EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უმრავლესობის წევრები ვაშინგტონში სენატისა და კონგრესის წვერებს ხვდებიან »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-20 03:59:00
20/07/13 04:05
აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი პარლამენტის წევრები სენატსა და კონგრესში შეხვედრებს მართავენ. თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, დავით ონოფრიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართული შხვედრების პარალელურად, კონგრესში საგარეო ურთიერთობათა, ფინანსთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს ხვდებიან.
დღეს მათ შეხვედრები გამართეს კონგრესმენებთან: ჯო ვილსონთან (Joe Wilson), ჯონ გარამენდთან (John Garamendi), შონ დაფთან (Sean Duffy), ადამ კინცინგერთან (Adam Kinzinger) და ტომ პრაისთან (Tom Price)
შეხვედრები პოზიტიურად მიმდინარეობს. დაფიქსირებულია უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. არის ძალიან დიდი ინტერესი არჩევნების მიმართაც, რომელიც უნდა ჩატარდეს შემოდგომაზე. სენატორებისა და კონგრესმენების დიდი ნაწილი ქარტულმა დელეგაციამ საქართველოში ოფიციალურად მოიწვია. ამერიკელ კონგრესმენებს ქართულმა მხარემ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ გეგმებზე, რაც საქართველოს გააჩნია. საუბარი იყო რუსეთის ოკუპაციაზე.