EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დრუიდების ჰოროსკოპი - ფიჭვი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-20 01:11:39

( 19. 02  ----  28 / 29.02,   24.08 ---02. 09 )

ნატიფი  სილუეტი,  ლამაზი,  დეკორატიული.  აქვს  უნარი  ხაზი  გაუსვას  თავის   ღირსებებს. უყვარს   სახლი, ძვირფასი  ნივთები,  ლამაზი  ინტერიერი,  ხშირად  იმ  ძვირფას  სახლს, ურომლისოდაც  იგი  ვერ  განვითარდებოდა, თვითონ  იქმნის. ამბობენ  რომ  მან იცის რა  სურს,  რომ  თვითდინებას  არ მიჰყვება, რომ  არ ყოფნის  ის,  რასაც  თვითონ   ცხოვრება  აძლევს.  მორჩილი  არ არის,  აქვს  უნარი  დაგეგმოს   და  თავის  მოთხოვნილებებს დაუმორჩილოს  პირობები.   გაბედულია,  წინააღმდეგობას  არ  უშინდება  და  უიღბლობას  თავს  არ  დაათრგუნვინებს.  გაბედულებისა  და  რისკის უნარის  წყალობით მუდამ  წინ  მიიწევს. შეუძლია  წარმატებას   მიაღწიოს  ყოველგვარ  საქმეში რასაც  კი აირჩევს.       

ფიჭვი გამოირჩევა  შეუპოვრობით, რითაც  არჩეულ გზას  მიჰყვება  და  ძნელად  თუ  გადაუხვევს.  შეუძლია  ურთულეს  ვითარებას  თავი დააღწიოს.  მეტად  სწრაფად  და  ზუსტად  მოქმედებს.  მიუხედავად  გულითადობისა  და  უნარისა,  იყოს  სასურველი მეგობარი  გადაჭარბებული   გართულებები  და  გულუხვობა  არ ახასიათებს. პირველყოვლისა  ----  საკუთარი  კომფორტი  და  სიკეთე  აინტერესებს. სხვების  წარუმატებლობა  ხელს  არ  უშლის  მშვიდად  იძინოს,  თუმცა ხანდახან თანაგრძნობით  ახსენებს   მათ  ამხანაგურ  საუბრებში.  მხოლოდ  ერთ  რამეში  ამჟღავნებს  სისუსტეს ---სიყვარულში.  მგრძნობიარე  და  იმპულსურია,  ადვილად  გაიტაცებს  ეს  გრძნობა,  შემდეგ  კი  უკვე  გვიანია.  ყოველივე  ამასთან  ერთად  აქვს  გამჭრიახი   გონება  და  ჩამოყალიბებული აზროვნება,  კარგი  ორგანიზატორიცაა.  აქვს  უნარი  საჭირო  ძალისხმევა  გამოიჩინოს   დასახული  მიზნების  განსახორციელებლად   და,  როგორც  წესი,  აღწევს  მათ.

ყოველგვარი  და  მათ  შორის  სასიყვარულო   უსიამოვნებებიდანაც  კი შეუძლია  ღირსეულად  დაიხსნას  თავი.  ფიჭვი  მეტისმეტად  განწყობილია  ქალებისადმი.

ფიჭვის  ნიშნის  ქვეშ  დაბადებულთა  თვისებები:  ესთეტიკური  გონება,  ორგანიზატორული ნიჭი,  მიდრეკილება  ანალიზისადმი.

ფიჭვის  ნიშნის  ქვეშ  დაიბადნენ:   კოპერნიკი,  ვაშინგტონი,  შოპენი, შოპენჰაუერი,  კარუზო, ელიზაბეტ  ტეილორი,  კონფუცი,  ნაპოლენის  დედა.

მოამზადა_ ლელა სოსელიამ