EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დრუიდების ჰოროსკოპი - ჟასმინი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: Lela

თარიღი: 2013-07-20 23:35:12

დრუიდების ჰოროსკოპი - ჟასმინი

დრუიდების ჰოროსკოპი - ჟასმინი

(01.05 – 14.05,    03.11 – 11.11)

მოძრავი,  მკვირცხლი  და გულღია,  ყველას  იზიდავს  თავისუფალი  და  მარჯვე  საუბრით,  თავისი  სურვილის  საწინააღმდეგოდ  ყურადღების  ცენტრში  ექცევა. ჩვეულებრივ მისგან მოელიან  საზოგადოებაში  ლაღი  გარემოს  შექმნას.  ყველას  თვალში  იგი  გაწონასწორებული,  მხიარულია  და  არ აქვს  არავითარი  ცხოვრებისეული  პრობლემები. მხოლოდ ყველაზე ახლობლებმა იციან   არსებითად  როგორი  მგრძნობიარეა  და  როგორ  შეუძლია  გული  გაუტყდეს. ამიტომ ძალიან  ცდილობს   დამალოს,  მაგრამ  იგი დაბადებიდანვე  პესიმისტია. ის  რაც  სხვებისათვის  უნდობლობაა,  მისთვის  წინდახედულობად  იქცევა,  ამას  ფრთხილ  და  შოსრსმჭვრეტელ  მოქმედებამდე  მიჰყავს.

 ის  რაც  სხვებისათვის  საეჭვოა,  მისთვის  მხოლოდ  ღრმადშეფარებული   რეზერვია. მას  ყველაზე  უფრო  კარგად  ესმის  დიპლომატიის  და  სხვებთან   ჰარმონიული ურთიერთობის ორგანიზაციის  უნარის  უპირატესობა.  სამწუხაროდ,  ეს  ღირსებები  უფრო  იშვიათად  ვლინდება  მის  საკუთარ  სახლში. აქ  იგი  ეძებს  დამოუკიდებლობის   მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. არ უყვარს  თავის იგრძნოს  შებოჭილად,  არ  უყვარს  შეზღუდვები; ვალდებულებები თრგუნავს,  აწუხებს,  მიუხედევად  იმისა,  რომ  ყოველთვის  ემორჩილება  დაკისრებულ  მოვალეობებს.

 მისთვის  უცხო   არ  არის  პასუხისმგებლობის  გრძნობა,  მაგრამ  იგი   ყოველთვის  საუკეთესო  განწყობაზე   როდი  აყენებს.  ჟასმინის  მეუღლეობა  ადვილი  არ  არის, მითუმეტეს,  რომ   მალე  გული  უტყდება  და  ათვალწუნება  უძლიერდება. უყვარს  ბავშვები  და  მათთან  თავს   კარგად   გრძნობს.  თავად  ბევრს  არ  ელოდება  ცხოვრებისაგან,  ბავშვებს  უკავშირებს მთელს  იმედებს.  შეუძლია მათ    უბრალოდ  და  გასაგებად  აუხსნას  ურთულესი  საკითხები,  რასაც  მონდომებითა  და  გონივრულად  აკეთებს. ცხოვრებაში  მისთვის  სწორედ  ბავშვებს  მოაქვთ  მისთვის ყველაზე  დიდი  სიხარული  და  კმაყოფილება.

ჟასმინი  მატერიალისტი  არ  არის,  მაგრამ ხშირად   რიგიანი  შემოსავალი  აქვს.  სამუშაოსი  არ  ეშინია,  მის  ინტელიგენტობასა  და  აზროვნებას  სათანადოდ  აფასებს.

 ჟასმინის  ნიშნის  ქვეშ   დაბადებულთა  თვისებები:  კრიტიკული  გონება,  ფანტაზიასთან   შეერთებული  ინტელიგენტურობა,  ინტუიცია.

 

ჟასმინის  ნიშნის  ქვვეშ  დაიბადნენ:  მაკიაველი,  სენკევიჩი, ფროსტი,   მარტინ  ლუთერ  კინგი.