EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დრუიდების ჰოროსკოპი - ცირცელი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი:
თარიღი: 2013-07-20 01:32:05
(01.04 --- 10.04, 04.10 -- 13.10)
ნაზი გარეგნობის უკან არაჩვეულებრივად მტკიცე ნატურა იმალება. საყვარელი და მომჯადოებელია, ხოლო მსუბუქი სიარულის წყალობით შეიძლება იცნოთ და გასაჯოთ. ღიმილი თითქმის არ შორდება მის სახეს, მაგრამ არა იმდენად შინაგანი სიმხიარულის, რამდენადაც თვითკონტროლის გამო. აქვს უნარი ხაზი გაუსვას თავის ღირსებებს. უყვარს კარგი ჩაცმა. კარგი გემოვნება აქვს.
სწრაფად ეგუება გარემოს ცვლილებებს. უყვარს ახლობლების გახარება, თუნდაც საკუთარი თავის საზიანოდ. ეგოისტური არაა, მაგრამ რამდენადმე ეგოცენტრულია. დამოუკიდებელი, მაგრამ ხანდახან საშუალებას იძლევა თავი დამოუკიდებელ მდგომარეობაში ჩაიყენოს. მიუხეავად ამისა, დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ ისწრაფვის. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აიძულებს თავი დამნაშავედ იცნოს ყველაფერში, რა ხდება ( დანაშაულის კომპლექსი). მასთან კონტაქტები ძნელია, ურთიერთობა -- რთული, აკლია უბრალოება. გამოარჩევენ გარეგანი ზემოქმედების მიმართ მგრძნობელობით, მშვენიერების სიყვარულით, ლოიალურობითა და გულითადობით. შეგიძლიათ ყოველთვის გქონდეთ მისი იმედი. ხანდახან მიამიტია და საშუალებას იძლევა ექპლუატაცია გაუწიონ. სიყვარულისათვის ბევრს გაიღებს, მაგრამ ბევრსაც ითხოვს. მუდამ ამოწმებს გრძნობას. მისი მოტყუება არ შეიძლება.
ცირცელი არ გაგცემს. მისი პირადი ცხოვრება ძალიან ძალიან მდიდარია, აღსავსეა ხვალინდელ დღეზე ზრუნვით. წინდახედულია, რაც ხშირად მასთან ცოლ-ქმრულ კავშირს გაფიქრებინებს. ძალიან ჭკვიანია, ხშირად ფრიად ეფექტური, ხშირად საქმიანობაში ჩაფლული, ვერ ახორციელებს ზოგიერთ თავის გეგმას.
ცირცელის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებები: სიფხიზლე, ჭკუა, ფანტაზია, მიდრეკილება სინთეზისაკენ, ინტუიცია, წარმოსახვა.
ცირცელის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: გოგოლი, კოლონტაი, რახმანინოვი, ანდერსენი, ემილ ზოლა, მ. ბრანდო, გრეგორი პეკი, დიდრო, ლე კორბუზიე, ვერდი.
მოამზადა_ ლელა სოსელიამ