EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-19 14:15:35

საქართველოს მადლობას უხდის ავღანეთში კონტრიბუციისთვის კონგრესმენი ჯო ვილსონი. სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მას საშუალება ჰქონდა, პირადად გადაეხადა მადლობა დაჭრილი ქართველი სამხედროებისთვის, რომლებიც ჰოსპიტალში მოინახულა.

საკუთარი დამოკიდებულება მან ვაშინგტონში მყოფ ქართველ კოლეგებთან გამოხატა. დელეგაციის წევრები, ვილსონის გარდა, კონგრესმენებს სტივ კოენს, ბენ კარდინს და ალბიო საირესს შეხვდნენ. საუბრების მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო.

საქართველოს დელეგაციის წევრების თქმით, კონგრესმენებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და დაგმეს საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პროცესები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს.

ვაშინგტონის შეხვედრებზე აქტუალურია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თემაც. საქართველოს ხელისუფლების წევრებისგან კონგრესმენებმა ოქტომბრის არჩევნებზე ოფიციალური მოწვევაც მიიღეს.