EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ზურაბიშვილი-ბაქრაძეს - პასუხი უნდა აგო თითოეულ დარღვევაზე »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი:
თარიღი: 2013-07-19 23:25:27
20/07/13 00:16
"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
evpatori.ge აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ
ღია წერილი დასრულებული პარტიის დასრულებულ კანდიდატს:
თუ დამთავრდა აბა რისი და ვისი კანდიდატი ბრძანდებით და მათ ჩადენილზე ვინ აგებს პასუხს აღარავინ? ყველა "ახლებად" მოგვევლინებით ხო? დანაშაული ქვეყნის და საზოგადოების იყოს და თქვენ კი მუდმივი გაცოცხლების და აღდგომის უფლება გჰქონდეთ ? დემოკრატიის მთავარი წესი, ქვეკუთხედი სწორედ ის არის რომ არჩეული რომ იყავი ( ისე თუ ასე) შენ ამომრჩეველის წინაშე ანგარიშვალდებული ხარ და უნდა აგო პასუხი თითოეულ დარღვევაზე, თითოეულ შეცდომაზე რომ აღარ არფერი ვთქვათ დანაშაულზე. ასე მოგვივიდა ამ ქვეყანაში საბჭოთა პერიოდის დასასრულს და კიდევ შევარდნაძის (მამათ რომ გეკუთვნით ყველას) მართველობს დასასრულს.... და ამიტომ მივდივარ სულ ერთ მოჯადოვებულ წრეზე: არ ვიცით მართალი რა არის და ტყუილი სადაა. არ ვიცი რა არის შეცდომა და რა დანაშაული და არც არავინ არის არაფერზე მოპასუხე! სანამდე ?
ასე არ არის ბატონო დავით! ჯადოსნური ჯოხით ერთი პარტია გააჰქრო და მეორე დააარსო: გაჰქრა მოქალაქეთა კავშირი და გადაინაცვლეთ ნაციონალურ მოძრაობაში და მერე იმათი გინება დაიწყეთ ვით თქვენ არ გეხებოდათ! ეხლა გინდათ დაგვაჯეროთ რომ დასრუდა ნაციონალური მოძრაობა და გსურთ ერთხელ კიდევ გადაინაცვლოთ სხვა სამოსელში გადაცმულნი ახალ პარტიაში (კიდევაც გაბედავთ და ეროვნულს დაარქმევთ) . თქვენც ამითი უფლებას დაიტოვებთ და სააკაშვილის და მერაბიშვილის შეცდომებზე ილაპრაკებთ, ხელებს ჩამოირეცხავთ ოღონდ და თქვენ არ აგოთ პასუხი !
ასე არ არის ბატონო დავით! თან ისე სჩანს რომ ეს ახალი მოძრაობა სწორედ იმ ძველი მოქალქეთა კავშირის რესურსზე უნდა აღდგეს მკვდრეთით მესამმე ჯერ.... და მართლა ჰგონიათ რომ ქართველ მოქალქეს არ აქვს მეხსიერება... მართლა ჰგონიათ რომ შეიძლება პოლიტიკაში წარსულზე არ გასცე პასუხი და მომავალი ააშენო. მართლა ჰგონიათ რომ საქართველოს მოსახლეობა ბრიყვი და ჩლუნგია და როგორ აპირებთ ამ თქვენს მიერ დამცირებულ და შეურაცხყოფილი ხალხი ამომრჩევლად აქციოთ! ალბათ როგორც ადრე ფულით და გაყალბებით და ბევრი ბევრი ტყუილით და დაპირებით, მაგრამ ცდებით, ვერ ხედავთ თუ რა სისწრაფით საქართველო იცვლება, არ გესმით ჩვენი მოქალაქეების სწრაფვა მართალის მთქმელის, ეროვნული აზროვნების და ქვეყნის მიმართ კეთილ განწყობილ პოლიტიკოსების მიმართ უფრო სწორედ პოლიტიკოსი სიტყვა სულ მეჯავრებოდა - სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ! არ გესმით რომ შევარდნაძეს და მის მიერ გაზრდილი ნეობოლშევიკების დრო დასრულდა თქვენი თამაშიდან გასვლით!
ნაციონალური მოძრაობა კი არა , ბატონებო, თქვენი დრო დასრულდა , თქვენი სტილის პოლიტიკა ფულით და წნეხით, და
დგება სხვა საქართველოს დრო და ჟამი!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ვერსიასთან" საუბრისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ, "ნაციონალური მოძრაობა" არ იყოფა, მაგრამ პარტიის შიგნით დიდი ცვლილებები მიდის, რაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან მტკივნეული, რთული პროცესია და ეს უნდა ესმოდეთ.
"ნაციონალური მოძრაობა ისეთი როგორიც 1, 2, და მეტი წლის წინ იყო, ვეღარასოდეს იქნება! ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა! ამას ვამბობ, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ეს განცხადება ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება, ჩვენი მხარდამჭერებისთვის, შესაძლოა მეტისმეტად მკვეთრი განაცხადია, მაგრამ პარტიამ მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ. ამიტომ პარტიის შიგნით ძალიან სერიოზული გარდაქმნები მიდის და ეს უმტკივნეულო პროცესი არ არის. ყველას უნდა ესმოდეს - თუ ნაციონალური მოძრაობა ძირეულად არ შეიცვალა, ვერ აღვადგენთ ხიდს მოსახლეობის დიდ ნაწილთან", - განაცხადა დავით ბაქრაძე.