ ვისი პოზიციაა ყალბი და ვისი-არა“. ნათქვამია ჟურნალ „ქვაკუთხედის“ მთავარი რედაქტორის ხათუნა საგინაშვილის მიმართვაში.