EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ (video) »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-18 22:10:02
დოქტორ ებიენ ალექსანდრს, რომელიც დიდხანს კითხულობდა ჰარვარდში ლექციებს და მოასწრო, შესანიშნავი ნეიროქირურგის სახელი მოეხვეჭა, არასდროს სჯეროდა საიქიო ცხოვრების და თანაუგრძნობდა კიდეც მათ, ვისაც სწამდა, რომ სადღაც იქ ღმერთია.
"როგორც ნეიროქირურგს, არ მჯეროდა სხეულის გარეშე სიცოცხლის არსებობის ფენომენის. სამეცნიერო წრეში გავიზარდე, ნეიროქირურგის შვილი ვარ. მამის კვალს გავყევი, აკადემიკოსი და ნეიროქირურგი გავხდი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში და სხვა უნივერსიტეტებშიც ვასწავლიდი.
მე მესმის, რა ემართება ტვინს, როდესაც ადამიანები სიკვდილის პირას არიან. ამიტომ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ არსებობდა გონივრული მეცნიერული ახსნა სხეულის გარეთ მოგზაურობებისა, რომლებსაც ის ადამიანები აღწერენ, რომლებიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ", - ჰყვება დოქტორი ებიენი.
თუმცა ყველაფერი მას მერე შეიცვალა, რაც 2008 წლის შემოდგომაზე კაცი კომაში ჩავარდა. სწორედ მაშინ, როცა ალექსანდრი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, ხოლო მისი თავის ტვინის ქერქმა, რომელიც ფიქრებსა და ემოციებზე აგებს პასუხს, ფუნქციონირება შეწყვიტა, მისივე თქმით, დოქტორმა საიქიოში და ძირითადად, სამოთხეში იმოგზაურა.
"ტვინისა და გონების ახლანდელი სამედიცინო გაგების შესაბამისად, წარმოუდგენელია ის მდგომარეობა, როცა მე კომას დროს შეზღუდულ ცნობიერებაში ვიყავი, კაშკაშა და საოცარი მოგზაურობა განმეცადა, - ამბობს ნეიროქირურგი, - არავითარი მეცნიერული ახსნა არ აქვს იმას, რომ როცა ჩემი სხეული კომაში იყო, ტვინის ქერქი გაითიშა, ტვინი კი მუშაობას განაგრძობდა და უფრო მეტიც, გაემგზავრა სხვა, გაცილებით დიდ სამყაროში - განზომილებაში, რომლის არსებობისაც არასდროს მჯეროდა".
ექიმის თქმით, საერთო ჯამში, ის მისტიკური განზომილება, რომელიც მან მოინახულა, ჰგავდა იმ ადამიანების აღწერებს, რომელთაც კლინიკური სიკვდილი გადაუტანიათ. მისი მონათხრობის თანახმად, ეს სრულიად ახალი სამყაროა, რომელშიც ჩვენ გაცილებით დიდები ვართ, ვიდრე მხოლოდ ჩვენი სხეული და ტვინი და სადაც სიკვდილი არ არის ცნობიერი არსებობის ბოლო, არამედ დაუსრულებელი მოგზაურობის მხოლოდ ნაწილია.
ექიმმა იმის აღწერაც შეძლო, როგორ გამოიყურება ეს საოცარი სამყარო. მისი მოგზაურობა იმით დაწყებულა, რომ სადღაც მაღლა, ღრუბლებში დაქროდა და მალე დაინახა გამჭვირვალე, ლიცლიცა არსებები, რომლებიც ცაში დაფრინავდნენ და ზოლების მსგავს გრძელ კვალს ტოვებდნენ.
გარდა ამისა, ეს არსებები დაუჯერებელ ბგერებს გამოსცემდნენ, რომლებიც მშვენიერ სიმღერას ჰგავდა და როგორც ექიმს მოეჩვენა, ამგვარად გამოხატავდნენ სიხარულსა და კეთილგანწყობას. მაგრამ ალექსანდრი ამბობს, რომ ეს არსებები არც ჩიტებს ჰგავდნენ და არც ანგელოზებს; ისინი "უმაღლესი არსებები" იყვნენ.
ერთ-ერთი ასეთი ქმნილება - უცნობი ახალგაზრდა ქალი - შეუერთდა ექიმს და მის მეგზურად იქცა მისტიკურ სამყაროში. ალექსანდრმა დეტალურად დაიმახსოვრა თავისი მშვენიერი თანამგზავრის გარეგნობა - მას მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა, ფერფლისფერი დაწნული თმა და მაღალი ყვრიმალები. უბრალო ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ ლამაზი და კაშკაშა - ნაზი ცისფერი, ლურჯი და ატმისფერი.
მას, ისევე როგორც სხვა მის მსგავს არსებებს, ნეიროქირურგი უსიტყვოდ ელაპარაკებოდა - შეტყობინებები ქარის მსგავსად გადაიცემოდა. მან მისტიკური ქალის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი ფრაზაც მოიყვანა: "შენ ძვირფასი და საყვარელი ხარ სამუდამოდ.
არაფრის შეგეშინდეს. არაფერია ისეთი, რაც შეიძლება არასწორად გააკეთო, - უთხრა ქალმა, - ჩვენ აქ ბევრ რამეს გაჩვენებთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს უკან დაბრუნდები".
თანდათან ქალმა ექიმი მიაცილა "უშველებელ სიცარიელემდე, სადაც სრულიად ბნელოდა, უსასრულობა შეიგრძნობოდა და იმავდროულად, საოცრად სასიამოვნოც იყო". ახლა ალექსანდრს მიაჩნია, რომ ეს სიცარიელე ღმერთის სახლი იყო.
მალე ექიმს გაეღვიძა. თუმცა ახლა, როცა თავად გამოსცადა ეს მოგზაურობა საიქიოში, არ ჩქარობს, ეს გამოცდილება კოლეგებს გაუზიაროს. სამაგიეროდ, ეკლესიაში ჰპოვებს შვებას. მან დაწერა წიგნი "ნეიროქირურგის მოგზაურობა საიქიოში".
"მე კვლავინდებურად ექიმი ვარ და მაინც ვრჩები მეცნიერების მსახურად, - ამბობს ალექსანდრი, - მაგრამ სიღრმისეულ დონეზე ძალიან განვსხვავდები იმ ადამიანისგან, რომელიც ადრე ვიყავი, რადგან რეალობის ახალი, სრულიად განსხვავებული სურათი ვიხილე".