EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დრუიდების ჰოროსკოპი - ცაცხვი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-20 01:25:36

( 11. 03 --- 20. 03,  13.09--- 22.09 )

უზომოდ მომაჯადოებელია  და  უნარი  აქვს     ისარგებლოს   თავისი  მომაჯადოებლობით.  შეუძლია  ყველას  თავგზა  აუბნიოს.  ოცნებობს   სტაბილურ,  უზრუნველყოფილ,  სავსებით  კეთილმოწყობილ  ცხოვრებაზე   და  ხშირად  ანგარიშს  არ  უწევს  რომ   ყოველივე  ამას  მისთვის  დიდი  მნიშვნელობა  არ  აქვს.  ადვილად  ეგუება   ყოველგვარ  პირობებს.  საკმარისია  ჰქონდეს  კარავი,  რათა  შექმნას   ოჯახური  სიმყუდროვე.  გარეგნულად მშვიდი  და  ცოტა  არ  იყოს  უნებისყოფო,  ჩუმი,  მშიშარაა,  ამავე  დროს  აუღელვებელია  და  პესიმისტი. ხშირად  ცაცხვი  მთელ   ცხოვრებას  მოწყენილობაში ატარებს .  ეს  მისი  ძირითადი  მტერია.

 ხშირად  ცვალებადია,  განსაკუთრებით  განიცდის  მლიქვნელობას.  აღსავსეა  წინააღმდეგობებით,  მეტად   ძნელი   ამოსაცნობია.  ერთი   რამე  უეჭველია:  ძალიან  სიმპათიურია.  მასთან  ურთიერთობა  ყოველთვის   სასიამოვნო  და  ადვილია,  გრჩება ფსიქიკური  კომფორტის  შეგრძნება.  ცაცხვით  მოთმინებით  უსმენს  მოსაუბრეს,  პატივისცემით  ეპყრობა   თავის  ახლობლებს,  სურს  მათზე  მბრძანებლობა,  იგი  ყველას  ძალიან  მაშინაც კი,  როცა მისი  იმედი  არ შეიძლება  ჰქონდეთ.

აქვს  მეტად  პრაქტიკული   გონება.  მიდრეკილება  ტექნიკისადმი,  მოხერეხებული  და  ზუსტია.  თუ  ცხოვრების  გზაზე   მონათესავე   სულს  შეხვდება -  ცოლ-ქმრულმა  სიყვარულმა  შეიძლება  წონასწორობა  დაუბრუნოს  და  წანააღმდეგობებისაგან   დაიხსნას.  ამასთან  ძლიერად  განვითარებული აქვს  საკუთარი  რირსების  გრძნობა. ხანდახან  ეჭვიანია,  ხშირად  უსაბამოდ.

ცაცხვის  ნიშნის  ქვეშ  დაბადებულთა  თვისებები: დაკვირვებულობა,  რეალიზმი, ორგანიზატორული  ნიჭი.

ცაცხვის  ნიშნის  ქვეშ  დაიბადნენ:  ა.  აინშტაინი,  ლუდოვიკ    XIV.

მოამზადა_ ლელა სოსელიამ