EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« 2 ათას ლარიანი მუდმივი ქალიშვილობა »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-18 01:17:27

2 ათას ლარიანი მუდმივი ქალიშვილობა

ხუთშაბათი,  18  ივლისი,  01.20

რითი  განსხვავდება  მუდმივი ჰიმენოპლასტიკა  დროებითისგან

ჰიმენოპლასტიკა საქალწულე  აპკის,  ანუ  მარტივად  რომ  ვთქვათ,  ქალიშვილობის  აღდგენაა. თურმე,  ნუ  იტყვით  და,  ქალიშვილობის  მხოლოდ  დროებითი  კი  არა,  მუდმივი  აღდგენაც  შეიძლება.

   ქალიშვილობის   აღდგენის  დროებითი  მეთოდი,  როგორც  ესთეტიკური  რეკონსტრუქციისა  და  პლასტიკური  ქირურგიის  კლინიკა „კარაპს  მედლაინის“  პლასტიკური  ქირურგი,  მედიცინის მეცნიერებათა  დოქტორი  ალექსანდრე  კალანტაროვი  ამბობს,  უმეტესად  გათხოვებამდე,  ანუ  ქმართან   სექსუალური  კონტაქტის  წინ   გამოიყენება,  რადგან  გაკერილი  აპკი  მხოლოდ  2-3  დღე  ,,სძლებს’’,  ამიტომაც  ამ  მეთოდს  სპეციალისტები  ,,ქალიშვილობის  იმიტაციასაც’’  ეძახიან. რაც შეეხება  ,,მუდმივ ქალიშვილობას’’,    ამ  მანიპულაციის  შემდეგ,  დიაცი  ,,ქალიშვილი’’  მანამ  იქნება,  სანამ  მამაკაცთან   სექსუალურ  კავშირს  არ  ამყარებს...

qalishvili

  • ბატონო  ალექსანდრე,  რამდენ  ხანს  გრძელდება  ,,მუდმივი  ქალიშვილობის’’  აღდგენის   პოსტოპერაციის  პერიოდი?
  • ეს  ჩვეულებრივი  პლასტიკური  ოპერაციაა,  რომელსაც  მომზადება სჭირდება. პოსტოპერაციის  შემდეგ  კი,  ე.წ. სარეაბილიტაციო  პერიოდი, საშუალოდ,  ორი  თვეა,  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  ამ  ხნის  განმავლობაში  ქალს სექსი  არ  უნდა  ჰქონდეს.
  • ქალების  უმეტესობას  საშვილოსნოს, საკვერცხეების  ანთება  ან სხვა  ქალური  პრობლემა  აწუხებს.  ყველაფერი  ეს , მუდმივი  ქალიშვილობის’’  აღდგენას  ხელს  უშლის?    
  • რასაკვირველია,  უშლის, რადგან  მუდმივი  ჰიმენოპლასტიკის  დროს,  ფიზიოლოგიური ქალიშვილობის  აღდგენა  ხდება.
  • დროებითთან  შედარებით,  მუდმივი  ჰიმენოპლასტიკის  უპირატესობა  რა  არის?
  •  არაფერი.  უბრალოდ,  ამ  დროს  ქალი  ფსიქოლოგიურად  მშვიდდება,  რადგან იცის,  რომ  ისევ  ქალიშვილია.
  • ქალიშვილობადაკარგული ქართველი  დიაცები  უპირატესობას  ,,დროებით  ქალიშვილობას’’  ანიჭებენ   თუ  მუდმივს?
  • დროებითს.  სხვათა შორის,   პაციენტს  ვურჩევ   ხოლმე,  რომ  დროებითი  ჰიმენოპლასტიკა  გაიკეთოს,  რადგან  ,,დროებითი  ქალიშვილობა’’,  არ  შეზღუდავს.  მუდმივი  კი,  უმჯობესია,  ოჯახის  შექმნის  წინ  გაიკეთოს.
  • ჰიმენოპლასტიკის  სტატისტიკა  თუ არსებობს,  ან  ასაკი  შეზღუდულია?
  • სტატისტიკა  არ  არსებობს  და  არც  ასაკის  შეზღუდული.
  • ოპერაცია  რა  ჯდება?
  • ,,დროებით  ქალიშვილობის  აღდგენა,  600-დან  1000-ლარამდე  ჯდება. ,,მუდმივი  ქალიშვილობა’’  კი  2000  ლარამდე  ღირს.  საერთოდ,  ფასი  საშვილოსნოს  მდგომარეობაზეა  დამოკიდებული...
  • მუდმივი  ჰიმენოპლასტიკის  დროს,  როგორც  ვიცი  ქალი  ნამშობიარები  არ  უნდა  იყოს....
  • ,,მუდმივი  ქალიშვილობის’’  აღდგენისას ქალი  ნამშობიარები  კი  არა,  ნააბორტალიც  არ  უნდა  იყოს, მაგრამ  ყოფილა  შემთხვევა,   როცა  ნამშობიარები  ქალისთვის მუდმივი ჰიმენოპლასტიკა  გაგვიკეთებია  და  ოჯახიც  შეუქმნია.  მერე, ორსულობის  დროს,  გენეკოლოგთან  კონსულტაციაზე  მეუღლესთან  ერთად  მისულა   და  ექიმს  უკითხავს,  მერამდენე  ორსულობააო,  ანუ  ნებისმიერი  გინეკოლოგი  ატყობს  რომ  ქალს  მუდმივი   ჰიმენოპლასტიკა  აქვს  გაკეთებული.  მოკლედ,  ქალბატონებს,  რომლებსაც  აბორტი  ან  ჰიმენოპლასტიკა  აქვს  გაკეთებული,  ვურჩევ,  მეუღლეებს  სიმართლე  უთხრან,  რადგან  არსებობს  საშიშროება,  რომ  მათ  საიდუმლოს   ფარდა  აეხადოს.
  • ბატონო  ალექსანდრე,  გქონიათ  შემთვევა,  რომ  ერთი  და  იგივე პაციენტი  ჰიმენოპლასტიკის  გასაკეთებლად რამდენჯერმე  მოსულა?     
  • ასეთი  შემთხვევებიც  არის.....
  • ქალები  ოპერაციის  გასაკეთებლად   ერთად   მოდიან,  ზრდასრულები - მარტო.
  • საქართველოში  ჰიმენოპლასტიკა  უფრო  მოდურია   თუ  ცხვირის   ოპერაცია?
  •  პირველ  ადგილზე ცხვირის  ოპერაციაა,  მეორეზე - მკერდის.  ასევე,  პოპულარულია  ლიპოსაქცია....