EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი 22 მე­თო­დი »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-20 00:23:44

20.ივლისი.2013 - 00:20

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მოპყ­რო­ბის მე­თო­დე­ბი, რო­მელ­თაც შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში, ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მო­ე­ფი­ნა ნა­თე­ლი, 21-ე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის კოშ­მა­რულ სი­ნამ­დვი­ლედ იქ­ცა.

აი რა სის­ტე­მუ­რი წა­მე­ბის მე­თო­დე­ბით "გა­ით­ქვა" სა­ხე­ლი ჩვენ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სის­ტე­მამ ყო­ფი­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში.

1. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ხელ­კე­ტით (ეს უკა­ნას­კნე­ლი მე­თო­დი პირ­ვე­ლად შე­მუ­შავ­და და გა­მო­ი­ყე­ნა პი­ნო­ჩე­ტის რე­ჟიმ­მა ჩი­ლე­ში). მას და­ე­მა­ტა ქარ­თუ­ლი ვა­რი­ა­ცია - ცოცხ­ით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაც.
2. დახ­ვრე­ტის იმი­ტა­ცია
3. "სა­წამ­ლა­ვის მი­ცე­მა" - პა­ტი­მარს ას­მევ­დნენ სითხ­ეს და არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ მას­ში გა­რე­უ­ლი იყო შხა­მი და სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბით და ტკი­ვი­ლე­ბით და­ი­ღუ­პე­ბო­და.


4. პა­ტი­მარს ათავ­სებ­დნენ სა­წა­მე­ბელ სა­კან­ში და აყუ­რე­ბი­ნებ­დნენ სხვა პა­ტიმ­რე­ბის სას­ტიკ ცე­მა-­წა­მე­ბას.
5. პა­ტი­მარს არ აძ­ლევ­დნენ ძი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას - მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­თე­ბულს ტო­ვებ­დნენ კაშ­კა­შა ნა­თუ­რას (ან პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ან­თებ­დნენ და აქ­რობ­დნენ).
6. მორ­გში, პა­ტიმ­რე­ბის გვა­მებ­თან ერ­თად ჩა­კეტ­ვა.
7. თავ­ზე და­შარ­დვა.
8. პირ­ში ჩა­ფურ­თხე­ბა.
9. პა­ტი­მარს ათავ­სებ­დნენ ფუქ­სში, სა­დაც მა­ნამ­დე მო­ი­საქ­მა სხვამ და კე­ტავ­დნენ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.
10. სხე­უ­ლის ამოწ­ვა სი­გა­რე­ტით.
11. სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა სა­კან­ში მო­თავ­სე­ბა.
12. წყლით დატ­ბო­რილ კარ­ცერ­ში, ნა­ხევ­რად სარ­დაფ­ში ჩას­მა
13. პა­ტიმ­რებს კარ­ცერ­ში საკ­ვებს აძ­ლევ­დნენ ფე­კა­ლუ­რი მა­სით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ე.წ. მის­კით. საკ­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ "ატ­ხო­დებს", კვე­ბის ნარ­ჩე­ნებს, ფაქ­ტობ­რი­ვად - ღო­რის სა­ლა­ფავს (პა­ტიმ­რებს უხა­რო­დათ ოთხ­შა­ბა­თის და პა­რას­კე­ვის დად­გო­მა, რად­გან მე­ნი­უ­ში ლო­ბიო ჰქონ­დათ. შა­ბა­თო­ბით სა­პატ­რი­არ­ქო­დან და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­დი­ო­და თევ­ზი, რაც მათ­თვის დე­ლი­კა­ტე­სი იყო.
14. ცი­ვი ან ცხე­ლი შხა­პის ქვეშ და­ყე­ნე­ბა (რო­გორც ამ­ბო­ბენ, აბა­ნო­ში არ იყო სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა და ამი­ტომ ძი­რი­თა­დად იქ აწა­მებ­დნენ პა­ტიმ­რებს).


15. ფე­ხე­ბით ჩა­მო­კი­დე­ბა და ცე­მა რკი­ნის ჯო­ხე­ბი­თა და კას­ტე­ტით, რაც ნეკ­ნე­ბის ჩამ­ტვრე­ვით სრულ­დე­ბო­და.
16. ელექ­ტრო­შო­კით წა­მე­ბა.
17. სუ­ლი­ე­რად ავად­მყოფ ადა­მი­ა­ნებს ათავ­სებ­დნენ ფუქ­სებ­ში (ი­გი­ვე - კარ­ცე­რი) და კი­სერ­ზე ჯაჭ­ვშებ­მულს ძაღ­ლი­ვით აბამ­დნენ. მსხვერპლს იქ­ვე ედ­გა "მის­კა" სა­ლა­ფა­ვით, ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას აი­ძუ­ლებ­დნენ ეყე­ფა და ამ სა­ნა­ხა­ო­ბით ხა­ლი­სობ­დნენ.

18. პა­ტიმ­რე­ბის გა­შიშ­ვლე­ბა და "შმო­ნის" ჩა­ტა­რე­ბა.
19. პა­ტი­მარს ორი წუ­თით აგ­დებ­დნენ აბა­ნო­ში და რომ ვერ ას­წრებ­დნენ და­ბა­ნას, ამის გა­მო "დუ­ბინ­კე­ბით" სცემ­დნენ.
20. ფრჩხი­ლე­ბის დაძ­რო­ბა.
21. "ქურ­დე­ბის მო­ნათ­ვლის რი­­ტუ­ა­ლი" - ფე­კა­ლი­ე­ბის­გან ჩა­უ­რეცხ­ავ უნი­ტაზ­ში ას­ვე­ლებ­დნენ ცოცხს და წუ­წავ­დნენ პა­ტიმ­რებს, რომ­ლებ­საც "ქურ­დო­ბა" სწად­დათ.
22. ე.წ. გუ­ან­ტა­ნა­მოს მოხ­რჩო­ბის მე­თო­დი - ადა­მი­ანს თავ­ზე წა­მო­აც­ვამ­დნენ ცე­ლო­ფანს და ზო­ნა­რე­ბით ყელ­ზე უჭერ­დნენ (გა­გუდ­ვამ­დე აძ­რო­ბენ ცე­ლო­ფანს და ადა­მი­ა­ნი კონ­ვულ­სი­ა­ში ვარ­დე­ბა - კრუნ­ჩხვა ემარ­თე­ბა).