EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« პოლიციამ მარტვილში 85 კგ მარიხუანა ამოიღო »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-18 21:01:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად წარსულში ნარკოდანაშაულისა და ქურდობისთვის ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული მელენტი დ. ნარკოდანაშაულისთვის მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში დააკავეს.

 

პოლიციამ აღმოაჩინა, რომ დაკავებულს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, უკანონოდ მითვისებულ მიწის 

ნაკვეთზე დარგული ჰქონდა 116 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 85 კილო და 250 გრ ნედლი მარიხუანა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)

 

 

პოლიცე მარიხუანა

 

მარტვილში აღმოჩენილი მარიხუანის ნარგავები