EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დრუიდების ჰოროსკოპი - კაკალი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი:
თარიღი: 2013-07-20 01:38:14
(21.04 – 30.04, 24.10 – 02.11)
ბუნებრიობა მის თვალში არ არის. ზრუნავს სტილზე, ნატიფ და დახვეწილ მანერებზე, სინამდვილეში კი უბრალოდ მოკრძალებულია. კაკალი ხშირად წინააღმდეგოგებისაგან შედგება , ჭირვეულია, აგრესიული, ეგოისტური. მაგრამ ამასთანავე სტუმართმოყვარე, მორიდებული, აქვს გაბედული ჩანაფიქრი.
შეუძლია იყოს როგორც ლოიალური და თავდადებული, ასევე მერყევიც. არასდროს არაა ცნობილი, როგორ მოიქცევა ამა თუ იმ შემთხვევაში, ან როგორ მოექცე მას. უსაფუძვლოდ შეუძლია დაგაჯილდოვოს ან წაგართვას თავისი მეგობრობოცა და სიყვარულიც. ხანდახან უყვარს , როცა თვითონ იტანჯება და სიამოვნებით აიძულებს სხვებსაც იტანჯონ. მოთხოვნილება აქვს აუცილებლად გაართულოს სიტუაცია. თავისი განსაკუთრებულობის გამოვლენის მოთხოვნილება აწვალებს, ეჭვიანი და ალერსიანია, კაკალი გაწონასწორებულობით არ გამოირჩევა. თუ გიყვარს ან მეგობრობ მასთან, ყოველთვის მოულოდნელობას უნდა მოელოდე. დაუახლოვდით, თუ გრძნობთ, რომ შესძლებთ დაუპირისპირდეთ მის გავლენას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად თავის მორჩილებაში მოგაქცევთ. ცხოვრებაში შეუძლია იყოს ბრწყინვალე სტრატეგი. კარგად აფასებს საკუთარი ზრახვების შედეგებს, მეტად ვერაგულად იქცევა, არ დაუშვებს, რომ ზედმეტი სინდისის ქენჯნით თავი შეიზღუდოს. ხშირად იპყრობთ ირგვლივ სწრაფი მოქმედებით, მაგრამ გვხვდება ჩუმათელა კაკლებიც.
ისწრაფვის, რათა მისი ცხოვრება ჩვეულებრივი არ იყოს. რისკის არ ეშინია, არც ცდილობს ვინმეს თავი მოაწონოს, კომპრომისებს არ ცნობს, გათელილი ბილიკებით არ დადის. კაკალს შეიძლება ბევრი მეგობარი ჰყავდეს, ასევე ბევრი მტერიც. თვლის რომ მხოლოდ თავისთავის იმედი შეიძლება ჰქონდეს. ზრუნავს შეინარჩუნოს საკუთარი დამოუკიდებლობა და განკერძოებულობა. ხანდახან ისეთი არსებაა, რომ შეუძლებელია არ შეამჩნიოთ და ანგარიში არ გაუწიოთ.
კაკლის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებები: გაბედულება, დაკვირვებულობა, ორგანიზატორული ნიჭი.
კაკლის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ე. კანტი, ეკატერინე II, ელიზავეტა II ( ინგლისელი), შექსპირი, პაგანინი, კოლუმბი, დოსტოევსკი.
მოამზადა_ ლელა სოსელიამ