EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ეკა წამალაშვილი შიდა ქართლის გუბერნიიდან ხელფასს იღებდა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-19 20:45:39
,,მოდელირებული ქრონიკის” ერთ-ერთი ავტორი ეკა წამალაშვილი შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მრჩევლად ორთვენახევარი იყო გაფორმებული და 2013 წლის 1 მარტიდან ხელფასს იღებდა. ამის ოფიციალური დოკუმენტი Qartli.gE-ს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიაწოდეს. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, წამალაშვილი ჯერ გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა მიიყვანა, ხოლო სამხარეო ადმინისტრაციიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ბარნოვის გადაყვანის შემდეგ, წამალაშვილმა ხელშეკრულების გაწყვეტა მოითხოვა.
,,დაკმაყოფილდეს სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის მრჩევლის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ეკა წამალაშვილის განცხადება და 2013 წლის 12 მაისიდან შეწყვეტილ იქნეს მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს რწმუნებულ-გუბერნატორის 2013 წლის 1 მარტის განკარგულება” – წერს რწმუნებულ-გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე 2013 წლის 12 მაისს.
ეკა წამალაშვილი 2009 წლამდე რადიო ,,თავისუფლების” ჟურნალისტი იყო, შემდეგ ტელეკომპანია ,,იმედის” გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის მმართველობის პერიოდში მის მოადგილედ მუშაობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში საქართველოსა და რუსეთს შორის ,,მოდელირებული ომის ქრონიკა” გავიდა.
2010 წლის მაისში სოციალურ ინტერნეტ ქსელში „ფეისბუკი“ და თბილისის პოპულარულ ინტერნეტსაიტზე „ფორუმ.გე“ სატელეფონო საუბრის სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორის გიორგი არველაძისა და მის მოადგილის ეკა წამალაშვილის საუბრად მიიჩნიეს.
ჩანაწერის მიხედვით, „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით საქმის კურსში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა. აუდიომასალის მიხედით, პრეზიდენტმა არველაძეს თავად სთხოვა, რომ მასალაზე იმიტაციის შესახებ ტიტრი არ დაედოთ, რადგან „მუღამი აღარ ექნებოდა“.
„მიშა მელაპარაკებოდა გუშინ. რას შვრებითო, ვაკეთებთ მეთქი. ხომ ისე გავა, როგორც ჩვეულებრივი ქრონიკაო, ხოო მეთქი, მაგრამ წინასწარ იტყვიან, რომ მოდელირებულია თქო. არა, ეგ არ თქვათო, თორემ მთელს მუღამს დაუკარგავსო“, – ამბობს ჩანაწერის მიხედვით გიორგი არველაძე.
აუდიომასალაში ეკა წამალაშვილის ხმა მიუთითებს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, მსგავსი მოქმედება არ შეიძლება და შესაძლოა, ჩასაფრებულმა არასამთავრობოებმა ამისთვის ტელეკომპანიას უჩივლონ. „ენჯეოები ატეხავენ ერთ ამბავს, ხალხმაც რომ სირბილი დაიწყოს აქეთ – იქით? ტრასებზე ალიაქოთი რომ ატყდეს? წინასწარაც რომ არ თქვა, მართლა რაღაცა მოხდება. შემოვლენ და დამიჭერენ, „ნარუშნიკებით“ გამათრევენ. შეიძლება ვიღაცას გული გაუსკდეს კაცო! წარმოიდგინე რამდენი უსუსური უყურებს ტელევიზორს, რამდენი ავადმყოფი ან ვიღაცა შიზოიდი, ცუდი ნერვების პატრონი ან მარტოხელა, შეიძლება სტრესებისგან რაღაცეები მოხდეს და ამ შემთხვევაში პასუხს ვინ აგებს?! მოგვთხოვენ შენ და მე“, – აღნიშნავს ეკა წამალაშვილი. ჩანაწერის დასრულებისას არველაძე წამალაშვილს ეუბნება, რომ მასალას არაფერი მიაწეროს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი