EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სექსტურიზმისათვის საქართველოში ძირითადად ირანელები ჩამოდიან »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-17 15:18:15
2013-07-17 15:10
სექსტურიზმისათვის საქართველოში ძირითადად ირანელები ჩამოდიან
ზაფხულის სეზონთან ერთად საქართველოში გაიზარდა იმ უცხოელი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სექსმუშაკებად არიან დასაქმებულები. სტატიას ამის შესახებ გაზეთი „ყველა სიახლე“ აქვეყნებს. ინკოგნიტო რესპოდენტი გაზეთის ჟურნალისტს საქართველოში პროსტიტუციის ბიზნესის შესახებ ვრცლად უყვება. მისი ინფორმაციით საქართველოში ელიტარული მეძავების ფასი, რომლებიც ბიზნესმენებს ემსახურებიან 3000 დოლარამდე მერყეობს. „ამისთვის ძირითადად ირანელები ჩამოდიან. თავიანთ ქვეყანაში შეიძლება მოკლან ამის გამო. ყველაზე კარგი კლიენტები ირანელები არიან -ხმას არ იღებენ და ფულს იხდიან. მე პირადად ბევრ სასტუმროში მიმიყვანია ირანელები. სხვათაშორის მათი ნდობის მოპოვება ძალიან ძნელია. მაგრამ თუ გენდნენ კარგადაც გიხდიან. თურქები კი საქართველოში „საგულაოდ“ ისევე ჩამოდიან, როგორც ჩვენ დავდიოდით რუსეთში. ყველაზე ცუდი კლიენტები არიან. ჯერ წუწუნებენ შემდეგ ფულის გადახდა არ უნდათ“,-აცხადებს ინკოგნიტო რესპოდენტი გაზეთ „ყველა სიახლესთან“ საუბრისას