EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გიორგი მარგველაშვილი - მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი არც ისე უფლებაშეზღუდულია, როგორც საუბრობენ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-20 03:50:19

20/07/13 04:12

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის აზრით, მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი რეალურად არც ისე უფლებაშეზღუდულია, როგორც ამაზე საუბრობენ, - ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრობისას განაცხადა. 
 "თუ გინდა იყო დიქტატორი, ამ ინსტიტუტით დიქტატორი ვერ გახდები, რაც ძალიან კარგია, რადგან მე ვიქნები, თუ სხვა იქნება, მას ზედმეტი ზეგავლენის შეზღუდული შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, თუმცა ამავე დროს, მას დიდი შესაძლებლობა აქვს ადამიანების დაფასების, აქვს სერიოზული უფლებამოსილებები სამხედრო ძალებზე, აგრეთვე უშიშროების საბჭოსთან, მარეგულირებლებთან მიმართებაში, რაც ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის კარგ ფუნდამენტს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.