EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მირანდა კერი (თოფ მოდელი) »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2012-12-05 18:14:58

მირანდა კერი (თოფ მოდელი)

 

მირანდა მეი კერი (ინგლ. Miranda May Kerr; დ. 20 აპრილი, 1983,სიდნეი,ავსტრალია) — ავსტრალიელი სუპერმოდელი,ცნობილია როგორც - Victoria's Secret Angel.მირანდამ მოდელობა დაიწყო 13 წლის ასაკში,როდესაც გაიმარჯვა 1997 წელს ავსტრალიის ფარგლებში ახალი მოდელების ძიების კონკურსში, რომელიც მოაწყო- Dolly magazine-მა.

კერი დაიბადა სიდნეიში, გაიზარდა გუნედაში - ძალიან პატარა ქალაქში.მირანდას ჰყავს 1 ძმა - მეთიუ, მირანდა სწავლობდა ცხენზე ჯირითს ბებიის ფერმაში და იხსენებს ამ დროს როგორც ყველაზე ლაღ პერიოდს.მისივე თქმით, ეს იყო ადგილი სადაც არავის ადარდებდა რა გეცვა და მისმა ბავშვობამ სწორედ ისე ჩაიარა, რომ ყოველთვის აკვირდებოდა ადამიანებს ხასიათით და არა ჩაცმულობით.

როცა წამოიზარდნენ,მისი ოჯახი გადმოსახლდა ქალაქ ბრიზბენში,რათა მირანდას და მის ძმას მიეღოთ კარგი განათლება და შეგუებოდნენ ქალაქს.

მირანდა იყო დიდ სტრესში,როდესაც სკოლაში სწავლის პერიოდში გარდაეცვალა მისი უფროსკლასელი შეყვარებული.დიდი ხნის სტრესისგან თავის დასაღწევად მირანდამ მიაკითხა სამოდელო სააგენტოს -Chic Management-ს სიდნეიში.მალევე მიიღო უამრავი შემოთავაზება რეკლამებში გადასაღებად.მალე მირანდას სახე საკმაოდ პოპულარული გახდა ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში და მირანდა გაემგზავნა ნიუ-იორკის დასაპყრობად.

2006 წელს გააფორმა კონტრაქტი კოსმეტიკურ ფირმასთან - Maybelline New York და მალე მიიწვიეს Victoria's Secret-ის კატალოგში გადასაღებად და მალევე გახდა ანგელოზი - Victoria's Secret Angel კერს მოიხსენიებენ როგორც - ელ მაკფერსონის შემცვლელს.მასზე ამბობენ რომ, მირანდამ დაიპყრო ამერიკა,ყველას შეუყვარდა ის,რეკლამები მისი მონაწილეობით არის საოცორება, მისი ღიმილი და გაბრწყინებული თვალები ქალებს უჩენს სურვილს დაუმეგობრდნენ მას,ბიჭები კი ცდილობენ გამოელაპრაკონ.მირანდა არის მუდამ მხიარული ყველაზე დატვირთულ ფოტოსესიებზეც კი,თუმცა არის საოცრად ჭკვიანი და მიხვედრილი რითაც ყველას აოცებს - აღნიშნავს ფოტოგრაფი Russell James,მოდელების აგენტი Ursula Hufnagl-კი ამბობს რომ ეს არის შესანიშნავი არჩევანი სარეკლამო პროექტისთვის,თუკი გსურთ პროდუქტი გაიყიდოს.

2007 წელს როგორც მირანდამ განაცხადა დაიწყო წიგნის წერა -Treasure Yourself,ქალებისთვის და თინეიჯერებისთვის.მე მსურს წიგნის დაწერა და ამით თუკი დავეხმარები თუნდაც 1 მოზარდ გოგონას ვიქნები ბედნიერი.

იგი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებდი სუპერმოდელი მსოფლიოში.ფორბსის 2010 წლის მონაცემებით ამ მხრივ მირანდა მე-9 ადგილს იკავებს.

მირანდა არის დაქორწინებული მსახიობ ორლანდო ბლუმზე.